„რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო, სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს, მეთქი“

მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური ვრცელ პოსტს უძღვნის ახლახან გარდაცვილ მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილს:

 

„ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით ...ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე, წელი გამიშეშდა და სიცხე მომცა. ვზივარ გაშეშებული წელით და ყველა მომენტის აღდგენას ვცდილობ 16 წლიდან მოყოლებული!მაინც რა სულელპეტრე ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო. სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს, თქო ...ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი უგულო შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო! უბრალოდ იცი რაზე ვბრაზდები? ძალიან ადრე იყო ლიფტის ამბავი, რამდენჯერ გვიცინია ამ ყველაფერზე გახსოვს? და სულ რომ მემალებოდი ბოლოს, ყელში გქონდა ჩემი ლექციები...და მოტივაციის ასამაღლებელი პათეტიური ტექსტები, თითონაც რომ არ მჯეროდა და წინადადების დასრულებამდე ერთად ვიგუდებოდით სიცილით! მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო, რაც გულით გინდოდა, სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის ციხეში ჩასმის ბრალი იყო...არაფერი გჭირდა ჩვენი დასახმარებელი...აქეთ დაგვეხმარებოდი ამის საშუალება რომ მოეცათ..მაპატიე "ბოლო გზა" და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ... შენ ეს ყველაზე კარგად იცი! მე შენ ცოცხალი მემახსოვრები, დროებით ცისფერ ბურთში მეგობარო...............უკვე ძალიან დავცოტავდით ....


..მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა, რეჟისორები, განსაკუთრებით ისენი პერფექტობას რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ ბიოში უგულოები და უმრწამსოები ხართ! თქვენთვის არაფერი არსებობს ფულის და საკუთარი ინტერესების გარდა! არ დამავიწყდება არასდროს ერთ-ერთ მსახიობს მეგობარი დაეღუპა, საკუთარ დაბადებისდღეზე თავი ჩამოიხრჩო) და ალკოჰოლის მიღების გამო გააგდეთ, როცა თავად ჩალპით ნარკოტიკებში, დაეღუპა მამა და გახმოვანებაზე მიიყვანეთ სახლში ჯერ არ გადმოსვენებული ადამიანის ფონზე! უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტალური სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით, მოტივით რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი, ჰქონდა პრობლემები ეს ორობლემები ამის გამო ჰქონდა რომ დაატყვევეთ და გაჭირვებაში ამოხადეთ სული! ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს რომ ღვრით! ვინც ფეხებზე დაიკიდეთ! ყველა, ვინც ხელს უწყობდით ცუდად ყოფილიყო ,რათა თავად კარგი დრო გაგეტარებინათ! ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რაც შეგვეძლო ამ რეალობაში, მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო მნიშვნელოვანი (რაც რეალურად შეუმსუბუქებდა ყოფას) მისთვის მიმეცა ბოლო პერიოდში, რადგან ჩამოვშორდი კინოს, ტელევიზიას და ყველაფერს, რაც წინა ცხოვრებას გამახსენებდა.! რამდენ ადამიანს ყვარებიხარ, როგორ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ შენთვის?..

 

პ.ს. Nini Dedalamazishvili ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ ბევრი მცდელობა გქონდა და ნამდვილი მეგობარი იყავი ზუზუსთვის და ახლა მანდ ყოფნა შეძელი, მე ეს აღარ შემიძლია .....გაშეშებული ვზივარ და 3 ბავშვს ვერ ვტოვებ....ჩემი გული ხარ, ნინი!“წერს განო მელითაური.





მსგავსი სიახლეები
„დავით აღმაშენებელზე ლექსის წაკითხვა რომ დაიწყო, ფეხზე წამოდგა - სახელოვანი მეფის მიმართ მოწიწების ნიშნად პოეტი მხოლოდ ამ ლექსის დროს წამოდგა ფეხზე“
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
„ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება - 21.07.2019
"სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი გვითხრა" - ირაკლი ოქრუაშვილი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ექიმებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა 1 000 ლარით, ხოლო განმეორება - 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
„რუსთავი-2-ის ტოპ ჟურნალისტებიდან რომელიმეს თუ ეყოფა პატიოსნება, გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ეთერში და თქვას“
დაცლილი სოფლები და ქალაქები - სკოლების სია, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა
“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია“
„ქართველი ხალხის სირცხვილია, სადაც აქციას უძღვებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ამ წმინდა ადგილს დღეს ესენი აბინძურებენ“
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა
„ავლიპ ზურაბაშვილის გაცოცხლებას არ გთხოვთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ერთი დიდი შენობა ააშენოთ, დადგათ ერთი დიდი სამოვარი, სადაც "ნაციონალები" სამეგრელოს ნაცვლად აადუღებენ ჩაის და ისაუბრებენ რევოლუციაზე“
„თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია“
„ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავის გუნდით შესთავაზა „იბერიაში“ მუშაობა და ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე“
ამერიკული „ნიუს კორპი“ რუსთავი-2-ის მფლობელებს 2004 წელს 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა - გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს კორპის“ უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა
„ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი და იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო - დაეცა მწარედ და ცინიკურად“
„სააკაშვილ-გვარამიას ზონდერებს კისრებზე აქლემის ტყავისგან დამზადებული წყალში დამბალი საყელოები გაუკეთეს და მზეზე დასვეს - ახლა ის ტყავი ნელ-ნელა გაშრება და კისერში წაუჭერს“