"რით ვერ დაცხრნენ, რაც მათ ქართველების სახლები და ბინები მიისაკუთრეს?" - სოხუმში უბინაო აფხაზები რუსების სახლებში შეიჭრნენ

მა­შინ, რო­დე­საც მოს­კოვ­ში, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ლი­დე­რებს ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბი­დან 10 წლის­თავს “ოფი­ცი­ა­ლუ­რად” ულო­ცავ­და, სო­ხუმ­ში, ე.წ. რუ­სე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში აფხა­ზე­ბი შეც­ვივ­დნენ და მათ სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს.

 

სა­უ­ბა­რია 12 ოჯახ­ზე - მათ­გან რამ­დე­ნი­მე, დღემ­დე რუ­სე­ბის და­კე­ტილ ბი­ნა­ში რჩე­ბა და გა­მოს­ვლა­ზე უარს აცხა­დებს... ეს ბი­ნე­ბი სო­ხუმ­ში, ახალ რა­ი­ონ­ში, “რუ­სულ სახ­ლებ­ში” აშენ­და. იქ თვით­ნე­ბუ­რად შეჭ­რი­ლი აფხა­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნია ან შშმ პი­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე შვი­ლე­ბი ჰყავს და “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან” რამ­დე­ნი­მე წელი ითხოვ­დნენ ბი­ნით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მი­ლი­ცი­ამ ნა­წი­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მო­ა­სახ­ლა, მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად მათ სო­ხუ­მის ცენ­ტრში აქ­ცია გა­მარ­თეს. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ შეც­ვივ­დნენ მა­ინ­ცდა­მა­ინც “რუ­სე­ბის სახ­ლებ­ში”, მათი ნა­წი­ლი პა­სუ­ხობ­და - "ასე გვირ­ჩი­ეს".

 

აფხა­ზე­თის ე.წ. ვიცე-პრე­მი­ე­რი ას­ტა­მურ ქეც­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ აქ­ცია და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც იმ ადა­მი­ა­ნებს “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა” ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შეჰ­პირ­და.

 

"მე შევ­ხვდი იმ ოჯა­ხებს და შევ­პირ­დი, რომ წლის ბო­ლომ­დე მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით... მშვი­დად დავ­შორ­დით, მათ ავუხ­სე­ნი, რომ თვით­ნე­ბუ­რი შეჭ­რით, ამ პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელს უშ­ლიდ­ნენ... შემ­დეგ კი აქ­ცია და­ი­წყო. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ უკან გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი დგა­ნან. ეს მათი სურ­ვი­ლი და მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა, ჩვენ ვი­ცით, რომ მათ უკან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დგა­ნან", - აცხა­დებს ქეც­ბა.

ekhokavkaza.com-ს ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის 9-სარ­თუ­ლი­ან ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში არ­ღუ­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხია დარ­ჩე­ნი­ლი და ისი­ნი წას­ვლას არ აპი­რე­ბენ... აფხა­ზუ­რი მხა­რე აცხა­დებს, რომ მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი კორ­პუ­სი აშენ­და, რათა აფხა­ზებ­სა და რუ­სებს შო­რის უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვი კა­მა­თი და და­პი­რის­პი­რე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

 

გა­მო­ცე­მა Нужная газета-ს ცნო­ბით, რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი, შშმ ბავ­შვე­ბის ან ომში და­ზა­რა­ლე­ბულ პირ­თა ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თაც სო­ფელ­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა არ შე­ეძ­ლოთ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თვით­ნე­ბურ შეჭ­რებს, რად­გან მათ უმე­ტე­სო­ბას ქი­რით უწევს ცხოვ­რე­ბა, გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა კი არ აქვთ...

 

 

აიდა და­სა­ნია, აფხა­ზი:

"რუ­სე­ბის სახ­ლში" ად­რეც შე­ვი­ჭე­რით, მაგ­რამ მა­შინ მო­ტყუ­ე­ბით გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს - მა­ში­ნაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დაგ­ვე­ლა­პა­რა­კა, სახ­ლს შეგ­ვპირ­და და და­ვი­ჯე­რეთ... ამ­ჯე­რად არ გა­უ­ვათ... გარ­შე­მო უამ­რა­ვი ბი­ნაა, ჩვენ­თვის კი არ­ცერ­თი. არა­ვინ არა­ფერს წყვეტს, მხო­ლოდ ფუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი... იმე­დი აქვთ, რომ ერთხე­ლაც ავ­დგე­ბით და წა­ვალთ.

მეს­მის, რომ ეს ვი­ღა­ცის ბი­ნაა, მაგ­რამ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მექ­ცე­ვა უკა­ნო­ნოდ, მეც ასე ვიქ­ცე­ვი, რად­გან გა­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს, რუ­სია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და მე არა? 16 წე­ლია ორ შვილ­თან ერ­თად, სო­ხუმ­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ. ადრე ორ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი, თუმ­ცა ახლა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, არ შე­მიძ­ლია... შს მი­ნის­ტრმა გარი არ­ბამ გა­რან­ტია მოგ­ვცა, რომ დაგ­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ მისი სი­ტყვის არ გვჯე­რა," - ამ­ბობს აფხა­ზი ქალი.

თვით­ნე­ბუ­რად შეჭ­რი­ლე­ბის თქმით, “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა” მუდ­მი­ვად ეუბ­ნე­ბა, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი მზად არის და მხო­ლოდ ფუ­ლის გა­და­რი­ცხვას ელო­დე­ბი­ან, თუმ­ცა, არ აკონ­კრე­ტე­ბენ, სა­ი­დან უნდა გა­და­ი­რი­ცხოს.

“შს მი­ნის­ტრმა გვი­თხრა, რომ თა­ვად მოგ­ვე­ძებ­ნა 700-800 რუბ­ლის ფარ­გლებ­ში ბი­ნე­ბი და ქი­რას სახ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე, თა­ვად გა­დაგ­ვიხ­დიდ­ნენ, რაც ასე­ვე სიც­რუ­ეა, რად­გან წინა შემ­თხვე­ვა­ზე ასე მო­ა­ტყუ­ეს სხვე­ბიც - პირ­ვე­ლი ორი თვე გა­და­უ­ხა­დეს, შემ­დეგ კი, ისევ ან ზარს არ პა­სუ­ხობ­დნენ, ან მი­სა­ღებ­ში არა­ვინ უშ­ვებ­და... ერთი სი­ტყვით, მას შემ­დეგ 8 თვე გა­ვი­და და ეს ხალ­ხი თა­ვად იხ­დის ქი­რის ფულს... ქეც­ბას თქმით, ბი­ნის მი­ღე­ბის გა­ნა­ცხა­დი და­ახ­ლო­ე­ბით 150-მა ოჯახ­მა გა­ა­კე­თა. ის უკვე ესა­უბ­რა თვით­ნე­ბუ­რად შეჭ­რი­ლებს და ვი­თა­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გაგ­რძე­ლე­ბის სცე­ნა­რის შე­სა­ხე­ბაც გა­აფრ­თხი­ლა", - ამ­ბობს ერთ-ერთი აფხა­ზი, რო­მე­ლიც რუსი მო­ბი­ნად­რის სახ­ლში შე­იჭ­რა.

ბი­ნე­ბის რუსი მე­პატ­რო­ნე­ე­ბის თქმით, ის ფარ­თე­ბი მათ კა­ნო­ნი­ე­რად ეკუთ­ვნით და თუ აფხა­ზე­ბი იქა­უ­რო­ბას თა­ვი­ან­თი ნე­ბით არ და­ტო­ვე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კა­ნო­ნის ძა­ლით მოქ­მე­დე­ბას მოს­თხო­ვენ: "რით ვერ და­ცხრნენ, რაც მათ ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბი და ბი­ნე­ბი აქვთ მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში? მაგ­რამ ეს ახა­ლი ბი­ნე­ბია და აქ უნ­დათ ცხოვ­რე­ბა... გვეს­მის, რომ მათ შვი­ლებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბაა”, - აცხა­დებს ლუდ­მი­ლა სკოლ­ზი­ნა.





მსგავსი სიახლეები
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"
“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ
"პუტინის მზარეული" - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის "შავ საქმეებზე" მისი ხელქვეითი ალაპარაკდა
წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
საქართველო - ევროპა აზიაში - ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი