Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და სამწუხაროდ დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა, ის ხშირად მიდიოდა ვა-ბანკზე  და თავისი ოსტატური და მახვილგონივრული თამაშით არაერთხელ მოსწყვიტა პუბლიკას აპლოდისმენტები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თანამემამულის ასპარეზობით ამაყი ხარ!

მიუხედავად მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელთან წაგებისა, ბასილაშვილის ამ ტურნირზე ასპარეზობა უდავოდ წარმატებული გახლდათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნიკოლოზმა წელიწადნახევრის წინ ნადალს მხოლოდ ერთადერთი გეიმი მოუგო - ასე რომ, პროგრესი სახეზეა. მან აქამდე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.


აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში. აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

 

 

 

sportall.ge





მსგავსი სიახლეები
ლაშა ტალახაძემ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საქართველომ ლატვიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა
ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ყაზახეთი სტუმრად 2:0 დაამარცხა
„ბასილაშვილმა პატარა პოსტ საბჭოთა ქვეყნის იმედები გაამართლა“ - New York Times-ი
"ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, ის შექებას იმსახურებს"– რაფაელ ნადალი
Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა
ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და ევროპის თასის მფლობელი გახდა
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით იასპარეზა და US OPEN-ის მერვედ ფინალში გავიდა
ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება
გურამ კაშიას კუთვნილი „თანასწორობის ჯილდო“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადასცეს
სპორტული ბიზნესი საქართველოში
„ მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ“
ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონია
ადამ ოქრუაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა
გურამ თუშიშვილმა ზაგრების გრანპრი მოიგო
ავთანდილ ჭრიკიშვილმა, იძულებითი პაუზის შემდეგ, ზაგრების გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გახდა
ტოჩინოშინის პირველი მარცხი ნაგოია ბაშოზე