რა იზიდავთ რუს ინვესტორებს საქართველოში

თბილის-მოსკოვს შორის არსებული რთული ურთიერთობა რუსებს ხელს არ უშლის საქართველოში უძრავი ქონება შეიძინონ. ყიდვას სტიმულს აძლევს ქვეყნის კარგი კლიმატი, ხელსაყრელი ფასები და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობები. 



ამის შესახებ რუსული გამოცემის, «Деловой Петербург»-ის მიერ ნატალია ბურკოვსკაიას ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი:



„არის რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა ჩაიდოს თანხები საქართველოში, უძრავი ქონების სფეროში, განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში: კერძო პირებისათვის უძრავი ქონების საყიდლად გადასახადები არაა, გარიგებები სწრაფად სრულდება, ნებადართულია ბანქოს სათამაშო ბიზნესი, საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს მსოფლიოს 100 ქვეყანასთან, აქტიურად ვითარდება ტურიზმი, მსოფლიოში განთქმულია ქართული სამზარეულო და მისი გასტრონომიული მრავალფეროვნება, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების ჩადების თვალსაზრისით“, - ამბობს დეველოპერული კომპანია ORBI Group-ის გენდირექტორი ირაკლი კვერღელიძე გაზეთ «Деловой Петербург»-ის კორესპონდენტთან საუბარში. იგი ხაზს უსვამს, რომ კერძო საკუთრების უფლება ქვეყანაში წმინდათა-წმინდაა, განსაკუთრებით არის კანონით დაცული და არანაირი პოლიტიკური ასპექტი მასზე არ მოქმედებს. გარდა ამისა, საქართველოში არ არის გადასახადი კაპიტალის მატებაზე, სიმდიდრეზე ან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე, საგადასახადო კოდექსი კი კომპანიებს საშუალებას აძლევს ზარალის გამო მოგების გადასახადების გადახდა ათი წლის ვადით გადაიტანოს. 



საქართველოში ცხოვრება, ევროპასა და რუსეთთან შედარებით, საკმაოდ იაფია. თანხის ჩადების ყველაზე პოპულარული სახეა საკურორტო უძრავი ქონება, რომელიც შეიძლება მართოს როგორც მფლობელმა, ასევე დამქირავებელმა კომპანიამაც. „უცხოელები ყველაზე ხშირად საცხოვრებელ სახლებს ბათუმსა და თბილისში ყიდულობენ. ეს, როგორც წესი, საკურორტო უძრავი ქონებაა, დროებითი საცხოვრებელი ბიზნესის წარმოებისთვის ან ე.წ. „სათადარიგო აეროდრომი“, - განმარტავენ ORBI Group-ის ექსპერტები.



ბათუმის ახალმშენებლობებში 60 კვადრატულ მეტრიანი საცხოვრებელი ბინა, „შავი კარკასით“ შეიძლება 30 ათას დოლარად შეიძინოთ, ხოლო ზღვის ან მთების პანორამით - 45 ათასად. ზღვიდან უფრო მოშორებით 40 კვ.მ. ბინა - 30 ათასად.


ზამთრის სპორტის სახეობათა მოყვარულებს საცხოვრებელი ფართის ყიდვა გუდაურში შეუძლიათ, თუმცა იქ შეთავაზება მაინცდამაინც ფართო არ არის - კვადრატული მეტრს 1400 დოლარზე იაფად ვერ იყიდით. ამასთან, სამაგიეროდ, უძრავი ქონებაში დახარჯულ თანხას მალე აანაზღაურებთ: სეზონის დროს დამქირავებელი უფრო მეტია, ვიდრე შეთავაზებელი. 

კიდევ ერთი უპირატესობა საქართველოში უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით: თქვენ იქ ბინადრობის უფლება ძალზე იოლად შეგიძლიათ მიიღოთ - საკმარისია მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაში დააბანდოთ 110 ათასი დოლარი ან იყიდოთ უძრავი ქონება 35 ათას დოლარად.
საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2012-2016 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა 18 ათასი ობიექტი შეიძინეს, ანუ მათ წილზე მოდის უცხოელებზე გაყიდული საცხოვრებელი ბინების 53%.





მსგავსი სიახლეები
“ჯერ ღვინოს აკრძალავენ, შემდეგ წიწმატს და ოხრახუშს”
სახელმწიფო დიდი გამოცდის წინაშე - "თბილისი პრაიდი" ჩატარდება
ევროპა უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე “ზოგიერთ ქვეყანასთან” უკვე ოფიციალურად ალაპარაკდა
“ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს...”
“გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!”
"ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება
ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე
ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომის საფრთხე მოლდოვაში
"ისინი ხმებს ძირითადად მაინც „ოცნებას“ წაართმევენ " - ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში
“მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც”
ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე
“ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი” - პაატა ზაქარეიშვილი
იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა
ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
“ოცნების” ხაფანგში გაბმული “უმწიფარი” ოპოზიცია და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი შავგულიძე
ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას
13-დღიანი პროტესტი ჭიათურაში მაღაროელთა გამარჯვებით დასრულდა - რაზე მოხდა შეთანხმება
რა ხდებოდა ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და რას გეგმავენ აზერბაიჯანელი აქტივისტები 28 მაისს
“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან
გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია