„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საერთაშორისო პლატფორმაზე დიპლომატი თედო ჯაფარიძე წარმოადგენს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდს ცნობილი ქართველი დიპლომატი, ელჩი თედო ჯაფარიძე შეუერთდა. ბატონი თედო ჯაფარიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მოადგილის პოსტზე დაინიშნა  და მისი მომავალი საქმიანობის სფერო კონსორციუმის საგარეო ურთიერთობების კურირება, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიის  წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება გახდება. 

 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი  პორტის მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის. გარდა იმისა, რომ იწყება საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო - სანაპირო სამუშაოები, ამავე დროს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ხარისხობრივად ურთიერთობის ახალ ეტაპზეც გადავდივართ. "საუკუნის პროექტისთვის" გამორჩეული პროფესიონალების გუნდის შექმნის პროცესი გრძელდება დამოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ამიერიდან გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თედო ჯაფარიძე უხელმძღვალენელებს ", - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

 

ანაკლიის გუნდს თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აპარატში მუშაობის შემდეგ შეუერთდა, სადაც ის საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

 

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თედო ჯაფარიძის გამოცდილება დაახლოებით 40 წელს ითვლის. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში და ა.შ. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.  თედო ჯაფარიძე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 300-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
„ანაკლიაში ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილიდან, თუმცა პროექტირება 60%-ით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია“
საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მარტის 17:00 საათისთვის
"თქვენ, ორ წელში გზას მიიყვანთ პორტამდე?! რკინიგზას ააშენებთ?"
„ანაკლიის პორტს არ დავთმობთ, ბევრი ბერკეტი გვაქვს და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე“
თბილისში გამოფენა „დამზადებულია ბელარუსში“ და ბიზნეს ფორუმი გაიმართა
ვითიბი ბანკისა და ტოიოტა ცენტრს თბილისის ერთობლივი შეთავაზება
„მთავრობა მაქსიმალურად იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის განხორციელებით - ასე კონკურსს შალიკოც მოიგებდა ხვინგიაძე!“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერა მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება"
"ბელარუსთან ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, საუბარი იმაზეა, როგორ შეიძლება თანამშრომლობა გავამყაროთ" - გიორგი ქობულია
„ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე
"მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 მარტის 17:00 საათისთვის
"Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა