ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ დამატებითი ჯგუფები გამოიძახა.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდგომ, კი პროტესტის ნიშნად ავტობანის ცალმხრივი გზა გადაკეტეს.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე თითქმის 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო.

 

სამართალდამცველები მოძრაობის აღდგენას ცდილობდნენ და გარდაცვლილის ახლობლებს ავტომაგისტრალის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 

ამ დროისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. აქციის მონაწილეები კი ფეხით გორის ცენტრისკენ, ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გაემართნენ.

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე მერებაშვილს სოფელ ხელთუბანთან ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავების ვერსიით, ახალგაზრდა მოკლულია, დღემდე კი ბრალდებული არ არსებობს.





მსგავსი სიახლეები
„მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების, ავარიული „ხრუშჩოვკების“, შემთხვევაში, მივცემთ მშენებლებს შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ასეთი სახლები“
„ირინა ენუქიძის ადვოკატი შავგულიძე, ნაცების საარჩევნო კანდიდატია - ბოლშევიკებმა, რომ მშობლების დამხვრეტი ძერჟინსკი უპატრონო ბავშვების დაცვის თავმჯდომარედ დანიშნეს, ის მორალია“
„არავინ დატოვო... მიღმა“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისში კონფერენცია გაიმართა
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა - რას უკავშირდება ამ თარიღის ისტორია
თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება
„საიდან ერთმანეთისადმი ამდენი ღვარძლი, გინება, ლანძღვა, თათხვა - რა ''გარეშე მტრები''?! თავად ვნთქავთ ერთმანეთს გაცოფებული პირანიებივით!“
„მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე, ეს გამორიცხულია იმიტომ, რომ ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს"
“დიდი ბოდიში, მაგრამ მეგობრებიდან წავშალე ხატია ბუნიათიშვილის დედა, რომელიც მადლობებად დაიღვარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ“
ციურიხის გენეალოგიური ცენტრის სენსაციური დასკვნა - ბრიტანეთის მამრობით გენეტიკურ სახეობათა უმეტესობა მომდინარეობს იბერიიდან
„როგორც კი გრიგოლიას დაინახავთ ეკრანზე, იოდი წაუსვით, იქნებ შეჭკნეს და ჩამოვარდეს - სოფლის კლუბი, ორღობე, კოლმეურნეობის კანტორა!„
საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან
დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან
კვლევა თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა
„მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ ვზრდით ანაზღაურებას“
ვინ უმალავს საკუთარ შვილებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს - პოლიტიკოსების სია
რუბრიკა - ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად
"ავერსსა" და "თბილისის საკრებულოს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ფრანგული გასტრონომიის კვირა «Goût de France / Good France» გაიმართება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს
საბაკალავრო საფეხურის 3-წლამდე და მაგისტრატურის საფეხურის 1-წლამდე შემცირება დადგენილია