„ორ კვირაში უნდა დაიდოს ამ გამოძიების კონკრეტული შედეგი!" - გორის რაიონში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა შს სამინისტროს „ობიექტური გამოძიებისა და კონკრეტული ბრალდებულის დასახელებისთვის“ ორკვირიან ვადას აძლევს. გარდაცვლილის ოჯახი მიიჩნევს, რომ თორნიკე მერებაშვილი ავარიის შედეგად არ დაღუპულა და იგი მოკლულია.

„ორ კვირაში უნდა დაიდოს ამ გამოძიების კონკრეტული შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება. არაერთხელ ვუთხარი შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება და ნუ მაიძულებდნენ, რომ ქუჩაში გამოვსულიყავი და ამგვარი ზომებისთვის მიმემართა. თუმცა, როგორც ვხედავთ, მაინც ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი გახდა საჭირო“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა.

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდნენ. აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.

გარდაცვლილი ახალგაზრდის მამამ მერაბ მერებაშვილმა გორის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ ვისაც სურვილი აქვს დღეს, თბილისში, 18.00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რომელსაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გორში აქცია გაიმართა, შსს-მ განცხადება გაავრცელა.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
"ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი, ხიზანიშვილი - თქვენ ხართ გამყალბებლები ჩვენი საქმის"
"სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში იქნა გამოჭერილი" - თეა წულუკიანი
მარნეულში სატვირთო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, გარდაცვლილია ორი ადამიანი
"ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც უნდა მიგვეღო“
ექსპერტიზის შედეგად, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა
„თუ ვინმემ პატრულს, მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - დაისჯება, თუ პატრულმა თვითონ ჩაიდინა ეს კანონდარღვევა - დაისჯება“
არასამთავრობოების მოთხოვნით, პროკურატურა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ნიჟნი ნოვგოროდის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე გლუშკოვისა და მისი ძმის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა
გაზეთ “მეტრონომის” გაქურდვიდან 7 თვის შემდეგ რედაქტორი შს მინისტრს მიმართავს
ეკა ბესელია აცხადებს, რომ “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ მისი ძმა სარჩელს შეიტანს
“ვიზიარებ საზოგადოების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დაპირება, რომელიც წინა პერიოდში მართლმსაჯულების აღდგენასთან დაკავშირებით გაიცა, უნდა შესრულდეს“
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიხეილ გიორგაძე დაშავდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თუ რატომ დააკავეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და ადვოკატი
ბათუმში 14 წლის ბიჭი ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრეს
საქალაქო სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა და საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი გაამხილა
„არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, არაზნეობრივი და ამორალური ქმედება“
„2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ნაცმოძრაობამ საქართველოს აწვნევინა ძალიან დიდი მარცხი“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გაადაზიდვის ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო