"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სასულიერო პირები თავიანთ აზრს გამოხატავენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და თემებზე.
არ მივიჩნევ სამღვდელოებას ყველაფერზე მაღლა მდგომ, უზენაეს მსაჯულად, რომ თავშეკავება მოვთხოვო. ან კი რატომ არ უნდა გამოხატავდნენ აზრს ოკუპაციაზე, ნარკოპოლიტიკაზე თუ სხვა საკითხზე.
ხუხაშვილს და მოროშკინას თუ აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება ამა თუ იმ კანდიდატზე, სასულიერო პირებმა რა დააშავეს? - თუ ამისი სურვილი აქვთ.
- პრობლემას ვხედავ სახელმწიფო ინსტიტუტებში, მათ სისუსტეში, რომ ხშირად ეკლესიის ზეწოლას ვერ უძლებენ და სახელმწიფოს საქმეებში რევენ.
- პრობლემას ვხედავ სასულიერო პირების მიერ გამოხატული აზრის შინაარსში, რაც ძირითადად მათ გაუნათლებლობას უკავშირდება. (განათლებული ადამიანი კათოლიკე მრევლს შეურაცხყოფას არ მიაყენებს "დაფრანგულების" ძახებით).
- პრობლემას ვხედავ მედიაში, რომელიც სასულიერო პირების დისკრიმინაციულ, შეურაცხყმოფელ განცხადებებს კრიტიკული შეფასების გარეშე უშვებს ეთერში.
- პრობლემას ვხედავ ხელისუფლების კანდიდატის ფარისევლობაში - სასულიერო პირის მიერ გამოხატულმა აზრმა მაშინ შეაწუხა, როდესაც ეს აზრი მისი საწინააღმდეგო აღმოჩნდა."-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.