თედო ჯაფარიძის პასუხი ედვარდ ლუისს

ბრიტანეთის გაზეთ «Financial Times»-ში გამოქვეყნდა სტატია (ავტორი - ედვარდ ლუისი), რომელიც კრიტიკული პათოსითაა დაწერილი და მასში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობა საკმაოდ ნეგატიურადაა წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა თედო ჯაფარიძემ წერილი გაუგზავნა ბრიტანულ გაზეთის რედაქციას, რომელშიც ნათქვამია:

--------

„რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სურათისაგან, რომლის გადმოცემასაც ედ ლუისი ცდილობს თქვენს გაზეთში 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

ჩვენ, ქართველები უარს არ ვამბობთ დასავლურ დემოკრატიულ ორიენტაციაზე და თავს არ ვგრძნობთ ამერიკისაგან მიტოვებულად. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ამასწინანდელმა ვიზიტებმა ხაზი გაუსვეს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2012 წლიდან მიაღწია თავისუფალი საბაზრო დემოკრატიული სისტემის შექმნაში და რომელიც წარმატებით ინტეგრირდება დასავლეთთან. ჩვენს სიცოცხლისუნარიან დემოკრატიაზე გავლენას არავინ არ ახდენს - არც მთავრობის შიგნიდან, არც მის გარედან.

 

თბილისისთვის ნათელია, რომ ერთადერთი რეალური გზა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპასთან ურთიერთობას ხარჯვა-მოგების (რენტაბელობის) პრინციპით კი არ შევხედოთ, არამედ იმ ფასეულობების მიხედვით, რომლებიც ჩვენს წინაშე მდგარი მრავალი პრობლემის მოგვარების საფუძველი გახდება. დასავლეთი ჩვენთვის მხოლოდ ადგილმდებარეობა არ არის, დასავლეთი ჩვენთვის უპირველესად იდეას წარმოადგენს. საქართველო ისწრაფვის გახდეს მრავალმხრივი მიმართულების მქონე საკვანძო წერტილი, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღმოსავლურ სამყაროსთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებს.

 

მაგრამ საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულება არ ნიშნავს იმას, რომ ისეთმა პატარა სახელმწიფომ, როგორიც საქართველოა, მის ირგვლივ მიმდინარე მშფოთვარე მოვლენების იგნორირება მოახდინოს და მათ ყურადღება არ მიაქციოს. მარტივი გათვლები დასავლეთ-აღმოსავლეთის უპირატესობაზე უკვე საკმარისი აღარაა, ნაკლებად აქტუალურია სულ უფრო მეტად ინტეგრირებულ თანამედროვე მსოფლიოში. ეს გვიბიძგებს კარგი ურთიერთობების ძიებისაკენ ჩვენს ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან, აგრეთვე თურქეთთან, ირანთან და ჩინეთთანაც კი. ჩვენ ვაშენებთ მშვიდობის ახალ საფუძველს იმავე რწმენითა და მიზანდასახულობით, როგორითაც ამერიკა ბალკანეთზე ომის დასრულებას ესწრაფვოდა.

 

2017 წლის მაისში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს ვაშინგტონში გამართულ დისკუსიაზე სენატორმა ჯონ მაკკეინმა აღტაცება გამოხატა საქართველოს პროგრესის გამო და მას ძლიერ მხარდაჭერას დაპირდა დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის საკითხში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამ კურსიდან არ გადავუხვევთ“.





მსგავსი სიახლეები
აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან
საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა" - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
ბოლო დღეებში ორი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს- რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები
ბრძოლა ზუგდიდისთვის - საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს
რაში ჭირდებათ თურქებს და აზერბაიჯანელებს მართლმადიდებლური ტაძრები
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ“ - სალომე ზურაბიშვილი
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებმა ქვეყანაში შეიძლება მორიგი დაპირისპირების პროვიცირება გამოიწვიოს
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა
თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე
"ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“
ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან
“საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”
"ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ"
“თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”
რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე
“რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს” - გია ხუხაშვილი
"აღარ დაგვასვენეს... მისი დაკავება ხეობაში სიტუაციას დაძაბავს..." - პანკისელების რეაქცია მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე