თამრიკო ჭოხონელიძე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა? - "ნაციონალური მოძრაობისგან" ბევრი კარგიც გვახსოვს"

საპრეზიდენტო არჩევნები სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, თავიანთი კანდიდატურის საჯარო მხარდაჭერას ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობებიც აფიქსირებენ. „რეიტინგის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო ციებ-ცხელებაში აქტიურად ჩაერთო მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძეც, ჩვენი წყაროს ცნობით, ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებში გაერთიანდა. თამრიკო ჭოხონელიძე ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გმობდა. ამიტომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საეჭვოდ მოგვეჩვენა. თუმცა, აშკარაა, რომ ბოლო დროს, ის „ქართული ოცნებისგან“ არაერთხელ დარჩა გულნატკენი და თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა კიდეც. 



ამბის გადასამოწმებლად „რეიტინგი“ თამრიკო ჭოხონელიძეს დაუკავშირდა. 


- ქალბატონო თამრიკო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს შეუერთდით, მართალია?

- სხვა რომ საუბრობს ჩემს ნაცვლად, უცნაურია. ჯერჯერობით არავის მხარდამჭერი არ ვარ, შეცდომების გამოსწორების საშუალება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ვის დავუჭერ მხარს, ამ საკითხზე არ ჩამოვყალიბებულვარ. ვფიქრობ, ბევრ მინუსებს და პლიუსებს ვნახულობ, მაგრამ არ ჩამოვყალიბებულვარ. 

- გამორიცხავთ გრიგოლ ვაშაძის მხარადჭერას?
- არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ერთი, რაც მინდა ვთქვა, უკვე აღმაშფოთებელი გახდა ამდენი დაპირისპირება და ზიზღი. ეს ყველაფერი უნდობლობას ბადებს, ამდენი უნდობლობა კი არ შეიძლება. ადამიანმა შეიძლება შეცდომების გამოსწორების ხარჯზე უამრავი სიკეთე გააკეთოს. ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, მაგრამ ჩამოყალიბებული არ ვარ.

- თქვენ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერთ მხარს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“?
-„ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც არ მინდა საერთოდ, ბევრი ცუდი ახსოვს მისგან ქვეყანას, თუმცა, კარგიც გვახსოვს. თუ ქვეყნის სასიკეთოდ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ, ამას დაინახავს ხალხი, მერე საპარლამენტო არჩევნებიც მოდის და ვნახოთ, რა მოხდება.

- გჯერათ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსწორების?
- რატომ არ მაქვს გამოსწორების იმედი? თუ კი ნახეს, რომ ქვეყანა დაღუპვის პირასაა, რატომ არ გამოსწორდებიან? 

- თქვენ ჩაერთვებით საარჩევნო კამპანიაში?

- არაფერში არ ვერთვები, საკმარისია, რაშიც ჩავერთე. 





მსგავსი სიახლეები
ცესკომ შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
„ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები - ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“
ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
„ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმების 54.08% მიიღო, ლადო კახაძემ - 40.92%, ანუ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება“
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება - მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის“
„თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი - მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ“
„დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში - მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია“
„ორი კვირის წინ შტატებიდან თბილისში ჩამოსული რომ იტყვი, დღეს სპეციალურად ჩამოვედი, მხარი მეგობარს დავუჭიროო, ალასანია უნდა იყო გვარად, ამოტოლა ტყუილი თქვა და არ გაწითლდე“
„ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა“
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გააძევეს
„ვშიშობ, "საქართველოს მასშტაბით ვითარების ადუღების" და "ფიზიკური შეტევის" გეგმები რეალურად გააჩნიათ“
„ჩვენთვის მთავარია თითოეული ბიულეტენის დათვლა და თითოეული ხმის მიტანა საბოლოო ოქმში“
„ამ დროის ინფორმაციით, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია“
„ვერც 9 წელი ხელისუფლებაში ძალადობამ და ვერც 7 წელი ნაძარცვი ფულებით ოპოზიციაში პარპაშმა, ნაცებს ვერ შეაგნებინა: აღარასოდეს შეცდება საქართველო, ვეღარასოდეს ჩაიგდებენ ძალაუფლებას ხელში“
17:00 საათისთვის, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ისევ ყველაზე დაბალია
„აწი ერთმანეთი მაინც დაჯეჯგვეთ და წაგება აღნიშნეთ - ზუგდიდი, გილოცავ! ზუგდიდს ზუგდიდელი მერი ეყოლება!“
„მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ზუგდიდში უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, საარჩევნო უბნებზე „მნიშვნელოვანი არაფერი ხდება“
„მაღალი აქტივობის პირობებში, დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი“
"დარღვევების სიმრავლით მარნეულის N68 საარჩევნო უბანი გამოირჩევა“
„კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია“