"ღორის ბოლო – სამზარეულოს დანაა" - ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ბიზნესის ქირაობა ირანელებს სურდათ. ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, მისი ბიზნესი ირანული დიასპორის თავშეყრის ადგილად იქცეოდა.

 

„ერთი ობიექტიდან გარკვეული შემოსავალი მაქვს და ათამდე ადამიანიც არის დასაქმებული. დასაქმებულებთან, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ისედაც, არ ვარ ავტორიტარი “ნაჩალნიკი”. არასრულფასოვნების კომპლექსის ჩახშობა არ მჭირდება.


ამას წინათ ამ ჩემ კუთვნილ ტერიტორიაზე მავანმა უძრავი ქონების სააგენტომ ირანელი ინვესტორები მოიყვანა. ძალიან გულუხვები იყვნენ, ეგრევე დაახლოებით 50 პროცენტით მეტი შემომთავაზეს, ვიდრე დღეს მაქვს აქედან შემოსავალი. შემომთავაზეს ყოველგვარი ვაჭრობის, წუწუნის გარეშე. მართლაც, ობიექტი კარგ ადგილას არის…


პირდაპირ და ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: არ მივაქირავე. ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მალე ირანული დიასპორის კომპაქტური თავშეყრისა და საქმიანობის ადგილად გადაიქცეოდა, როგორც ეს აზიურ დიასპორებს სჩვევიათ ხოლმე. ეს კი ნამდილად არ სჭირდება ჩემს პატარა ქვეყანას და ქალაქს.


მეორე, იქ მომუშავე ადამიანები(ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები), რა თქმა უნდა, უმუშევარი დარჩებოდნენ და ჩემთვის ფული ყველაფერი არ არის…


მესამეც, არ უნდა გააკეთო თვითონ ის, რის გულისთვისაც სხვას აგინებ. კიდევ კარგი, უსაქმოდ და მიგდებული არ მაქვს იქაურობა, და ის დამატებითი შემოსავალი, რაც მე უნდა მიმეღო, მეტ ზიანს მოუტანდა ჩემს ქვეყანას პერსპექტივაში, ვიდრე მე – სარგებელს. ღორის ბოლო – სამზარეულოს დანაა.


ასე ვფიქრობ, თუ გაიზიარებთ ამ პოზიციას. არადა, მალე თქვენი შვილები და შვილიშვილები საკუთარ ქვეყანაში ხელის ბიჭებად აღმოჩნდებიან…“, -წერს ცოტნე გამსახურდია საკუთარ სოციალურ ქსელში.





მსგავსი სიახლეები
"რუსეთი და სააკაშვილის რეჟიმი ერთად ებრძოდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში! აი, ეს არის სიმართლე!" - დავით ზარდიაშვილი
"რამე ახალი გვაჩვენეთ, თორემ დრაივი აკლია ოქუაშვილ-ყიფიანის შეხვედრებს" - ნინო ჯღარკავა
„ყოჩაღ რა სიტყვები უსწავლია - შემოვლითი რკინიგზა იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული" - უგულავა ბახტაძეზე
"ეს სიტყვები იქნებ ვინმემ ნიკა გვარამიას და მის მრევლს გადასცეთ" - სოსო მანჯავიძე
"დიახ, მე წავალ არჩევნებზე და ხსმას მივცემ ნიკა გვარამიას საქართველოდან გა@@@ს!" - მალხაზ თოფურია
"არავითარი 450 000 ამომრჩეველი ბოროტების ამ ორ ყლორტს არ ჰყავს და "ოცნების" ექსპერტ-ანალიტიკოსები ნუ ამკვიდრებთ ამ აბსურდულ თეორიას"
"ლარი უფასურდება! იქნებ, ციფრებით და სხვა არგუმენტებით დაამტკიცონ ამ ორი, თითიდან გამოწოვილი ფაქტორის მართებულობა"
"პრეზიდენტი წარმოსადეგი უნდა იყოს და მგონი, სალომეს უპირატესობა - ძალზე აშკარა და თვალსაჩინოა"
"ბადრის მკვლელობა, რაც მიშამ დაიწყო, ახლაც წარმატებით გრძელდება"-გია ხუხაშვილი
"მოლოდინიო, მოლოდინიო! დიალოგიო, დიალოგიო! ფრანგული აქცენტითო! ეჰ, სადა ხარ ონორე?!"
"თაკო, შენ და ნაციონალებს კი გგონიათ, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ ცდებით"
"დიდი იმედი მაქვს, რომ დაიწყო ის, რაც 6 წლის წინ უნდა დაწყებულიყო"
"მე ვყოფილვარ რუხი კარდინალი და მირზამ რომ თავი მოიკლას, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?"
"ნაძირალა დავით უსუფაშვილის ამომრჩევლებს მინდა გკითხოთ..."
"ამას ვაშაძე, ან აწ ტელე-ინკვიზიტორი და ყოფილი ჩოყლაყის პროკურორი, - გვარამია ოდესმე გააკეთებს?!"
„წადით რა, თქვენი საქმე აკეთეთ, რითაც უყვარდით ხალხს და მოეშვით ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილისათვის ტვინის არევას და დიდი ნაწილისათვის ნერვების შლას!“
"ესეც დადგმულია თქვე მკვლელებო?" - ნინო ჯღარკავა
"ქართულმა ოცნებამ" ომი გამოუცხადა საკუთარ სამშობლოსა და ხალხს, გამოწვევა მიღებულია!"
"მიხვდნენ, რომ დაგორების პირას არიან და ამ წინასაარჩევნოდ, პროკურატურა იძრა!"
"ხელისიფლება თავზე ჩამოამხეს და პრემიერი ლენტებს ჭრის, ხმას არ იღებს, მას არ ეხება' - თინათინ ხიდაშელი