"ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში მიმართვას ავრცელებს:

 

 

 

"დასუსტებული და დამფრთხალი ივანიშვილი, და მისი უსახური მთავრობა მორიგ აფიორას უმზადებს ქართველ ერს. 
იგრძნეს რა რომ ქართველი ერი და ბერი კატეგორიულად არ დაუშვებს საქართველოს ივანიშვილის ნარკო-კარტელად გადაქცევას, იგრძნეს რა ჩვენი ხალხის ძალა, მათ უკან დაიხიეს.

მაგრამ ეს არის ტაქტიკური უკან დახევა, მათი სტრატეგიული მიზანი იგივეა. ივანიშვილის გეგმა, რომ ნარკორეალიზაციით იშოვნოს ახალი მილიარდები არ შეცვლილა.

ამიტომ ახლა ურცხვად მოგვიწოდებენ, მისი სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის პირით, რომ "შევწყვიტოთ ამ თემაზე საზოგადოებრივი დისკუსია" და საერთოდ ხმა გავიკმინდოთ. 


და ნაცვლად იმისა რომ ბოდში მოიხადონ ამ მავნებლური მზაკვრობისთვის, გვეუბნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ ვითომ საზოგადოებრივი დისკუსიის და რღაც ფიქტიური კომისიების მუშაობის ფარგლებში.


ეს არის მორიგი ბლეფი - ისევე როგორც ბლეფი იყო მათი ვითომ კონსტიტუციის საჯარო განხილვები. ახლა უბრალოდ უნდათ არჩევნებამდე დროის მოგება, და ივანიშვილის მახრჩობლური ტაქტიკით მისი გეგმის მაინც ბოლომდე მიყვანას აპირებენ. იქ სადაც მას ელოდება მილიარდები, ივანიშვილი არ გაჩერდება, მერე რა რომ მიზნის მისაღწევად მან სულში უნდა აფურთხოს ქართველ ერს და მერე რა, რომ უნდა გამოიწვიოს ჩვენი ახალგაზრდა თაობის და მთავარი ეროვნული პოტენციალის სრული დეგრადაცია. ერთი წამით არ მოტყუვდეთ! ისინი ამ კანონის სულ მალე უკან შემოგდებას აპირებენ, ოღონდ ამჯერად რაღაც მოგონილი საზოგადოებრივი კონსენსუსის ფიქციის გათამაშებით.


ამიტომ ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მას არ მივცეთ ამ დამღუპველი კანონის თაღლითურად უკან შემოცურების საშუალება! ამიტომ, ჩვენ ამ ბოროტებას - საქართველოს ნარკო-კარტელად ქცევას - უნდა შევუქმნათ კონსტიტუციური, გადაულახავი ბარიერი. რათა ვერც ივანიშვილმა, ვერც ბერამ და ვერც ვერავინ ვეღარასოდეს ვეღარ აქციოს ჩვენი ქვეყანა ნარკო-მილიარდების შოვნის წყაროდ.


ამიტომ დღეს, სრულიად სამართლიანი და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივა, რომ სასწრაფო წესით დავიწყოთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა მოხდეს საკონსტოტუციო ცვლილების ინიცირება.


მე დავუყოვნებლივ ვუერთდები ამ ინიციატივას და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ სიმბოლური ხელმოწერით. სიმბოლურით, რადან იცით, რომ ჩამორთმეული მაქვს საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ იმ იმედით, რომ ჩემი სიმბოლური ხელმოწერა გადაიქცევა ათობით და ასობით ათასი ჩემი მომხრის, ქართველი პატრიოტის რეალურ ხელმოწერად ჩვენი ერის გადასარჩენად და ივანიშვილის მორიგი დამღუპველი თაღლითობის შესაჩერებლად." - აცხადებს სააკაშვილი. 





მსგავსი სიახლეები
"ეს ქმედებები ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების ისედაც დაბალ ნდობას და ზრდის დაპირისპირების მაშტაბს"
"ასეთი უტიფრობა სააკაშვილის რეჟიმის დროს თუ მახსენდება... სირცხვილია!" - დავით ზარდიაშვილი
"ძალიან შევწუხდი თქვენი ბავშვობის ბროკოლდეფიციტური სურათებით"- ქეთი დევდარიანი
"თერთმეტი წლის დაგვიანებით სანქციების გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურება" - გია ხუხაშვილი
"პირველად სომხებზე ბავშვობაში გავბრაზდი...."
"სააკაშვილს მატროსოვზე 24 საათიან რეჟიმში ჩართული ექნება "ობიექტივის" პირდაპირი ეთერი, სრული სიამოვნებისთვის!"
"თქვე გველის წიწილებო სხვებზე რომ გადმოგიგდიათ ენები და სისინებთ, დაიმახსოვრეთ, ზუსტად იმ ცოდვაში ჩავარდებით"
"ეკლესიის დისკრედიტაციის გამუდმებული მცდელობა ანგრევს ისედაც მძიმე გასაჭირში მყოფი ქართველი ხალხის ერთადერთ ზნეობრივ საყრდენს"
"ბედუკაძის კადრების გარდა არსებობს კარანტინის საზარელი სცენები, კასრების ფირები და ტოტალური თვალთვალის ამსახველი ათიათასობით ფაილი"
როგორ დავიძინოთ დროულად და მშვიდად - ნათია ფანჯიკიძის რჩევები
"ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა!"
"სააკაშვილმა და სიგუამ ახალი აფიორა წამოიწყეს - ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ"
,,რატომ არ გყავს ცოლი?“, ,,რატომ ერთი შვილი?“ - "ძალადობაა, როცა უხეშად ერევი მეორე ადამინის პირადში"
"ნაცები ხომ არიან ღრმა აფსაიტში, მაგრამ მგონი ქოცებსაც ბოლოს თამაშგარეთ დატოვებენ"
"საფლავზე ადამიანი დალევს, შეჭამს, ყვავილებს მიიტანს თუ მდუმარედ მოიგონებს მისი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების"
"მხოლოდ ასე შეიძლება გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ბავშვები, რომლებიც გზებზე ყველაზე დაუცველები არიან!"
"აი, ვინ შეასხა ჩვენს ემიგრანტებს წიწაკის გაზი თვალებში..."
სამშობლოში რომ ხარ და სამშობლო გენატრება რას ნიშნავს ნეტავი? - არჩილ თალაკვაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
“თანამედროვე სპარტაკია საჭირო, რომელიც მონების აჯანყებას ჩაუდგება სათავეში!”
"მივმართავ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, - შეწყვიტეთ თავდასხმა, შეწყვიტეთ მუქარა!"-სერგო მეთოფიშვილი