რამდენს შეადგენს ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობიდან გადადგომამდე აღებული სახელფასო დანამატი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს - ივლისში 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში.

 

კერძოდ, „ინტერპრესნიუსის“ მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნინო გვენეტაძეს 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მხოლოდ დანამატის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 4218,75 ლარი, ივლისში კი - 11,218 ლარი. ამასთან, გვენეტაძეს, რომელმაც სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა, დანამატი აღებული აქვს აგვისტოშიც, რაც ამ შემთხვევაში 2,036 ლარს შეადგენს.

 

ჯამურად, მიმდინარე წლის იანვრიდან-აგვისტოს პერიოდში ნინო გვენეტაძის მიერ დანამატის სახით მიღებული შემოსავალი 38 568 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, გვენეტაძე ყოველთვიურად 7 000 ლარს იღებდა, რაც ამ პერიოდში ჯამურად 52 181 ლარს შეადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მოადგილეებისა და მოსამართლეების თანამდებობირივი სარგოს განაკვეთები კანონმდებლობითაა განსაზღვრული. კერძოდ, განსაზღვრულია ყოველთვიური დანამატი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის თვეში 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს წევრებს შვებულებაში გასვლისას ეძლევათ დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით 2 აგვისტოს დატოვა.





მსგავსი სიახლეები
„გუშინ ტელევიზიის შენობასთან დავინახეთ „რუსთავი 2“-ის მანქანა, რომელშიც ტექნიკა ჩააწყვეს“ - “იბერიის” თანამშრომლების პროტესტი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა
ჩიქოვანის ქუჩაზე, ირანის მოქალაქე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა და გარდაიცვალა
ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში 50 წლის ირანის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო 3 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს
„ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი“
ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს - გამოკითხვის დროს ვიღაცები კორიდორში დარბოდნენ და იძახდნენ ცესკოს შევატყობინოთო, მე მგონია, ასე მარტივად ვერ მომხსნიან“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რეზო აჭარაძე "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს დაიცავს
მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულია 11 პირი
ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა
„დედაენის ბაღში“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს
„გირჩის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე და კიდევ ორი მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
ახლახან დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა
უვადო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე, იგივე „შალალო“ პროკურატურას სხვადასხვა გახმაურებული საქმის რეალურ დამნაშავეებს უსახელებს - ადვოკატი ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერებს აანონსებს
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
იტალიაში 71 არალეგალი მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა
"მირზა სუბელიანმა ფეხებზე, ხელსა და კისერზე დაზიანებები სუიციდის მცდელობის გამო მიიღო"-ადვოკატი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა