"ან კანონი წაიკითხეთ, ან წიგნი, ან ტელევიზორს უყურეთ საპარლამენტო რესპუბლიკებში მინისტრები პარლამენტში რომ ცხოვრობენ ფაქტიურად"

თინათინ ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"და ეს იმ ხალხის ინიციატივაა თავი რომ წაგვჭამეს საპარლამენტო მმართველობაზე გადავედითო. პარლამენტის სპიკერატი, რომელიც განსაკუთრებული მოწანიდებით გვიჩიჩინებდა პარლამენტის როლს ვზრდითო რას ფიქრობს ამაზე.


ან კანონი წაიკითხეთ, ან წიგნი, ან ტელევიზორს მაინც უყურეთ საპარლამენტო რესპუბლიკებში მინისტრები პარლამენტში რომ ცხოვრობენ ფაქტიურად." - წერს ხიდაშელი. 

 

შეგახსენებთ, რომ უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ იმ ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, მინისტრების ფრაქციების ფორმატში დაბარება შეუძლებელი იქნება.

 

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი საპარლამენტო ფრაქციებს აძლევს შესაძლებლობას, მთავრობის წევრი ფრაქციის სხდომაზე დაიბარონ, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლა სავალდებულოა. ახალი რეგლამენტის პროექტის მიხედვით კი, საკუთრივ ფრაქციაში მინისტრის დაბარება შესაძლებელი აღარ იქნება, თუმცა დეპუტატების ¼-ს მინისტრების კომიტეტის სხდომაზე დაბარება შეეძლება.

 

“ფრაქციის წევრებს ვართმევთ უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხზე მთავრობის წევრები პარლამენტში დაიბარონ. ახლა ვისმენთ, რომ მინისტრთან შეხვედრისა და განხილვის ადგილი იქნება კომიტეტი და საწყალ მინისტრს ეყოლება დამცველები კომიტეტში უმრავლესობის მხრიდან. მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობას წარმომადგენლობა ¼-ით არც ერთ კომიტეტში არა აქვს. გამოდის, რომ როცა მინდა მეხორბლეების საკითხზე ფინანსთა მინისტრი აგრარულ საკითხთა და საფინანსო კომიტეტის სხდომაზე მოვიდეს, თუ ირმა ინაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დამიჭირა, მინისტრი ვერ უნდა დავიბარო. თუკი არ იქნება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თანხმობა, მთავრობის წევრის პარლამენტში მოწვევა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის ახალ რეგლამენტს პირველი მოსმენით იხილავს.





მსგავსი სიახლეები
"რუსეთი და სააკაშვილის რეჟიმი ერთად ებრძოდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში! აი, ეს არის სიმართლე!" - დავით ზარდიაშვილი
"რამე ახალი გვაჩვენეთ, თორემ დრაივი აკლია ოქუაშვილ-ყიფიანის შეხვედრებს" - ნინო ჯღარკავა
„ყოჩაღ რა სიტყვები უსწავლია - შემოვლითი რკინიგზა იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული" - უგულავა ბახტაძეზე
"ეს სიტყვები იქნებ ვინმემ ნიკა გვარამიას და მის მრევლს გადასცეთ" - სოსო მანჯავიძე
"დიახ, მე წავალ არჩევნებზე და ხსმას მივცემ ნიკა გვარამიას საქართველოდან გა@@@ს!" - მალხაზ თოფურია
"არავითარი 450 000 ამომრჩეველი ბოროტების ამ ორ ყლორტს არ ჰყავს და "ოცნების" ექსპერტ-ანალიტიკოსები ნუ ამკვიდრებთ ამ აბსურდულ თეორიას"
"ლარი უფასურდება! იქნებ, ციფრებით და სხვა არგუმენტებით დაამტკიცონ ამ ორი, თითიდან გამოწოვილი ფაქტორის მართებულობა"
"პრეზიდენტი წარმოსადეგი უნდა იყოს და მგონი, სალომეს უპირატესობა - ძალზე აშკარა და თვალსაჩინოა"
"ბადრის მკვლელობა, რაც მიშამ დაიწყო, ახლაც წარმატებით გრძელდება"-გია ხუხაშვილი
"მოლოდინიო, მოლოდინიო! დიალოგიო, დიალოგიო! ფრანგული აქცენტითო! ეჰ, სადა ხარ ონორე?!"
"თაკო, შენ და ნაციონალებს კი გგონიათ, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ ცდებით"
"დიდი იმედი მაქვს, რომ დაიწყო ის, რაც 6 წლის წინ უნდა დაწყებულიყო"
"მე ვყოფილვარ რუხი კარდინალი და მირზამ რომ თავი მოიკლას, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?"
"ნაძირალა დავით უსუფაშვილის ამომრჩევლებს მინდა გკითხოთ..."
"ამას ვაშაძე, ან აწ ტელე-ინკვიზიტორი და ყოფილი ჩოყლაყის პროკურორი, - გვარამია ოდესმე გააკეთებს?!"
„წადით რა, თქვენი საქმე აკეთეთ, რითაც უყვარდით ხალხს და მოეშვით ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილისათვის ტვინის არევას და დიდი ნაწილისათვის ნერვების შლას!“
"ესეც დადგმულია თქვე მკვლელებო?" - ნინო ჯღარკავა
"ქართულმა ოცნებამ" ომი გამოუცხადა საკუთარ სამშობლოსა და ხალხს, გამოწვევა მიღებულია!"
"მიხვდნენ, რომ დაგორების პირას არიან და ამ წინასაარჩევნოდ, პროკურატურა იძრა!"
"ხელისიფლება თავზე ჩამოამხეს და პრემიერი ლენტებს ჭრის, ხმას არ იღებს, მას არ ეხება' - თინათინ ხიდაშელი