"ნაციონალების მთვარი მიზანი სამოქალაქო ომის გაჩაღებაა“ - ვახტანგ მაისაია

სალომე ზურაბიშვილის განცხადებების განსჯა დღეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი განხილვის თემად არის ქცეული - შიდა პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტსა თუ პრეზიდენტობის კანდიდატებთან კინკლაობა ქართული პოლიტიკისთვის ტრადიციად იქცა, თუმცა, ისმის უფრო სერიოზული ბრალდებებიც რუსეთის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, რამდენად დიდი პოლიტიკური ტვრთის მატარებელი შეილება იყოს ქართული პოლიტელიტის ნაწილისთვის მიუღებელი პრეზიდენტობის კანდიდატი, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს არც თუ დიდი ფუნქციები აქვს შემორჩენილი - წინასაარჩევნო პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.



ვახტანგ მაისაია: პრეზიდეტს შეკვეცილი ფუნქციების მიუხედავად, მაინც გააჩნია სერიოზული პოლიტიკური წონა და მაგალითისთვის მოვიყვან მოლდოვას, სადაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიდის საკმაოდ სერიოზული ბრძოლა.

გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დროს პრეზიდენტი ხდება მთავარსარდალი, მას ემორჩილება ეროვნული თავდაცვის საბჭო და ის ხდება ერთპიროვნული პოლიტიკური მმართველი.

ამავე დროს ის ერთგვარი მეტრონომია პოლიტიკური პროცესების განვითარების დროს და ვნახეთ კიდეც მარგველაშვილს რა პოლიტიკური წონა ჰქონდა მმართველ გუნდთან დაპირისპირების დროს - მას ჰქონდა გავლენებიც საზოგადოებაზე და ა.შ.

საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც სრულფასოვანი პოლიტიკური სისტემა არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და თითოეულ პოლიტიკურ ინსტიტუტს ჯერ კიდევ გააჩნია თავისი წონა და გავლენა პოლიტიკურ პროცესზე, იმის მიუხედავად, ფუნქციები შეზღუდული აქვს თუ არა.

ამიტომაც იბრძვიან გააფთრებით პრეზიდენტობისთვის ყოფილი ნაციონალები, განსაკუთრებით ვაშაძის ფრთა და სწორედ ის გამოხატავს კრემლის ინტერესებს საქართველოში და არა სალომე ზურაბიშვილი.

რა არგუმენტები არსებობს ვაშაძის წინააღმდეგ?

- ვაშაძე არის აბსოლუტურად ლუსტრირებული პიროვნება, ცნობილია მისი თანამშრომლობის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურებთან და ისიც გაურკვეველია, დათმო თუ არა რუსეთის მოქალაქეობა. ადამიანი რომელიც რუსულად მეტყველებს, აზროვნებს და იგინება, ქართველ ჟურნალისტებს სწორედ რუსულად მიაყენა შეურაცხყოფა და ეს გასაგებია - გაბრაზებული ადამიანი მშობლიურ ენაზე იგინება.

გარდა ამისა, არის სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც გახდა რუსი ოლიგარქების მარიონეტი და ის არის „ბლოკჩეინის“ მთავარი სახე, რომლის უკან დგანან რუსი ოლიგარქები მიხეი ფრიდმანი და პიოტრ ავენი, რომლებიც პუტინთან ჰოკეის თამაშობენ. რატომ გახდა მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ დაარსებული კომპანიის სახე, ალბათ, გასაგებია.

აქედან გამომდინარე, ისეთი ფიგურის მოსვლა პრეზიდენტად, როგორიც არის გრიგოლ ვაშაძე, გაცილებით თავსებადი იქნება კრემლთან, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რეალური ბრძოლა მოიგო ლავროვთან და პუტინთან მიმართებაში.

რეალურად მან გაიყვანა რუსეთის სამხედრო ბაზები. პირველად, ენის მოჩლექის გასრეშე ესაუბრა რუს კოლეგას და ღირსეულად დაამთავრა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის სასარგებლო საქმე და გაწელილი პროცესი რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით, სწორედ, მისი მცდელობით დასრულდა.

ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენმებმა კი გვიჩვენა, თუ როგორ დაიბრუნა რუსეთმა ძველი პოზიციები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ და უფრო მეტიც - კიდევ უფრო მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

როგორც პოლიტიკოსის, დავით ბაქრაძის მიმართაც არ მაქვს სიმპათიები, მაგრამ მასზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მისი და კრემლის ინტერესები თანხვედრაშია.

საყოველთაოდ ცნობილია პუტინისა და სააკაშვილის პოლემიკათუმცა სააკაშვილის რუსულ კონტაქტებზე უკრაინაშიცაქტიურად ლაპარაკობენნაციონალების კრემლის დახმარებით დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლებაში მაინც შეთქმულებისთეორიად მიიჩნევენ...

- ამ თეორიის არგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ განცხადებები სამოქალაქო ომის გაჩაღების შესახებ, რომელიც გაისმა ნიკა რურუასა თუ კობა ხაბაზის მხრიდან. მაშინ, როდესაც საქართველოს ირგვლივ იკვრება რუსული სივრცე - აზერბაიჯანი გახდა შანხაის ორგანიზაციის სრულუფლებიანი დამკვირვებელი, სოხეთისა და რუსეთის კავშირებზე საუბარი ზედმეტია, როდესაც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის ყირიმიზაცია; როდესაც რუსეთი აკონტროლებს თითქმის მთლიან რკალს საქართველოს ირგვლივ, ამ სიტუაციაში საქართველოში ომი რომ დაიწყოს, პირველი ვინ შემოვა თავისი ჯარით? - რა თქმა უნდა, რუსეთი და „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები თავიანთი განცხადებებით სწორედ ამ პროცესის ხელშემწყობად გვევლინებიან.

ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ლიბანიზაციის პროცესს აწყობენ, რომელიც რუსეთის სამხედრო ინტერესებზე ასხამს წყალს.

ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პრორუსული იარლიყი სალომე ზურაბიშვილს მიაწებოს და ამით საქართველოსმოსახლეობის თვალში საკუთარი რეიტინგი აიმაღლოს?

- თუ გავიხსენებთ, საქართველოს მკვთრი პროდასავლური საგარეო კურსის ჩამოყალიბება სწორედ სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა და დღესაც იგი ასოცირდება პროდასვლურ ფიგურად, გასაგებია მისი საწინააღმდეგო კამპანია ვის ინტერესში შედის.

სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გახდება საქართველოს სახეშეძლებს თუ არა საქართველოთიდააინტერესოს დასავლეთი იმაზე მეტად ვიდრე დღეს? - ვხედავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებითდასავლეთს საქართველოსთვის აღარ სცალია...

- მართალია, გიორგი მარგველაშვილი ამბობდა, რომ საქართველო გამქრალი იყო დასავლეთის რადარებიდან, მაგრამ ეს მისი დამსახურებაც გახლდათ - ის ატარებდა საკმაოდ ინერტულ და საგარეო ურთიერთობებისთვის არასერიოზულ პოლიტიკას.

სალომე ზურაბიშვილს იმას ვერ გაუბედავენ, რომ ნატოს სამიტზე მეორე და მესამეხარისხოვანი ლიდერის ფორმატში ესაუბრონ. ზურაბიშვილს იცნობენ დასავლეთში, ამიტომ, მას შეუძლია ამოავსოს საქართველოს ჩავარდნა საგარეო ურთიერთობებში და გარკვეულწილად, საგარეო სასქმეთა სამინისტროს ფუნქციებიც კი შეითავსოს.

ფიქრობთ, რომ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მისი მხარდაჭერა?

- მას შეუძლია ბევრი ხარვეზი გამოასწოროს საგარეო მიმართულებით, შეადარეთ მისი რენომე და რეიტინგი და ვაშაძის და ბაქრაძის შესაძლებლობებს. მათი გვარებიც კი არ იციან ევროპულ სტრუქტურებში სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით.

მას შეუძლია ძალიან კარგად მოირგოს ეს პოზიცია და ძალიან კარგი გეოპოლიტიკური რაკურსი შეუქმნას ჩვენს ქვეყანას მით უმეტეს, დღევანდელი ცივი ომის დროს.

სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობაც“ კი საყვედურობს ხელისუფლებას, რომ უკრაინის პრობლემებზე საუბრისასდასავლეთი არ ახსენებს საქართველოს, რომელსაც გაცილებით ადრე შეექმნა მსგავსი პრობლემათვლითრომ სალომეზურაბიშვილი ამ საკითხსაც გადაწყვეტდა?

- დღეს თუ დასავლეთი უკრაინაზე საუბრობს, ეს არის ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის და მათი კავშირების დამსახურება. ამერიკას დღეს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებს, ევროკაშირისა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიურ ფორმატში გადაიყვანოს. ის ევროპული მენტალობის ფიგურაა და ამდენად, ბევრად უფრო ადვილი იქნება მისთვის ამ ფუნქციის შესრულება, რადგან ევროკავშირის წამყვან ფიგურებზე გასასვლელი გზების მოძიება მას ბევრად იოლად შეეძლება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ნაციონალების მხრიდან გაისმა გზავნილი სამოქალაქო დაპირისპირებასთან დაკავშირებითარის დღესქვეყანაში ის სიტუაციარომ ვიღაცას მოუნდეს სამოქალქო ომის გაჩაღება და ეს შეძლოს?

- პირდაპირ თქვეს, იარაღს ავიღევბთო და რა შეიძლება იფიქრო? წარმოიდგინეთ მსგავსი რამ სასლომე ზურაბიშვილს რომ ეთქვა, რა მოხდებოდა? მხოლოდ ის თქვა, საქართველო რუსეთის პროვოკაციას წამოეგოო და ნახეთ, რაც მოხდა.

ისიც საინტერესოა, ჰააგის ტრიბუნალით რატომ გვაშინებენ? ტრიბუნალი სჯის მხოლოდ ომის გამჩაღებლებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში შეიძლება იყვნენ და თუ საქმე აქამდე მივა, ტრიბუნალზე წარსდგება სააკაშვილი და არა საქართველო - ანუ სააკაშვილი, კოკოითი და პუტინი, როგორც ეს მოხდა მაგალითად, იუგოსლავიის შემთხვევაში.

სააკაშვილის მხრიდან დიდი ხანიაისმისრომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთადამასშესაძლოასაქართველოში სერიოზუილად არც აღიქვამენმაგრამ, როგორც ჩანსკონკრეტული მიზნის და გეგმის გარეშესააკაშვილი ამგვარ განცხადებას არ გააკეთებდარა რესურსები აქვს ამ გეგმის განსახორციელებლად?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსი ოლიგარქების ხელისბიჭი გახდა და მისგანაც გაისმა სამოქალაქო ომის თეზისები, ეს შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, რუსული ჰიბრიდული ომის მეშვეობით სურთ ხელისუფლების დაბრუნება. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ნაცმოძრაობის მეორე ფრთის წარმომადგენელი, გიგა ბოკერია დაკავშირებულია კრემლის სხვა დაჯგუფებასთან - ალექსეი დოკოვიჩთან, მაგრამ მათზე არ მაქვს ლაპარაკი. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი რუს ოლიგარქებს დაუკავშირდა, ის უკვე კრემლის პროექტად იქცა.

როდესაც ნაციონალებისგან სამოქალაქო დაპირისპირებაზე გაისმა განცხადებები, კრემლის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, დუგინმა სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავარი სტრატეგია უნდა იყოს პირველ რიგში ფოთისა და ბათუმის დაკავება. მართალია, დუგინს არც ისე სერიოზულად აღიქვამენ, მაგრამ ასეთი დამთხვევები დროში შემთხვევითი არ მგონია.





მსგავსი სიახლეები
„სალომემ თუ გაიმარჯვა წავალო, კი არ წახვალ, ვინც მანდ დაგაგდო, ის დამკვეთი წაგათრევს“
„ვაი სირცხვილო, ჩვენი ჟურნალისტების ე.წ. ელიტამ კითხვის დასმა არ იცის“
„ნაცმოძრაობის დანაშაულზე საუბრისას, ნურავინ შეეცდება გადაარჩინოს ბოკერიას ჯგუფი, რომელიც რეალურად ნაცმოძრაობის ყველაზე რეაქციული, ყველაზე რადიკალური, ყველაზე სახიფათო განშტოებაა“
„ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი მომთხოვა“
„გვარამიას თუ ასე უნდოდა კარნახი, მოთრეულიყო თვითონ!“
„ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავის სახელი ექრმევა, ყველას თავისი ადგილი ექნება“
„მე არ ვამბობ, რომ იდეალური მთავრობა გვყავს, მაგრამ ვის დავუჯეროთ, „რუსთავი 2“–ს, თუ სტატისტიკას?!“
"გრიგოლ ვაშაძე თავისი ნატურით არის „მიმინოდან“ ნუგზარი - ასეთი პერსონაჟი საქართველოს საზოგადოებას პრეზიდენტად არ უნდა და წერტილი"
„ოქუაშვილი ორჯერ იყო ჩემთან მოსული - პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, ეს კაცი ყველაფერს იწერს და რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს“
„სიცრუე - ეს არის თქვენი მუშაობის სტილი“ - ბიძინა ივანიშვილი რუსთავი-2-ის ტელეწამყვანს
„არჩევანი თქვენზეა: ნუ მისცემთ ხმას ნაცს, გზას ნუ გაუხსნით ისევ ამ ავიზნით შეპყრობილთა პარპაშს! თქვენი ხმით ნუ მოკლავთ თავიდან ილიას, ნუ ესვრით საქართველოს!“
"სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა" - დავით უსუფაშვილი
თეა წულუკიანს ვურჩევდი, 7 ნოემბერი არასამთავრობოების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის
როგორ ცდილობდნენ კუდ-ის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრების გადაბირებას - რას ყვებიან მოწმეები
„ლაივი, რა თქმა უნდა, არ იქნება - არ არის ივანიშვილი დიდი ინტერესის სფერო“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს
ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე, სავარაუდოდ, ვერ წავა
რატომ მალავს გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა წარსულს - ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი და პირველი ცოლი
„ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ინფორმაცია "ევროპულ საქართველოს" ან ვერ ექნება, ან უნდა თქვან, რომ რუსეთისგან აქვთ“
„ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ აფარებთ ხელს, რადგან ერთი ოჯახი ხართ“