პატრიარქმა ფილარეტმა ილია მეორეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისაკენ მოუწოდა

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) მეთაურმა ფილარეტმა, აშშ-ში ყოფნისას, განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროსო. ამასთან, ქართული ეკლესია არ ჩქარობს ამ საკითხში კიევის მხარდაჭერას, რადგან შიშობს - უკრაინის შემდეგ კონსტანტინოპოლმა ავტოკეფალია ვაითუ აფხაზეთის ეკლესიასაც მისცესო“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში.

 

ფილარეტი აშშ-ში ატალნატიკური საბჭოს სხდომაზე გამოვიდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისაკენ მოუწოდა: „საქართველო და უკრაინა ორივე რუსეთის აგრესიისაგან დაზარალდნენ, - თქვა მან, - ამიტომ სწორედ საქართველომ უნდა დაგვიჭიროს მხარი. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ამიტომ ვალდებულები ვართ ორივემ ერთად ვილოცოთ ამისათვის“.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი პირები, მართალია, პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მიანიშნებენ: საქართველო არ ჩქარობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. მთავარი მიზეზი ისაა, რომ „უკრაინის პრეცედენტი“ აფხაზეთს ანალოგიურ აღიარებაში დაეხმარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან.

 

როგორც ცნობილია, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I ჯერ კიდევ 2012 წელს შეხვდა აფხაზეთის არაკანონიკური მიტროპოლიის ხელმძღვანელს დოროფეი დბარს, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს როგორც რუსული, ასევე ქართული ეკლესიისაგან. ბართლომემ მას დახმარება აღუთქვა. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინული ეკლესიას აღიარების გეგმები გამოაცხადა, დოროთეი დბარმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა დააჩქარებს აფხაზეთის ეკლესიის საკითხის გადაწყვეტასაც: „უკრაინისა და მაკედონიის კვალდაკვალ აფხაზეთის რიგიც დადგება“. თუმცა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ახალი ათონის მონასტრის კუთვნილების საკითხი: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო) აფხაზეთის მიტროპოლიისაგან ამ მონასტრის გადაცემას მოითხოვს, მაგრამ მიტროპოლიამ, ავტოკეფალიის აღიარებამდე, ახალი ათონის მონასტერი თავის მთავარ საკათედრო ტაძრად გამოაცხადა.





მსგავსი სიახლეები
“არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - დავით ჭიჭინაძე
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში
საქართველო - ევროპა აზიაში - ქართულმა კულტურამ ჯებირი გაარღვია...
"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი
ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც “ოცნების” შავ საქმეებს აგვარებს
„გვეშინია ნაღმების გამო, გვინდა, რომ ჩვენი შვილები უსაფრთხოდ იყვნენ"– დანაღმული ველი და სადავო ტერიტორიები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
სახნავი მიწის 12-15% უცხოელების ხელში გადავიდა - რეზონანსი
სარფის სასაზღვრო პუნქტიდან თურქულმა მხარემ 8 თვეში 65 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
პატრიარქმა ფილარეტმა ილია მეორეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისაკენ მოუწოდა
"იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ" - რატომ მოდიან ირანელები საქართველოში?
თედო ჯაფარიძის პასუხი ედვარდ ლუისს
ისრაელისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობამ შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს
აფხაზეთი ლტოლვილებს გულთბილად იღებს და მათ ქართველების ყოფილ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობს
სად იკარგება ხშირ-ხშირად ეკონომიკის მინისტრი? - გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ
რა იზიდავთ რუს ინვესტორებს საქართველოში
რუსეთში, საახალწლო ვიზიტისთვის დაჯავშნულ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა
"ყველაზე არაპროგნოზირებადი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში"-«КоммерсантЪ»
შვედეთში ათასობით ადამიანი სხეულში მიკროჩიპებს ისვამს - საშიშია თუ არა იგი ორგანიზმისთვის?