„რუსეთი უშუალოდ მუშაობს ჩვენს არჩევნებზე და რა არის ცრუ ცნობების მიზანი? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან, პატრიოტებთან“

ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მის მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდება. პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამაში რუსეთის ფაქტორი ფიგურირებს. მისი თქმით, ცრუ ბრალდებებით ცდილობენ დააპირისპირონ ეკლესიასთან, პატრიოტებთან და ზვიადისტებთან.

„ბოლო რამდენიმე კვირაში, რაც დავიწყე საარჩევნო კამპანია ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები. ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ამერიკის არჩევნებში რუსეთმა ეს გამოიყენა, როგორც ყველამ ვიცით. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს რუსეთი და რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან დამაპირისპირონ ცრუ ცნობებით. ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი. პატრიარქმა გააკეთა განცხადება და ეს არის ყველაფერი. ასევე ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც ფიქრობენ როგორც მე და ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, რომ რუსეთი არის მუდმივი აგრესორი ამ ქვეყნის, იყო და არის, 2008 წელს როგორც არასდროს. ოკუპანტი არის, მაგრამ ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას. კიდევ უნდათ, რომ დამიპირისპირონ ზვიადისტებთან და რომ მოვდიოდი სამეგრელოში, უამრავი ადამიანი და ახლობელი მირეკავდა, რომ ნუთუ შენ დაწერეო ის რასაც ავრცელებენო. არა, არაფერიც არ დამიწერია, ეს არის კიდევ ერთი ცრუ ცნობა. არ დამიწერია, შემიძლია დავამტკიცო. ერთი იმიტომ, რომ იმ დროს, როდესაც ამის დაწერას მაბრალებენ, ვიყავი საფრანგეთის დესპანი და ვინც იცის დიპლომატიის წესები, ისიც იცის, რომ ამ დროს არ მაქვს უფლება რამე დავწერო რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკის შესახებ. ეს რომ გამეკეთებინა , მერწმუნეთ, რომ არასოდეს არ ვიქნებოდი ამ ქვეყანაში საფრანგეთის მიერ ელჩად დანიშნული,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
ცესკომ შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
„ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები - ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“
ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
„ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმების 54.08% მიიღო, ლადო კახაძემ - 40.92%, ანუ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება“
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება - მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის“
„თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი - მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ“
„დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში - მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია“
„ორი კვირის წინ შტატებიდან თბილისში ჩამოსული რომ იტყვი, დღეს სპეციალურად ჩამოვედი, მხარი მეგობარს დავუჭიროო, ალასანია უნდა იყო გვარად, ამოტოლა ტყუილი თქვა და არ გაწითლდე“
„ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა“
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გააძევეს
„ვშიშობ, "საქართველოს მასშტაბით ვითარების ადუღების" და "ფიზიკური შეტევის" გეგმები რეალურად გააჩნიათ“
„ჩვენთვის მთავარია თითოეული ბიულეტენის დათვლა და თითოეული ხმის მიტანა საბოლოო ოქმში“
„ამ დროის ინფორმაციით, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია“
„ვერც 9 წელი ხელისუფლებაში ძალადობამ და ვერც 7 წელი ნაძარცვი ფულებით ოპოზიციაში პარპაშმა, ნაცებს ვერ შეაგნებინა: აღარასოდეს შეცდება საქართველო, ვეღარასოდეს ჩაიგდებენ ძალაუფლებას ხელში“
17:00 საათისთვის, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ისევ ყველაზე დაბალია
„აწი ერთმანეთი მაინც დაჯეჯგვეთ და წაგება აღნიშნეთ - ზუგდიდი, გილოცავ! ზუგდიდს ზუგდიდელი მერი ეყოლება!“
„მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ზუგდიდში უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, საარჩევნო უბნებზე „მნიშვნელოვანი არაფერი ხდება“
„მაღალი აქტივობის პირობებში, დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი“
"დარღვევების სიმრავლით მარნეულის N68 საარჩევნო უბანი გამოირჩევა“
„კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია“