სარფის სასაზღვრო პუნქტიდან თურქულმა მხარემ 8 თვეში 65 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

„საქართველოს საზღვარზე მდებარე სარფის გამშვები პუნქტი თურქეთისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სასაზღვრო ჭიშკარს წარმოადგენს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გასასვლელად“, - წერს გაზეთი „მილიეთი“ (Milliyet). 



პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს სარფში მკვეთრად იმატა მგზავრების ნაკადმა - 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, სარფის პუქტიდან მიღებულმა თურქეთის შემოსავლებმა 65 მილიონ დოლარს გაადაჭარბა. 



სტატიაში ნაჩვენებია სტატისტიკური მონაცემები და ტენდენცია მგზავრთა ნაკადის თაობაზე: იკლო საქართველოში გამსვლელ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ, რაც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, კერძოდ, საწვავის ფასებით, ვალუტის კურსის ვარდნით, საქართველოში სატრანსპორტო საშუალებათა აუცილებელი დაზღვევით და ა.შ. 



როგორც ქალაქ ქემალფაშის კაიმაკამმა (ადმინისტრაციის წარმომადგენელმა) მეჰმედ ქემალ აქფინარმა განაცხადა, 2017 წელს სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე 20 ათასმა მგზავრმა და 700 ათასმა სატრასპორტო საშუალებამ გაიარა. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე 2018 წელს მგზავრთა ნაკადმა 20%-ით იმატა. სარფის საბაჟოს გაფართოების მიზნით ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, ალბათ, რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.



კაიმაკამმა ასევე აღნიშნა, რომ სარფის პუქნტიდან თურქეთის ბიუჯეტში გასულ წელს 99 მილიონი დოლარი შევიდა, მიმდინარე წლის მხოლოდ 8 თვეში - 65 მილიონი დოლარი, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.

 

„საქართველოდან თურქეთში ძირითადად ტექსტილის (ტანსაცმლის) და საკვები პროდუქციის საყიდლად მოდიან. გაიზარდა სასტუმროებში ნომრების დაჯავშნის რაოდენობაც, რაც თურქეთის საბიუჯეტო შემოსავლები კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს“, - განაცხადა მეჰმედ ქემალ აქფინარმა.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” - სანდრო ბრეგაძე
პარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საგანგებო ჯგუფი შექმნა
"ასადის რეჟიმის გაძლიერება უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებზე"- ვახტანგ მაისაია
ფართოდ დარეკლამებულმა ლიეჟის კონგრესმა მოლოდინი ვერ გაამართლა
გადამწყვეტი დაპირისპირება "ოცნებაში"
"ცხინვალის რეჟიმი იმუქრება, რომ ყაზბეგის ტერიტორიებს "დაიბრუნებენ“
"საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ისე რომ წევრი არ ერქვას"
დანაშაულობები ქართველ მიგრანტებს შორის და... ცოლი, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება - რას წერს "Deutsche Welle" საქართველოზე?
ირლანდიაში თავშესაფარს სულ უფრო მეტი ქართველი ითხოვს
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"