"ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის"- იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ვორქშოპი გაიმართა

დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის "აუდიტორიუმში", ვორქშოპი - "ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება"- გაიმართა.

 

 

"იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება" - იტალიის საელჩოსა და იტალიის კვლევების საბჭოს (CNR) მიერ ჩაფიქრებული და ორგანიზებული ვორქშოპია, რომელიც 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით იმართება.


ვირქშოპისა და მასზე წარმოდგენილი პრეზენტაციების მთავარი თემები იყო: მულტიმედიური გამოფენები, 3D პროექცია, ვირტუალური რეალობა, ბიოლოგიურ არქივებად ქცეული არტეფაქტები, გამოსახულებების დიგიტალიზაცია და მათი შედარებითი შესწავლა.

 

იტალიის კვლევების საბჭოსა და უნივერსიტეტის გარდა, ღონისძიების მონაწილენი იყვნენ ისეთი მოწინავე იტალიური კომპანიები, როგორიცაა ETT, Centrica და Cose belle d’Italia.

 

ვირტუალური და ინტერაქტიური ტექნოლოგიები სახეს უცვლის არა მხოლოდ მუზეუმის როლსა და ფუნქციებს, არამედ კვლევით მეთოდებსაც. 21-ე საუკუნეში არქეოლოგის ფიგურა გასხვავებული სპეციალიზაციის მქონე მეცნიერთა ჯგუფმა ჩაანაცვლა, ყველაზე დახვეწილი ხელოვნების ნიმუშიც კი უძრავ საგანს აღარ წარმოადგენს. ციფრული ტექნოლოგიები ის ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება სულ უფრო მეტი დამთვალიერებლის მოზიდვისა და ექსპონატსა და მნახველს შორის მანძილის შემცირებისთვის.

 

"ეს ღონისძიება თხრობის ხელოვნებაზე პირველია იმ სემინართა სერიიდან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას მიეძღვნება. ამჟამად ვმუშაობთ სხვა ვორქშოპების ორგანიზებაზე, რომლებიც დაკავშირებული იქნება მუზეუმების დაგეგმვასთან, ურბანული სივრცეების გარდაქმნასა და კონსერვაციასთან, რაც იმის დასტური იქნება, რომ ცოდნის დარგები მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებულნი, ხოლო ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების განცალკევება უკვე მოძველებული მიდგომაა. მადლობას ვუხდი იტალიის კვლევების საბჭოსა და ქართულ ინსტიტუციებს, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩაერთვნენ. მისი მიზანია ორივე ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში საუკეთესო იტალიური გამოცდილების წარმოჩინება და გაზიარება. ეს სამომავლო თანამშრომლობისთვის ნაყოფიერი ნიადაგია", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
კვიპროსში სამწლიანი მუშაობის შემდეგ არქეოლოგებმა იპოვეს ნივთები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ქართული ეკლესია-მონასტრების არსებობას ადასტურებს
ალექსანდრე ზაზარაშვილი „ვოისის“ არსებობის ისტორიაში, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ვაჟ მომღერლად დაასახელეს
ჰოლივუდში, აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე, დიმიტრი ცინცაძეს ფილმისთვის „შინდისი“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს
„ფილმზე ატირებული ამერიკელები პირველად ვნახე და ეს მოხდა „შინდისზე“ - ვინც „შინდისი“ ნახა, გვგულშემატკივრობენ და ყველა დიდი ემოციის ქვეშ არის“
„ოთარ რამიშვილის ყველა სიმღერის საჯარო შესრულება იკრძალება - ამ გადაწყვეტილებამდე ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი!“
მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო!
მოქანდაკე ერეკლე წულაძის ,,ერეკლექტიკა“ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში!
მაღაზიაში "პროსპეროს წიგნები", ნიკოლოზ რურუას "ჯაზოკრატიის" დისკის პრეზენტაცია გაიმართა
კინოსურათის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში, უსაფრთხოების მიზნით, სამსახიობო გუნდი არ დაესწრება
„გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში კიდევ 17 ქართული ფილმი დაბრუნდა
დიმიტრი ცინცაძის ფილმი "შინდისი" ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა
„უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა - ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი“
რეზო გაბ­რი­ა­ძის მო­თხრო­ბე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი „რეზო“ ოს­კარ­ზე წარ­სად­გე­ნი სა­უ­კე­თე­სო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მულ­ტფილ­მე­ბის სი­ა­შია
შესაძლოა, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს ცნობილმა დირიჟორმა, სოფი ლორენის შვილმა, კარლო პონტი უმცროსმა უდირიჟოროს
ესპანეთში იბერიული პერიოდის ტაძარში არქეოლოგებმა ქართული ასომთავრული ასო-ნიშანი აღმოაჩინეს
2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება
„დღეს მე გავიცანი და მოვუსმინე ძალიან მაგარ, ახალი თაობის ქართველ კომპოზიტორს და მოაზროვნეს, დემეტრე გამსახურდიას - ადამიანს, რომელიც კიდევ ერთი სიამაყეა ჩვენი ქვეყნისთვის“
პატარა მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილს ჰოლივუდში ელოდებიან
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბდა“ მექსიკაში, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალზე იმღერებს
რუსთავის თეატრი ახალ სეზონს კვირეულით გახსნის