უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში - პირველი ქართული ბიზნესი, რომელიც ქართულ კრიპტოვალუტას - “AISI COIN”-ს გადახდის საშუალებად ამკვიდრებს

უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში - 1 ოქტომბრიდან რესტორან „საბატონი“-ში მისული სტუმრები მომსახურების საფასურის გადახდას ქართული კრიპტოვალუტით - „AISI Coin”-ითაც შეძლებენ. შესაბამისი შეთანხმება რესტორნის ადმინისტრაციასა და „ლუნა გრუპის“ დამფუძნებლებს შორის უკვე მიღწეულია. საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის კი პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ერთობლივ ალაფურშეტს მართავენ, რომელზეც დასწრება ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს და აისი კოინის მფლობელ პირებს ან მისი შეძენის მსურველებს შეუძლიათ. ღონისძიებაზე ჟურნალისტებს ნებისმიერი კითხვის დასმისა და მათზე ამომწურავი პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

 

„ეს  მართლა უპრეცედენტო ფაქტია. პირველად საქართველოში რამდენიმე იურიდიულმა პირმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის, კონკრეტულად კი, „აისი კოინის“ მიღება გადაწყვიტა. პირველი მათგანი რესტორანი „საბატონი“ აღმოჩნდა, რომლის ადმინისტრაციამ ძალიან სერიოზული და ვფიქრობ, მათთვის და მათი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ სარგებლიანი ნაბიჯი გადადგა. დაინტერესება კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა.


ფაქტი ისაა, რომ ქართულ ბიზნესსექტორმა ტექნოლოგიური მიღწევების რაციონალურად გამოყენება დაიწყო და ეს ძალიან სასიხარულოა. გარდა ამისა, ამ სისტემის ინტეგრირება ხარჯებსაც ამცირებს და ეს ცალკე სასაუბრო თემაა. მაგალითისთვის, როდესაც რომელიმე კაფეში მომსახურების საფასურს ვიხდით ბარათით,  კაფის მეპატრონე იხდის გადახდის ტერმინალის საკომისიოს და ა.შ. აისი კოინის შემთხვევაში კი საკომისიო ნულია და თან ის მომენტალურად აისახება კომპანიის ბალანსზე.


გარდა ამისა, ვიცით, რომ საქართველო მაინერების რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება.  3000-ზე მეტი ადამიანი კი უკვე  აისი კოინის მომხმარებელია. და თუ მათ ამ დრომდე მხოლოდ ბირჟაზე ვაჭრობა შეეძლოთ, ან თანხის გაქეშება გარკვეული საკომისიოს დათმობით, ახლა მომსახურების გადახდა პირდაპირ აისი კოინით არის შესაძლებელი. ეს კი, როგორც აღვნიშნე, დამატებითი ხარჯების გაღებას საკომისიოს სახით სულაც არ მოითხოვს.


გამოყენების თვალსაზრისითაც ძალიან მარტივი პროცედურაა. გადახდა მოხდება QR კოდით, ანდროიდის ტელეფონით. მზადდება აპლიკაცია აიფონის მომხმარებლებისთვისაც. ანუ მარტივი სკანირების საფუძველზე იქნება საშუალება, განხორციელდეს გადახდის პროცესი. მალე დავამზადებთ ბარათებსაც და აისის მომხმარებლები, უკვე ამ ბარათებით სარგებლობასაც შეძლებენ,“ - განაცხადა „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ.





მსგავსი სიახლეები
„ის წესები, რაც საქართველოში მოქმედებდა, იყო არასამართლიანი და ხშირად თაღლითური - ეს გახლავთ სწორედ იმის მიზეზი, რომ 600 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა ე. წ შავ სიაში“
თიბისის ახალი სათავო ოფისის -„თბილისის ბიზნესცენტრის" მშენებლობა იწყება
„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, „ხიჩატელმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნე პროდუქციის შემნახველი საწარმო გახსნა
"გვსურს, რომ გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი"
ერთი აშშ დოლარის კურსი 14 დეკემბრის 17:00 საათის მონაცემებით
"პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ბიუჯეტიდან იმდენი თანხა გამოიყოფა, რომ ის არათუ დასუსტდეს, არამედ, გაძლიერდეს" - ივანე მაჭავარიანი
"საბანკო ბაზებში შესაძლოა, გარდაცვლილების დავალიანებაზე მონაცემები იყოს" – ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ტერიტორიაზე ავღანეთიდან სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება
ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება გრძელდება
საქართველოს ტერიტორიაზე ავღანეთიდან, ლაპის ლაზულის მარშრუტით სატრანზიტო მოძრაობა დაიწყება
ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წელს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 16 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
„თიბისი კაპიტალმა“ FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა
„თითქოს 14 მილიონით შემცირდა განათლების ბიუჯეტი, სინამდვილეში, ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონით და სკოლების რეაბილიტაციაზე ახლა 150 მილიონი ლარია გამოყოფილი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 დეკემბრის 17:00 საათისთვის
"ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია"
„მცირე მეწარმეები, რომლებიც იყვნენ ე.წ შავ სიაში, ვერ სარგებლობდნენ ამ სერვისით“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 დეკემბრის 17:00 საათისთვის
"აისი ჯგუფი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა