„კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს მცირე ჰესების განვითარებას" - ნათია თურნავა

„ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ძალიან იზრდება მოხმარება ენერგეტიკულ სექტორში და ეკონომიკის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს  მცირე ჰესების განვითარებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ბოდორნაჰესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ  კომპანია GWP-ს წარმომადგენლებს მიულოცა ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება, მან ასევე  პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა  ნიდერლანდების განვითარების ბანკს და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებას.

 

ბოდორნაჰესის მშენებლობისთვის განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. ახალი ჰიდროელექტროსადგურის  დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. როგორც ჰესის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, ბოდორნაჰესი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თავის მხრივ თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება.

 

ნათია თურნავას შეფასებით, ბოდორნაჰესი, გარდა იმისა, რომ 15 მილიონ კილოვატ საათს შემატებს სისტემას, იმითაცა გამორჩეულია, რომ ე.წ. „მწვანე ჰესია".

 

„ის  იმ კატეგორიის სადგურებს მიეკუთვნება, რომლებზეც ჩვენს საზოგადოებაში  არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის ენერგეტიკოსებსა და გარემოს დაცვით სპეციალისტებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ არის მხოლოდ სიკეთის და დასაქმების მომტანი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და ასევე იმ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ბევრი სხვა ბიზნესი შეიძლება ვერ განვითარდეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში  დაახლოებით 80-მდე ასეთი ტიპის მცირე სადგური გვაქვს, თუმცა, მისი თქმით , ეს არ შეესაბამება ჩვენს პოტენციალს, მზარდ მოთხოვნებს და ეს მიმართულება განსაკუთრებით მხარდასაჭერია.

 

„გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ახალი, მათ შორის მცირე სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის მომსწრეები გავხდებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი"
"დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 თებერვლის 17:00 საათისთვის
"ის სპეკულაციები, რომ საპენსიო ფონდში ფული დევს, იკარგება ან ინფლაციას განიცდის, ეს ასე არ არის"
"ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 თებერვლის 17:00 საათისთვის
"თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად"- საფრანგეთის ელჩი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 თებერვლის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
„ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდება და 200 000-ს მიაღწევს"
კომპანია VEON-ის ხელმძღვანელი ბიზნესგანვითარების სტრატეგიების დარგში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ყაზბეგი იქნება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 თებერვლის 17:00 საათისთვის
გერმანიის განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო
2019 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% გაიზარდა