"ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება კი ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა"

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ კონფერენაციაში “არბიტრაჟის დღეები 2018”-ში მიიღო მონაწოლეობა და დელეგატებს სიტყვით მიმართა.  

 

“ბოლო პერიოდში შემცირებულია საქმეების განხილვის დრო, მაგრამ გამოწვევად რჩება  ბიზნეს დავების სპეციფიკაში სასამართლოს  სპეციალიზაცია“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა. 

 

ირაკლი ლექვინაძის თქმით,  მთავარი შენიშვნა, რომელიც დღეს კერძო სექტორს აქვს არის სასამართლოს სპეციალიზაციასთან და სასამართლო დავებთან დაკავშირებული პრობლემები.

 

“ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება კი ამ პრობლემის  გადაჭრის საუკეთესო გზაა. ბიზნესის შენიშვნები ეხება  საქმეების განხილვის გაჭიანურებას და სიღრმისეულ შესწავლას რიგი საკითხებისას, რომელიც ბიზნეს დავების სპეციფიკას უკავშირდება. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ახალი რეფორმა, რომელიც იქნება დაკავშირებული  კომპეტენციების ზრდასთან, ახალი საარბიტრაჟო პლატფორმების შექმნასთან -  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ბიზნეს ეძლევა კიდევ ერთი სივრცე,  სადაც შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას. მისასალმებელია,  რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დელეგაციაა ევროკავშირიდან. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე მოყვებიან და გაფორმდება მემორანდუმი ვენის არბიტრაჟთან. ასევე, ძალინ მნიშვნელოვანი სიახლეა მემორანდუმი პარიზის საარბიტრაჟო სასამრთლოსთან, რომელიც დეკემბერში  გაფორმდება. ეს არის ერთერთი მართლაც ძალიან ავტორიტეტული პლატფორმა მთელს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ მისი წარმომადგენლობა იქნება საქართველოში. აღნიშნული პლატფორმების გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა  რეგიონში იქცეს ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დავების განმხილველ ცენტრად.” - ამბობს  ირაკლი ლექვინაძე.

 

თბილისის არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია ჩვენს რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად. 

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმათეა წულუკიანმა,  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

 

„არბიტრაჟის დღეები 2018“-ის ფარგლებში,  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) და ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (VIAC) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. 

 

ღონისძიება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.  





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი"
"დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 თებერვლის 17:00 საათისთვის
"ის სპეკულაციები, რომ საპენსიო ფონდში ფული დევს, იკარგება ან ინფლაციას განიცდის, ეს ასე არ არის"
"ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 თებერვლის 17:00 საათისთვის
"თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად"- საფრანგეთის ელჩი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 თებერვლის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
„ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდება და 200 000-ს მიაღწევს"
კომპანია VEON-ის ხელმძღვანელი ბიზნესგანვითარების სტრატეგიების დარგში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ყაზბეგი იქნება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 თებერვლის 17:00 საათისთვის
გერმანიის განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო
2019 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% გაიზარდა