„მცხეთაში პროგრესი არ არისო - ამას აცხადებს ადამიანი მცხეთის ახალ 5-მილიონიან კულტურის სახლში, რომლის გვერდით 6-მილიონიანი სპორტული კომპლექსია, ცოტათი ქვემოთ კი 10-მილიონიანი ახალი მუზეუმი“

ფეისბუკმომხმარებელი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„ამ წუთებში მცხეთაში ნაცმოძრაობა "ადგილობრივ" მოსახლეობას ხვდება. ნიკა მელიამ განაცხადა, მცხეთაში პროგრესი არ არისო. ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის უსინდისობასაც!!! ამას აცხადებს ადამიანი მცხეთის ახალ 5 მილიონიან კულტურის სახლში, რომლის გვერდით 6 მილიონიანი სპორტული კომპლექსია აშენებული (ჯერ არ გახსნილა), ცოტათი ქვემოთ კი 10 მილიონიანი ახალი მუზეუმი შენდება, ცოტათი ზემოთ ასევე 10-მილიონიანი ახალი საავადმყოფო გაიხსნა, სადაც 250 კაცი დასაქმდა. თუ კარგად მიმოიხედავს მელია და მათი "სასიქადულო" საპრეზიდენტო კანდიდატი, აუცილებლად დაინახავენ ახალ ხიდს, ცენტრალურ სკვერს, ახალ სტადიონებს, სკვერებს უბნებში, ახალ საბავშვო ბაღს. ასევე ბევრ ახალ სკოლას, ბ!აღს თუ სხვა ობიექტს ნახავენ მცხეთის სოფლებშიც. თუ კარგად გაიკითხავენ, აუცილებლად ეტყვიან, რომ ქალაქსა და სოფლებში ბოლო 5 წელიწადში 1000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მხოლოდ ახლადაშენებული პროექტებით. მივმართავ ნაცებს: - თქვენ შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავი მოიტყუოთ და საკუთარი თვალები დაიბრმავოთ, სხვას ვერც თვალებს აუხვევთ და ვერც მოატყუებთ (ღირესეულებს). ასე რომ, იარეთ აღმა-დაღმა და აბოლეთ ერთმანეთი. ბუნებრივია, ყველგან ყველაფერი არ არის გაკეთებული, მაგრამ დაგავიწყდათ რომ დღეს მცხეთაში ხართ და თვალებზე ხელები გაქვთ აფარებული. გაახილეთ თვალები!!! ხომ ხედავთ, ეს ყველაფერი თქვენთვისაც გაკეთდა!!“, წერს თამარ ჩიბურდანიძე.





მსგავსი სიახლეები
„ისტორიას, ალბათ, არც ახსოვს, ამისთანა სამარცხვინო ოჯახს ემართოს რომელიმე ქვეყანა“
„გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის“
„პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოიკრიფონ ძალ-ღონე, გადალახონ კონფორმიზმის ზღურბლი და მიიღონ სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება!“
„მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში“
„დიდი განხეთქილება სექტაში - გვარამიამ ერთმორწმუნეთა საზოგადოებაში შემოაგდო იდეა, რომ სააკაშვილი ბელადი არ არის, როგორც ბრმადმორწმუნე მიშისტებს ჰგონიათ, არამედ, პოლიტიკური ლიდერია“
„მოსახლეობის უმრავლესობა ცუდი ვითარების გამომსწორებელს ოპოზიციაში ვერ ხედავს - ამიტომ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მმართველ გუნდს დაუჭერდა მხარს“
ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს
"31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას"
უკრაინაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა
„აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს - ვშიშობ, შეშფოთების საგანი ისევ ძალაშია“
"იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირებაა" - მამუკა მდინარაძე
შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა
ცესკომ შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
„ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები - ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“
ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
„ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმების 54.08% მიიღო, ლადო კახაძემ - 40.92%, ანუ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება“
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება - მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის“
„თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი - მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ“
„დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში - მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია“