ირაკლი კობახიძის განცხადება

"გვინდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და ამავე პარტიის კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ თავის ფეისბუკ-გვერდზე განათავსა." -  ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2“-ის დაკვეთით, „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ კვლევას.


შეგახსენებთ ამ განცხადების შინაარსს: “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”


"ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის პარტიული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს.


ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე. თუმცა, საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.


საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით.  თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.


სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური უირთიერთობების კონტექსტრში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას.


ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამტავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია.


გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ - ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან.


ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს.


28 ოქტომბერს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი ნაციონალური მოძრაობის ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს." - განაცხადა კობახიძემ. 

 





მსგავსი სიახლეები
უახლოეს მომავალში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა იგეგმება
„ყველა ნორმალურმა ადამიანმა მშვენივრად უწყის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მარო ბაბომ და შაქრო პაპამ ამდენი იციან? არ იციან, საქართველოში კიდე ეგეთი მარო და შაქრო აუ, რამდენიაააა!“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა
„პუტინს კოკოითისთვის შემოუთვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო“ - რატომ გასცა პრეზიდენტმა ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის ბრძანება
„მამუკა ხაზარაძემ რეალურად უნდა თქვას, რას სთხოვენ მათ და ვინ სთხოვს, ვინ არის ის სუბიექტი, ვინც მისგან რაღაცას მოითხოვს?!“
მიხეილ ბატიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა
„სააკაშვილის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს - ამ ძალის სახე გახლავთ მისი ბიძა თემურ ალასანია“
„ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეა გასული და ელჩის დაბარება უკვე უნდა მომხდარიყო“ - რატომ უწოდებს ირანის პრეზიდენტი საქართველოს „დაკარგულ ტერიტორიას“
„არსებობს კადიროვის ახალი პროექტი და იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშავოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა“
"ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება"-მამუკა ბახტაძე
„სააკაშვილმა და სიგუამ ახალი „აფიორა“ წამოიწყეს - ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ - ეს აფერისტები!“
"შეწყალების კომისიასთან მიმართებაში ამ ეტაპზე „არც ერთი გვარი“ არ განიხილება"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
"2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა" - მამუკა ბახტაძე
„ნაციონალებს ახალი ლიდერი სჭირდებათ - 1,5 მილიონი ემიგრანტისგან 1000-კაციან დარბაზს რომ სანახევროდ შეავსებ და სხვა ემიგრანტები კი სალანძღავად მოგივარდებიან, უნდა დაფიქრდე“
„სააკაშვილის სასარგებლოდ ყველაზე მეტად „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა ამ სულელური კონტრაქციის ორგანიზებით“
რა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ აშშ-ის მონაწილეობით?
"დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს"
"სააკაშვილი "ბოროტი", ივანიშვილი "ცუდი", გამოსავალი? "კარგი!" - ჯუმბერ კირვალიძე
"ივანიშვილის აგებული მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით"