შსს ახალსოფელში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ახალსოფელში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაძობთ:

 

 

"2018 წლის 7 ოქტომბერს სოფელ ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის (მათ შორის სამხრე კამერების ჩანაწერების) პირველადი შედეგებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები მოძრაობდნენ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სოფელ ახალსოფელში, რა დროსაც შენიშნეს ავტომანქანა „ფორდი“ სახელმწიფო ნომრით DBT- 834, რომელსაც მართავდა მოქალაქე ა.ლ., დაბადებული1957 წელს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით აღნიშნულ მოქალაქეს მოსთხოვეს მანქანის გაჩერება. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შემოწმებაზე. ვინაიდან გადამოწმების შედეგად მოქალაქე ა.ლ.-ს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა და განაგრძო პატრულირება სამოქმედო ტერიტორიაზე. მოქალაქე ა.ლ. კი დარჩა თავის საცხოვრებელ სახლთან.


დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, საპატრულო პოლიციას დასახმარებლად მიმართეს მოქალაქეებმა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ.. პატრულ-ინსპექტორებმა, დახმარების მიზნით, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მოქალაქე ა.ლ. გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა.


საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. გამოძიების დასრულებამდე, პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება."-ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა
შსს-მ მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება დაიწყო - კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში
„ახლა არ დაიწყოთ, კირკიტაძეს ჯარიმა უნდა ვაკმაროთო“
"დავაკვირდებით, იქნება თუ არა შსს-ს რეაქცია ამ ფაქტებზე ობიექტური და მიეცემა თუ არა თანაბრად ყველა პირი პასუხისგებაში"
„მიმდინარეობს ვიდეომასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს“
დავით კირკიტაძე გურჯაანში დააკავეს: საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე
"ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში"
„როგორც თითოეული სამოქალაქო პირის, ასევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები - ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული“
ველისციხეში ოპოზიციისა და სამართალდამცველების დაპირისპირებისას რვა პოლიციელი დაშავდა
ინაუგურაციის დასრულების შემდეგ თელავში ვითარება დაიძაბა
„ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ჩაიდენდა, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე - ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს“
„აშკარაა, რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა“
„დილით გავრცელდა პრესრელიზი, რომ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა გზებზე - პოლიციელებმა მოქალაქეებს აუხსნეს, რომელი მიმართულებით იქნებოდა გადაადგილება თავისუფალი“
ნაცმოძრააობის მხარდამჭერები სამართალდამცველების ჯგუფის გარღვევას ცდილობენ, რათა თელავის მიმართულებით გზა ფეხით გააგრძელონ
მარნეულში, სოფელ კიროვკაში, 70 წლის ნიჯად მამედოვა, თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
შსს-მ ჟინვალში რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც ნარკოტიკის გავრცელებას ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა
„ამ პროტესტის მიზანი არის არა პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რაც საქართველოს მთავარ პროკურორს შეუძლია“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი „შპს „გიგანტი სექიურითი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“
ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, თითო კაციანი ეკიპაჟებიც გამოჩნდება
პატრულის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებთან დაკავშირებული პროცედურა და შესაბამისად, მათი ადგილზე დაყოვნების დრო შემცირდება