დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსს“ დროებით უერთდება და როცა ისინი მუდმივ წევრს იპოვნიან, ფრაქციას დატოვებს

 

 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განმარტავს, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ დროებით უერთდება და როცა ისინი მუდმივ წევრს იპოვნიან, ჭიჭინაძე ფრაქციას დატოვებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსში“ მისი გადასვლის კომენტირებისას განუცხადა. დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება კოლეგიალური იყო, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია არ დაშლილიყო.

 

 

„დღეს ქალბატონმა ირმამ მთხოვა, რომ ვიდრე ისინი შეძლებენ მუდმივი პარტნიორის მოძებნას, იმისთვის, რომ არ დაეკარგათ ოპოზიციური ტრიბუნა და ის ინიციატივა, რომელსაც მხარს ვუჭერ ბოკერიას რეჟიმის შეფასებაზე, ეს ყველაფერი რომ არ დაკარგულიყო, შევდივარ მათთან ფრაქციაში ახალ წლამდე. საარჩევნო პერიოდი დასრულდება და ამ პერიოდში, ვფიქრობ, ისინი შეძლებენ მუდმივი წევრის პოვნას. მათ აქვთ მოლაპარაკებები სხვადასხვა დეპუტატებთან. მე ვიქნები ფრაქციაში ყოველგვარი პოლიტიკური შეზღუდვების გარეშე. მე ვალდებულიც კი ვიყავი ხელი შემეწყო ოპოზიციური პარტიისთვის, რომ მათ არ დაეკარგათ ფრაქცია და ტრიბუნა. მე სწორედ მაგას ვსაყვედურობ „ქართულ ოცნებას“, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ ტკბილი ურთიერთობები გააბან და ამაში მე მგონია ისეთი არაფერია“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ აღნიშნული ფრაქცია დატოვა.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
„ისტორიას, ალბათ, არც ახსოვს, ამისთანა სამარცხვინო ოჯახს ემართოს რომელიმე ქვეყანა“
„გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის“
„პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოიკრიფონ ძალ-ღონე, გადალახონ კონფორმიზმის ზღურბლი და მიიღონ სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება!“
„მიხეილ სააკაშვილი გაწიეს და ის ახლა ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით, ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში“
„დიდი განხეთქილება სექტაში - გვარამიამ ერთმორწმუნეთა საზოგადოებაში შემოაგდო იდეა, რომ სააკაშვილი ბელადი არ არის, როგორც ბრმადმორწმუნე მიშისტებს ჰგონიათ, არამედ, პოლიტიკური ლიდერია“
„მოსახლეობის უმრავლესობა ცუდი ვითარების გამომსწორებელს ოპოზიციაში ვერ ხედავს - ამიტომ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მმართველ გუნდს დაუჭერდა მხარს“
ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს
"31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას"
უკრაინაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა
„აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს - ვშიშობ, შეშფოთების საგანი ისევ ძალაშია“
"იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირებაა" - მამუკა მდინარაძე
შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა
ცესკომ შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
„ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები - ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“
ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
„ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმების 54.08% მიიღო, ლადო კახაძემ - 40.92%, ანუ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება“
„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება - მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის“
„თუ ისინი მეორე ტურს მაინც გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი - მე ჯერ კიდევ არ მიცნობთ“
„დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში - მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია“