დაკითხვამდე ჩვენ არაერთი კითხვა გაგვაჩნდა ფონდის თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, გამოკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ, - ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს ანგელა ვასილენკოს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
პროკუროის განმარტებით, ის პასუხები, რაც პაატა ბურჭულაძის მეუღლემ გასცა პროკურორებს, იყო არადამაჯერებელი. რაც შეეხება საკითხს - ხომ არ იძლევა არსებული მასალები კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ ამ საკითხზე პასუხს ვერ გასცემს, ვიდრე საქმეზე გამოძიება არ დასრულდება და მტკიცებულებები არ გაანალიზდება.
"გამოძიებას ჰქონდა არაერთი კონკრეტული შეკითხვა მოწმე ანგელა ვასილენკოსთან მიმართებაში, თუმცა, ამ კითხვებზე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და კონკრეტული პასუხები. მოწმემ ზოგადად გაიხსენა მისი საქმიანობა, ზოგადად ისაუბრა იმ ფუნქციასთან მიმართებაში, რაც ჰქონდა ფონდში, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ვერ გაიხსენა.
ვასილენკომ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდთან მიმართებაში მოგვაწოდა ინფორმაცია, კერძოდ, სასტუმროში პაატა ბურჭულაძისა და მისი ცხოვრების ხარჯების საკითხზე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთრებაში თბილისში იყო კერძო სახლი, ამ ბინაში ცხოვრობდა მოხუცი ქალბატონი, რომელთან ერთად ცხოვრებაც არ იქნებოდა მათთვის მოსახერხებელი. ასევე სტუმრების საუზმე გულისხმობდა პაატა ბურჭულაძის და მის დასწრებას. სწორედ აქედან გამომდინარე განმარტა მან სასტუმროში ცხოვრების ხარჯები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რა მიზანს ახორციელებდა უცხოეთში ვიზიტების დროს.
დაკითხვამდე ჩვენ არაერთი კითხვა გაგვაჩნდა ფონდის თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით დამ სამწუხაროდმ გამოკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ფაქტობრივად დასრულებულია მტკიცებულებების მოპოვების პროცესი. ვიდრე მტკიცებულებათა მოპოვება და მათი ანალიზი არ დასრულდება, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.