"არ ვაპირებ ვალის %-ის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10-ს კი არა, 70%-ს ავიღებ" - სალომე ზურაბიშვილი

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკი "ქართუდან" 1 მილიონი ლარი ისესხა. ამასთან დაკავშირებით დღეს ზურაბიშვილს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ჰკითხეს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, ის ვალის პროცენტის გადახდას არ აპირებს, რადგან არჩევნებზე 10%-ს კი არა 70%-ს აიღებს. მის კომენტარს 1tv ავრცელებს.


„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ბანკთან გარიგება ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს დადო. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს – არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

 

კანონმდებლობის ამ მუხლით 2016 წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა, რომელმაც მილიონი ლარი ბანკი „ქართუსგან“ ისესხა.

 

სალომე ზურაბიშვილის კამპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კანდიდატის საარჩევნო ფონდიდან 1.89 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის 1.43 მილიონი – რეკლამაზე. 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატმა 1.087 მილიონი ლარის ფულადი შემოწირულობაც მიიღო.

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.





მსგავსი სიახლეები
"გლდანის ციხიდან დამირეკა პატიმარმაო" და არც სახელი, არც გვარი - ვიღაცის ხმა ისმის კადრში, ლადო ბედუკაძემ ციხის და ცოცხის კადრები ჩემთან ერთად დადგაო! აბა, ბიჯო, აბა! დაგიჯერებთ!“
„როდესაც ყველა სფეროში ქართველები ვთანამშრომლობთ რუსებთან, მუსიკოსების მოღალატედ გამოცხადება მავნებლობაა და 37 წლის ჩეკისტური სულის გამოვლინება!“- რატომ დაუპირისპირდა რუსთავი-2 „ბასიანს“
გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული ირანის 19 მოქალაქიდან 19-ივე უკან გააბრუნეს
ხულოში ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება
როდის ამოქმედდება სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაცია
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეც-მანქანა გადასცა
„ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ლადო აფხაზავას და მოვისმენ მისი სწავლების სტილის შესახებ - მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს“
„ცხენის ხორცი საქართველოში უკრაინიდან ტრაილერებით შემოდის“
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„გისურვებთ მარგალიტიან ნიჟარებს, ძვირფასო მამაკაცებო - დაე, პირველსავე ჩაყვინთვაზე გეპოვოთ თქვენი განძი და სილამაზე, თქვენი ''მარგალიტი''
ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია
„მათემატიკა ხო დავწერე და ისტორია ჩაგაბარე! სექსი გაგვიცდა გუშინ და ისევ ვაგინა დაგვიტოვეს!“ - ქართული სკოლა 10 წლის შემდეგ!
„ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს, მისი მეოხებით და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება“
როგორ იძია შური სტალინმა ილიას მკვლელებზე