სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ

სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომელიც გარკვეული ზომის იქნება.

 

კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად, ცვლილებები შევიდა საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში. ცვლილებების შედეგად, ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომლის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, აქამდე, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მაცივრის შეძენის უფლება მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს ჰქონდათ. შესაბამისად, ამ უფლებით ვერ სარგებლობდნენ ბრალდებულები, საქართველოს ცხრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები და ხუთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა ნაწილი.

 

ახალი ცვლილებების თანახმად, მაცივრით სარგებლობას ყველა პატიმარი შეძლებს, თუკი საკნის ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა (საკანში არსებული ფართი, ელექტროსადენების მდგომარეობა). ასევე, წინასწარი ნებართვის გაცემისას, დაწესებულების დირექტორი შეაფასებს, აქვს თუ არა ბრალდებულს/მსჯავრდებულს თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილება, ან ჰქონია თუ არა სუიციდის მცდელობა და მხედველობაში მიიღებს სხვა ობიექტურ გარემოებებს პატიმრის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებებით იკრძალება პატიმრისათვის მაცივრის ჩამორთმევა მხოლოდ იმიტომ, რომ მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი.

 

მოცემული ნივთის ქონა ჯანსაღი საკვების მიღების უფლებას უკავშირდება და პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი საწინდარია. ამიტომაც აიკრძალა მაცივრის ჩამორთმევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პატიმარი არღვევს დაწესებულებაში ქცევის წესებს.





მსგავსი სიახლეები
აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს
„ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით წლევანდელი თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს“
კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი გრემში დაიწერეს
მაშველებმა სვანეთში, ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს
საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
„ადგილი ჰქონდა "სპეცჩაშვებას"! - რატომ განხორციელდა ისრაელში ქართველების მასობრივი დეპორტაცია
„ზუსტად თქვენ ხართ რუსული ნარატივი! ვოვოჩკა მუჟიკად რომ გამოგყავთ და დასავლეთი პიდარასტებად!“
2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დასახელდა
„გაგიჭირდებათ ნორმალური სახელმწიფოს შექმნა, რადგანაც სახლმწიფოებრიობის შეგრძნება არ გგქონიათ - ჩვენ მოსახლეობა გვეხმარება, რომ ვიმუშაოთ და თქვენ კი გარბევთ, რომ მუშაობთო“
„ეყოფათ იმ ჭიაყელებს იქ დგომა - გაყარეთ ისინი იქედან და დაგვანებეთ თავი“, - ასე მიმართა პოლიციელებს ლევნა ვასაძემ
„გიორგი კვირიკაშვილს ნარკომანებმა და მამათმავლებმა ცარიელი ბოთლები რომ დაუშინეს, მაშინ ერთი ნარკომანი მაინც რატომ არ დააპატიმრეთ - ერთი ქეციანი კვერცხის სროლაზე სამი-ოთხი კაცი საპყრობილეში გააქციეთ“
პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან თავისუფლების მეტროსკენ კორიდორი გააკეთა, რათა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვონ
„ბიძინამ რა და როგორ მაჩუქა, თქვენ ჩაგაბარათ ანგარიში და შემოგჩივლათ? მხოლოდ გაუხარდება ხალხს, ყვავს კაკალი თუ გავაგდებინე და შევირგე“
„ჩემს წინ, „ორ ნაბიჯში“ პოლიციამ ირანელი ნარკოტიკების გამსაღებელი, ასე, 20 წლამდე 2 ბიჭი დააკავა - გამიკვირდა, ამ საზიზღრებს დამცველები რომ გამოუჩნდნენ, ქართველი ასაკიანი ქალები“
„რომ მიხვედი, შე კაი კაცო და ბოდიში ნარკომანებს უხადე, აგერ ვდგავართ - მოდი და მოგვიხადე ბოდიში! მაინცადამაინც ისე უნდა ვხაოდეთ და ვღნაოდეთ, როგორც ნარკომანები ამ მოედანზე?!“
„არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში - რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ყველაფერს აქციაზე აგიხსნით - მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს“
პიკაპში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ
დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს
თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ
საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა