„ჩვენ ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინებ, თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს და მის ოჯახს“

„საქართველოს პროკურატურა ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას ახდენს“, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ანგელა ვასილენკო აცხადებს აშკარა ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის და „იავნანას“ დისკრედიტაციის ხელშეწყობით არის დაკავებული. ვასილენკოს თქმით, ის ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შეატყობინებს, თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს და მის ოჯახს.

 

„მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე და ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება ვიამაყებთ ფონდ „იავნანას“ საქმიანობით. 14 წლის მანძილზე დავეხმარეთ ათასობით სოციალურად დაუცველ ბავშვს თუ ოჯახს, ნიჭიერ სტუდენეტებს, საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოს უდიდესი არტისტები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო საუკეთესო შთაბეჭდილება შექმნოდათ მათ საქართველოზე და კვლავ დაბრუნების სურვილი გასჩენოდათ. მონსერატ კაბალიე, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, მაია პლისეცკაია, ფერუჩო ფურლანეტო, დოლორა ზაჯიკი და მრავალი სხვა, რომელთა ვიზიტით ქვეყანაში წესით ყველა უნდა ამაყობდეს. ვეძებდით სპონსორებს საზღვარგარეთ, ჩვენი ოჯახის შეძლებულ მეგობრებს ვუამბობდით კონკრეტული ოჯახების სატკივარს და ვთხოვდით დახმარებოდნენ მათ.

 

ქართველ ხალხთან ერთად 6 მილიონის ქველმოქმედება შევძელით, სრულიად უანგაროდ ჩამოვიყვანეთ არტისტები, რომელთა ჰონორარები რიგ შემთხვევაში მილიონს სცდება. და სხვათაშორის, ჩვენს მგზავრობაში არასოდეს დახარჯულა მოქალაქეების მიერ შემოწირული ან სახელმწიფო თანხა, ეს სახსრებიც ჩვენს მიერ იყო მოძიებული ყოველი კონკრეტული პროექტის ფარგლებში.

 

აშკარა ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის და „იავნანას“ დისკრედიტაციის ხელშეწყობით არის დაკავებული. ვიღაცას არ მოსწონს მისი ავტორიტეტი და მედიას და სამარათალდამცავ ორგანოებს, როგორც ჩანს „შავ პიარს“ ავალებს ჩვენს წინააღმდეგ. მოვუსმინე პროკურორ ამირან გულუაშვილის 8 ოქტომბრის განცხადებებს და გაოგნებული ვარ მისი უტიფარი სიცრუით. იგი ამჯერად, ჩემი დისკრედიტაციის აშკარა მცდელობით არის დაკავებული, თითქოს თავს ვარიდებდი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, არადა პროკურატურამ თავად თქვა უარი 2018 წლის 1-ელ მარტს ჩემს გამოკითხვაზე და ეს განცხადება საჯაროდ გაავრცელა, მას შემდეგ 8 თვის მანძილზე არავინ გამოჩენილა. პროკურორ გულუას განცხადებები არღვევს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას, ალბათ მას ავიწყდება, რომ გერმანიის მოქალაქე ვარ, ქვეყნის, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია.

 

ჩვენს ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინებ თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს და მის ოჯახს. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და აუცილებლად დაისჯებიან ისინი, ვინც ამ უგუნურ ბოროტებას სჩადიან“, - აცხადებს ანგელა ვასილენკო.





მსგავსი სიახლეები
აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს
„ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით წლევანდელი თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს“
კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი გრემში დაიწერეს
მაშველებმა სვანეთში, ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს
საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
„ადგილი ჰქონდა "სპეცჩაშვებას"! - რატომ განხორციელდა ისრაელში ქართველების მასობრივი დეპორტაცია
„ზუსტად თქვენ ხართ რუსული ნარატივი! ვოვოჩკა მუჟიკად რომ გამოგყავთ და დასავლეთი პიდარასტებად!“
2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დასახელდა
„გაგიჭირდებათ ნორმალური სახელმწიფოს შექმნა, რადგანაც სახლმწიფოებრიობის შეგრძნება არ გგქონიათ - ჩვენ მოსახლეობა გვეხმარება, რომ ვიმუშაოთ და თქვენ კი გარბევთ, რომ მუშაობთო“
„ეყოფათ იმ ჭიაყელებს იქ დგომა - გაყარეთ ისინი იქედან და დაგვანებეთ თავი“, - ასე მიმართა პოლიციელებს ლევნა ვასაძემ
„გიორგი კვირიკაშვილს ნარკომანებმა და მამათმავლებმა ცარიელი ბოთლები რომ დაუშინეს, მაშინ ერთი ნარკომანი მაინც რატომ არ დააპატიმრეთ - ერთი ქეციანი კვერცხის სროლაზე სამი-ოთხი კაცი საპყრობილეში გააქციეთ“
პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან თავისუფლების მეტროსკენ კორიდორი გააკეთა, რათა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვონ
„ბიძინამ რა და როგორ მაჩუქა, თქვენ ჩაგაბარათ ანგარიში და შემოგჩივლათ? მხოლოდ გაუხარდება ხალხს, ყვავს კაკალი თუ გავაგდებინე და შევირგე“
„ჩემს წინ, „ორ ნაბიჯში“ პოლიციამ ირანელი ნარკოტიკების გამსაღებელი, ასე, 20 წლამდე 2 ბიჭი დააკავა - გამიკვირდა, ამ საზიზღრებს დამცველები რომ გამოუჩნდნენ, ქართველი ასაკიანი ქალები“
„რომ მიხვედი, შე კაი კაცო და ბოდიში ნარკომანებს უხადე, აგერ ვდგავართ - მოდი და მოგვიხადე ბოდიში! მაინცადამაინც ისე უნდა ვხაოდეთ და ვღნაოდეთ, როგორც ნარკომანები ამ მოედანზე?!“
„არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში - რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ყველაფერს აქციაზე აგიხსნით - მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს“
პიკაპში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ
დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს
თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ
საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა