პარლამენტთან აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა - სარალიძის მხარდამჭერები ბანერებით კარვის აწყობას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე რამდენიმე წუთის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა. მათი მხარდამჭერები ბანერებით კარვის აწყობას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა ორგანიზაცია “დასავლეთის პლატფორმის” თანადამფუძნებელი კრისტინა პუშერი, რომელმაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

 

როგორც კრისტინა პუშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაოცებულოა იმით, რომ ასეთ მცირერიცხოვან აქციაზე ამდენი პოლიციელია მობილიზებული. “ბევრმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო. ვერ ვგრძნობ, რომ სიტყვის თავისუფლება ახლა არის. ეს ჩემი აზრია”,- აღნიშნა მან.

 

ზაზა სარალიძის თქმით, მათ სურდათ, რომ არა კარავი, არამედ კარვის მსგავსი მოწყობილობა დაედგათ, რადგან სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება უჭირთ, თუმცა პოლიციამ კარვისთვის განკუთვნილი ბანერები დააზიანა. “დღეს აწყობას აზრი აღარ აქვს, სხვა დროს, ვნახოთ. ამას კარავს ვერ დავარქმევ, იქიდან გამომდინარე, რომ კარავი სულ სხვა სტილის არის, ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე კონსტრუქცია, რომელშიც ქარი და სიცივე არ შედის, წინა მხრიდანაც ხილული იქნებოდა, რაზეც მანამდე პოლიციელებმა განმარტება მოგვცეს, რომ კარავს იქიდან გამომდინარე ვერ გაგვაშლევინებდნენ, რომ მათთვის უკონტროლო ხდებოდა პროცესები, ამიტომ სპეციალურად შევარჩიეთ კონსტრუქცია, რომელიც მათთვის ხილული და წინა მხრიდან ღია იქნებოდა, მაგრამ დღეს თავიანთ მოთხოვნასაც გადააბიჯეს”,- აღნიშნა მან.

 

ზაზა სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის კარვის მსგავსი კონსტრუქციის გაშლასთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა ორჯერ მოხდა.





მსგავსი სიახლეები
„ორ­მო­ცის გახ­დე­ბა ახლა, ჩემ­ზე ათი წლით უფ­რო­სია - ფან­ტას­ტი­კუ­რი შეგ­რძნე­ბაა, ორი დედა გყავს, გიფრ­თხილ­დე­ბი­ან და ძა­ლი­ან მა­გა­რია“ - გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის ახლი სიყვარული
გათავისუფლებული თანამშრომლები ტელეკომპანია „იბერიასთან“ ხვალ გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ
სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა, ჯამში 180 000 ლარი შესწირეს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თიბისი სტატუსის დახმარებით თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია
ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობა თიბისის თანამშრომლება მიიღეს
"ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეზე - შევაგინე და მერე ხელი დამარტყა... გამლახეს" - რუსთავი 2 ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს
"შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და მისი არსებული დიზაინით დასრულება იყო სრულიად მიუღებელი"
"ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი" - კახა კალაძე
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
რესპუბლიკის მოედანზე საწვავზე ფასების დაკლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი კლდიდან გადმოვარდა
„სიმართლე ღვთისაგან მოდის, ურჯულოება ბოროტისაგან და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივიღებთ, სიმართლეს თუ ურჯულოებას“
რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია
„იცით, რომ ერაყში არის სოფელი რუისი? თუ არ იცოდით, მომისმინეთ“
„გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყანეს მკვდარი, სავარაუდოდ, ნარკოკომით, გუშინ - 35 წლის ბიჭი, თითქმის მკვდარი და ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ“
ძველ თბილისსა და საბურთალოზე პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმის განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესება ძლიერ სტრესს უკავშირდება
„მისი დამსახურებით ხარ ცოცხალი შენც და ის 200 000 ადამიანიც, რომლებიც დაავადებულები იყავით და ხართ ც ჰეპატიტით და გადაგარჩინათ ამ ახალგაზრდა კაცის გურულმა გამჭრიახობამ“