„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ფართოდ წარმოაჩინოს უძველესი და მდიდარი ქართული კულტურა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ისეთ პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაა, საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ფართოდ წარმოაჩინოს უძველესი და მდიდარი ქართული კულტურა და ამავე დროს, ყველას ის ცივილიზაციური ერთობა დაანახოს, რომელიც ქართველებს ევროპელებთან აკავშირებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ქართული კულტურის უნიკალურობა და მრავალფეროვნება განაპირობა საქართველოს მდებარეობამ, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იყო ცივილიზაციათა შეხვედრის, კულტურათა დიალოგის ადგილი ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე. XI-XII საუკუნეების საქართველო უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროს მონაპოვარს და ყველა მიღწევას იყო ნაზიარები. თუმცა, მასზე განსაკუთრებული კვალი სწორედ ევროპული ცივილიზაციისთვის დამახასიათებელმა ეპოქამ დატოვა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ევროპული იდენტობა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.

 

რამდენადაც მრავალფეროვანია საქართველო, იმდენად მდიდარი და საინტერესოა იგი და დღესაც ღიაა ყოველგვარი პროგრესულისა და ახლის მისაღებად. ამიტომაც არის დღევანდელი საქართველო თანამედროვე ქვეყანა თავის ისტორიითა და ამავე დროს თვითმყოფადი კულტურით. საბედნიეროდ, ევროპული საზოგადოება კარგად აცნობიერებს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სწორედ ამას ემსახურება ისეთი სივრცეების შექმნა და შესაძლებლობების გაჩენა, როგორიც არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველო საკუთარ ლიტერატურასა და კულტურას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე წარუდგენს ევროპას. „100 წლის წინ საქართველომ თავისი ცივილიზაციური არჩევანი კიდევ ერთხელ დაადასტურა და შესაბამისად, ჩვენი ერის მომავალი განსაზღვრა. საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰყავდა მრავალპარტიული პარლამენტი, ხოლო კონსტიტუციას სწორედ ის ღირებულებები, პრინციპები და იდეალები დაედო საფუძვლად, რომლებიც ჩვენთვის და თითოეული თქვენგანისთვის დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 100 წლის წინანდელ პარლამენტში უკვე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე 5 ქალი.

 

დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებსაც საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია და ასი წლის შემდეგ საქართველო, ევროკავშირთან წარმატებული თანამშრომლობით, მტკიცედ განაგრძობს ამ გზაზე სვლას. საქართველოს ყველა მიღწევა, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რეგიონში ლიდერის პოზიცია სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგია”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გერმანია რიგით პირველი პარტნიორი ქვეყანაა საქართველოსთვის პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, სამართლებრივ, ასევე კულტურის, განათლებისა და საზოგადოებრივ სფეროებში.

 

„ის კვლავ უპირობოდ გვიდგას გვერდში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ფასდაუდებელია გერმანიის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სულ ახლახან ფედერალური კანცლერის, ქალბატონ მერკელის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ამ უპირობო მხარდაჭერის ძლიერი დასტურია. მე მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულება სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს და ერთმანეთის საიმედო დასაყრდენად გვაქცევს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მსგავსი სიახლეები
„ორ­მო­ცის გახ­დე­ბა ახლა, ჩემ­ზე ათი წლით უფ­რო­სია - ფან­ტას­ტი­კუ­რი შეგ­რძნე­ბაა, ორი დედა გყავს, გიფრ­თხილ­დე­ბი­ან და ძა­ლი­ან მა­გა­რია“ - გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის ახლი სიყვარული
გათავისუფლებული თანამშრომლები ტელეკომპანია „იბერიასთან“ ხვალ გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ
სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა, ჯამში 180 000 ლარი შესწირეს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თიბისი სტატუსის დახმარებით თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია
ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობა თიბისის თანამშრომლება მიიღეს
"ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეზე - შევაგინე და მერე ხელი დამარტყა... გამლახეს" - რუსთავი 2 ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს
"შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და მისი არსებული დიზაინით დასრულება იყო სრულიად მიუღებელი"
"ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი" - კახა კალაძე
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
რესპუბლიკის მოედანზე საწვავზე ფასების დაკლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი კლდიდან გადმოვარდა
„სიმართლე ღვთისაგან მოდის, ურჯულოება ბოროტისაგან და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივიღებთ, სიმართლეს თუ ურჯულოებას“
რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია
„იცით, რომ ერაყში არის სოფელი რუისი? თუ არ იცოდით, მომისმინეთ“
„გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყანეს მკვდარი, სავარაუდოდ, ნარკოკომით, გუშინ - 35 წლის ბიჭი, თითქმის მკვდარი და ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ“
ძველ თბილისსა და საბურთალოზე პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმის განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესება ძლიერ სტრესს უკავშირდება
„მისი დამსახურებით ხარ ცოცხალი შენც და ის 200 000 ადამიანიც, რომლებიც დაავადებულები იყავით და ხართ ც ჰეპატიტით და გადაგარჩინათ ამ ახალგაზრდა კაცის გურულმა გამჭრიახობამ“