"ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს, - „რაღაცას“ ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო „რაღაც“ არ არის ჩვენთვის, არამედ სიცოცხლესაც ნიშნავს"- აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე:

 

„არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად ჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის.


მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და ამაზე ორი სიტყვის თქმა შეგიძლია. განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა:


ეგებ რაღაც შორეული უცნობი კულტურა ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს „რაღაცას“ ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო „რაღაც“ არ არის ჩვენთვის, არამედ სიცოცხლესაც ნიშნავს.


აი, ასეთ სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები, როცა, ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობა სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა.


ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას.


ასეთი ისტორიაა საერთოდ. ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ ჩვენი კულტურა.


მოკლედ რომ ვთქვა, დრამით რომ არ დაგღალოთ, (არ არის აქ ამის ადგილი), დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ - 1500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო რა არის ღირებული და არა არა.


როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.


აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი, (ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს) ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროში მაშინაც და ახლაც, სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.


ეს არის მოთხრობა ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა.


თქვენ იცით, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით წიგნებს ქართველები.


ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.


საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ - არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ ესეც რამხელა უპირატესობაა.


ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი... ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეგინახეთ.


უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია - დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა.


ნუ, სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება ვიცით რაცაა - კიდევ უფრო მაღალია.


სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს. გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.


პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20 საუკუნოვანი ლამის აბსოლიტური მონაქრიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და გვყავს ბევრი მეფე რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია.


საქართველოს გაცნობა რა თქმა უნდა შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა ჩვენი ოცნებაცაა ა.შ.


ახლა ასე ლამაზადაც არაა ყველაფერი. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ცნობადი სახეები. მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია, და ამ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.


როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს. ან აქაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას მოერიდოს. აი ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი“





მსგავსი სიახლეები
„ბეტონის ჯუნგლები“, - ეკონომიკური პროდუქტი თუ ფინანსური მოგება?!- რა ხდება დედაქალაქში?
საზეიმო მიღებაზე სალომე ელე­გან­ტუ­რად და დახ­ვე­წი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მწვა­ნე კაბა ეცვა
„არა სალომეს“ - რუსული სანომრე ნიშნებით
„პირველი მანქანა ჩვენი იყო და "ბოზებოო," მოგვაძახეს - შენი ბოზებო ვინაა, შე ბელადმიტოვებულო...“
როდის დაასახელებს საკუთარი გუნდის წევრებს სალომე ზურაბიშვილი?
"ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე" - გრიგოლ ვაშაძე
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
17 დეკემბერი წმიდა ბარბარეს ხსენების დღეა
არავითარი მსგავსი მოსაწვევი მე არ მიმიღია და ამ ფეიკ-მოსაწვევის ვითიმ ფოტო-პირი, რომელსაც ავრცელებენ ათასი ჯურის პროვოკატორები და დეზინფორმატორები, არის ნაყალბევი
`ველოდები, თინა მახარაძე როდის გამოვა და იტყვის მაგას ფრანგული კოცნა ეცოდინება, მაგ ბ.. ზ.. სო და მეპრეზერვატივე ანანია კვერს დაუკრავს, ქალწული არაა და ეგ რა საპრეზიდენტო იყოო~
„ის ორი დღის ნაოპერაციები ქალი რომ აქციაზე წაათრიეთ, რისთვის გინდოდათ?! ხელისუფლებამ მოკლაო? არა, დედითქვენისამ, თელავში „ჟენშენს“ ეძებდით რა!“
„იმ წუთებში მე ვიყავი ყველაზე დაბნეული და ამაყიც, რომ ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყო ასეთი ყურადღებიანი და რომ ის არის ჩემი, ჩვენი და საქართველოს მინისტრი“
დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვისხე რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გან­თავ­სდე­ბა
მწერალი და პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი, რომელმაც მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა და მისი მხარდამჭერები დაწყევლა, ინაუგურაციაზე მიწვეულთა სიაშია
„ერთი ძალიან მძიმე დღე ამ ადამიანის ოჯახის ცხოვრებაში...საოცრად თბილი და ტკივილით სავსე თვალები... თანავუგრძნობ“
„ინაშვილების გვარმა სამშობლოს არაერთგზის შეწირა თავი - 300 არაგველთა შორის რამდენიმე ინაშვილი იყო - ასე რომ, სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი ჩემზე ნუ ისაუბრებ“
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„თუ ელისოსნაირ ცილისმწამებელ ჟურნალისტს და მიშას მეხოტბეს პრეზიდენტი ინაუგურაციაზე მიიწვევს, ცუდია? ნეტა მივიდეს და თავისი თვალით უყუროს - როგორია არადაბოღმილი, ლაღი, ნამდვილი დიპლომატი“
„ამბობენ, ბევრი რვეული ჰქონია, იწერდა, ვინ მიდიოდა, რა უჭირდა და მერე ეხმარებოდა - ისინიც მიდიოდნენ, ითხოვდნენ და ეძლეოდათ“
„ეს ჩემის ობიექტურები, მერე იტყვიან, "ნაცების" ტელევიზიას რატომ გვეძახითო?!"