საქართველოში, ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების ოთხეული დასახელდა

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზესტაფონშია.

 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა, საქართველოს აღნიშნული დიდი ქალაქების ჰაერის მთავარ დამაბინძურებელს აზოტის ორჟანგი, მყარი ნაწილაკები, ხოლო ზესტაფონში მანგანუმის ორჟანგი წარმოადგენს.

 

ნოე მეგრელიშვილის თქმით, აზოტის ორჟანგი საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება და ატმოსფეროში მათი გაფრქვევა ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვით ხდება. მყარი ნაწილაკების (PM10) გაფრქვევის წყარო, კი სამშენებლო სექტორია, ასევე, მიწის ღია გრუნტი (სადაც ბალახი არ არის ამტვერება იოლად ხდება). რაც შეეხება ევროდირექტივებით განსაზღვრულ ატმოსფერული ჰაერის სხვა დამაბინძურებლებს, როგორის არის: ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, მიწისპირა ოზონი, ტყვია, იგივე ბენზოლი, ისენი საქართველოში ნორმის ფარგლებშია.


„აზოტის ორჟანგი, იგივე დიოქსიდი, არის წვის პროდუქტი. მას საკმაოდ მავნე ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე და პირდაპირ კავშირშია არა საწვავის, არამედ წვის ხარისხთან – რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს წვა, ანუ რამდენად გამართულია ჩვენი ავტომობილები. აზოტის დიოქსიდი ჩვენს ქალაქებში იმიტომ არის პრობლემური, რომ ჩვენი ავტომობილების პარკი მოძველებულია და ტექნიკურად გაუმართავი. დაახლოებით, 14 წლის წინ გაუქმდა ტექდათვალიერება და ავტოპარკი ტექნიკურად კარგ მდგომარეობაში ვერ იქნება. იცით, ქვეყანაში კატალიზატორების პრობლემაცაა. მესამე თაობის კატალიზატორები იმ მიზნით იყო შექმნილი, რომ აზოტის ჟანგეულების გაფრქვევა შეემცირებინა. როცა ასეთი კატალიზატორი ავტომობილზე არ აყენია, გაფრქვევაც მაღალია. ჩვენი მონიტორინგის შედეგებიც ამას გვიჩვენებს მსხვილ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში“, – დასძინა ნოე მეგრელიშვილმა.

 

მისივე თქმით, ავტომობილების უდიდეს ნაწილს ტექდათვალიერება ჯერ არ გაუვლია. 1 ოქტომბრიდან იგი სავალდებულოა დიდი ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. ასე, რომ ამ თვალსაზრისით ჰაერის გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

 

მეგრელიშვილის განცხადებით, ზესტაფონში მანგანუმის ორჟანგის მაღალი დონე კი „ფეროშენადნობი ქარხნის დამსახურებაა“.

 

„ბოლო წლებში მანგანუმის ორჟანგის დასაშვებ ნორმაზე მაღალი დონე მცირედით შემცირდა, თუმცა მაინც სერიოზული პრობლემაა. დღე-ღამეში მანგანუმის ორჟანგის მინიმალური ნორმა 0,001 მილიგრამია მეტრ კუბში. ბოლო მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 0,004–0,005 მილიგრამს შეადგენს მეტრ კუბში. შედარებისთვის, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 0,008 მლგ–ია მ3–ში“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

 

მისივე თქმით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ უწყვეტ მონიტორინგს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში აწარმოებენ. წლის ბოლომდე ასევე ავტომატური მონიტორინგის სადგური რუსთავში დაიდგმება.

 

ამასთან, ქვეყნის 25 ქალაქში 80 წერტილზე ყოველკვარტალურ ინდიკატორული გაზომვები ხდება. სინჯები შესამოწმებლად კი ბრიტანეთის ლაბორატორიაში იგზავნება.





მსგავსი სიახლეები
"გლდანის ციხიდან დამირეკა პატიმარმაო" და არც სახელი, არც გვარი - ვიღაცის ხმა ისმის კადრში, ლადო ბედუკაძემ ციხის და ცოცხის კადრები ჩემთან ერთად დადგაო! აბა, ბიჯო, აბა! დაგიჯერებთ!“
„როდესაც ყველა სფეროში ქართველები ვთანამშრომლობთ რუსებთან, მუსიკოსების მოღალატედ გამოცხადება მავნებლობაა და 37 წლის ჩეკისტური სულის გამოვლინება!“- რატომ დაუპირისპირდა რუსთავი-2 „ბასიანს“
გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული ირანის 19 მოქალაქიდან 19-ივე უკან გააბრუნეს
ხულოში ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება
როდის ამოქმედდება სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაცია
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეც-მანქანა გადასცა
„ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ლადო აფხაზავას და მოვისმენ მისი სწავლების სტილის შესახებ - მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს“
„ცხენის ხორცი საქართველოში უკრაინიდან ტრაილერებით შემოდის“
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„გისურვებთ მარგალიტიან ნიჟარებს, ძვირფასო მამაკაცებო - დაე, პირველსავე ჩაყვინთვაზე გეპოვოთ თქვენი განძი და სილამაზე, თქვენი ''მარგალიტი''
ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია
„მათემატიკა ხო დავწერე და ისტორია ჩაგაბარე! სექსი გაგვიცდა გუშინ და ისევ ვაგინა დაგვიტოვეს!“ - ქართული სკოლა 10 წლის შემდეგ!
„ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს, მისი მეოხებით და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება“
როგორ იძია შური სტალინმა ილიას მკვლელებზე