"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში"

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს თემატური სტენდების გახსნის შემდეგ განაცხადა. 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა საქართველოსთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ტრადიციები, კულტურა, ანბანი, ლიტერატურა და ფასეულობები ევროპას უკეთ გააცნოს. 

 

"საქართველო რამდენიმე სტენდით არის წარმოდგენილი, ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს სპეციალური პავილიონი,რომელიც ეძღვნება მხოლოდ საქართველოს - ჩვენს კულტურას, ლიტერატურას, ფოლკლორსა და მეცნიერებას. წარმოდგენილია სტენდები, სადაც საშუალება გვეძლევა, მოვახდინოთ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია. ევროპამ ოფიციალურად აღიარა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და ჩვენ 8000 წლის წინ დავიწყეთ ღვინის კეთება, რაც ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს მიერ შეტანილი ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. ამას ყველა აღიარებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. 

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები მთავრობის მეთაურმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა. 

 

სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. 

 

საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება. 

 





მსგავსი სიახლეები
„როცა მიჭირდა, ყოველთვის მეხმარებოდა - შეიძლება ითქვას, სიცოცხლე შემინარჩუნა - ის ჩემთვის, როგორც პიროვნება, ძალიან ძვირფასია, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ქვეყანას არ გამოადგება
„ეს რაუნდი ბიძინა ივანიშვილმა ნოკდაუნით მოიგო! მაგრამ ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდეა და ერთ–ერთი მულტიმილიონერის ნოკაუტით უნდა დამთავრდეს!“
„მოაშორეთ სასამართლო სისტემას ეს გარეწრები, მთელი სასამართლო კორპუსი რომ მძევლად აიყვანეს, ანდა თქვენ მოშორდით ქართულ პოლიტიკას და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება!“
„ნაცების რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციას ვინ მისცა ხმა „ქართული ოცნებიდან“
„სწორედ ქადაგიძის ხელშეწყობით „თიბისი ბანკი“ მოხვდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ანუ გიორგი ქადაგიძემ ლონდონის საფონდო ბირჟას გაფუჭებული პროდუქტის სახით შეასაღა TBC...“
„ბანკი დიდი საპროცენტო განაკვეთით ატყავებს მოსახლეობას - შემდეგ მოდის "დიდი ბიძია" და ატყავებს ამ ბანკს - ბანკი კი თხოვნით მიმართავს მის მიერ გატყავებულ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის“
„ხაზარაძე არც ომეგა ფიქჩერსია, არც ვინმე ოქრუაშვილი, არც ოქუაშვილი და არც ოპერის მომღერალი ბურჭულაძე! - თუ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, არ იქნება მარტივი მასთან ომი“
„ქართული ოცნების“ 17 დეპუტატი, რომელთათვის მოსამართლეების თემა წყალგამყოფი აღმოჩნდა“
„რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი“
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა - „ოცნებამ" დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს“
„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძე, ზარდიაშვილები და ოხანაშვილები არიან დღეს „ქართული ოცნების“ სახე“
პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
„ნაცმოძრაობასთან“ გინდათ პარალელების გავლება? მე მათ არასოდეს ვაპატიებ იმას, რასაც სჩადიოდნენ და არც მიპატიებია, სხვებისგან განსხვავებით, არ ვკურკურებ და კულისებში არ ვეთამაშები მათ“
„შედგება თუ არ კენჭისყრა დღეს, თუ 400 ათას ადამიანს მოვუწოდოთ, აქ მოვიდეს პარლამენტთან? - მოგადგებათ ეგ 400 ათასი კაცი და მერე ნახავთ, ორივეს და სამივეს გაგდგამთ აქედან“
"ხალხი გრძნობს, რა შემთხვევაში "უნდა იხუვლოს მისმა ნებამ"- ჯუმბერ კირვალიძე
"მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს"
"სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ"
„გერმანია და საფრანგეთი არის ის ორი ქვეყანა, რომლებიც დღეს ევროპისა და ევროკავშირის ძრავას წარმოადგენენ და ჩვენ ეს ორი ქვეყანა გვყავს, როგორც ძალიან ძლიერი მეგობრები“
„თუ აკაკი ზოიძის მოსაზრებას ყველა იზიარებს, მაშინ უმრავლესობა დატოვებული მაქვს - უმრავლესობის დატოვება-არდატოვება ბოლო დროს სპეკულაციური თემა გახდა“
„სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის „თხოვნით თუ მოთხოვნით“ არის გაჩერებული“