პირველ იანვრამდე პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უფასოდ შეეძლება

პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. 

 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-ელ მარტს საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით დაწყებული აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა (ოთხმოცდათვრამეტი ათას ორასორმოცდაექვსმა) მოქალაქემ უფასოდ მიიღო.

 

აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გააკეთა. მან მიღწეული შედეგები შეაფასა და განმარტა, თუ ვის შეეხება აქცია.

 

აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1-ელ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვის სახელზეც 2018 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; რეგისტრაციიდან მოხსნილი, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი; ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.

 

„აქციის მიზანია, საარჩევნო ბაზების დახვეწასთან ერთად, მოქალაქეების თანამედროვე და სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა. ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, აღნიშნული დოკუმენტი 1-ელ იანვრამდე სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ.


2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძვნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე. წ. კარუსელს.


რაც შეეხება მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს, მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.


აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია,“-აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

 





მსგავსი სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია 17 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოსამართლეები
„ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო მამუკა ხაზარაძისგან, ბაიბურში რომ არ ხარ და მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად“
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა - „იმედია, მალე განიკურნება“
„არ დაივიწყოთ ე.წ ტელეკომპანიის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი - გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, თუ ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?“
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ!
„ჯერჯერობით ექიმები არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა - ემოციური მდგომარეობა კი მძიმეა, განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია“
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა
„არასოდეს არ მოიპარო, ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება - ხო, მაგაში მართალი ხარ, მარაა.... - ამ "მარა"-მ შემზარა და შემაშინა“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება"
"ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი" - გიგი უგულავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება“
მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, ჰიპერტონული კრიზის წინასწარი დიაგნოზით, საავადმყოფოშია გადაყვანილი
„შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს" - სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
ვახუშტის ხიდზე 17 თებერვალს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
"ივანიშვილი მეორედ დაამარცხებს სააკაშვილს, იმიტომ რომ, ივანიშვილი უკეთ ახერხებს ოპოზიციური ძალების კონსოლიდირებას"
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 16-19 თებერვალს
გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის