"მიმინო, ყველაფრის მიუხედავად რუსეთში ძალიან უყვარხართ და გაფასებენ"

რუსული გამოცემა, «Комсомольская правда» ვახტანგ კიკაბიძის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც მომღერალმა და მსახიობმა საქართველოს დატოვება არ გამორიცხა.

 

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნები - რუსეთი და საქართველო - ერთმანეთთან ისევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ვახტანგ კონსტანტინოვიჩს ქართული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე უთქვამს: „საქართველო რუსეთთან ისევ ომის მდგომარეობაშია, თუმცა იმავე დროს ბევრი ქართველი რუსეთს მხარს უჭერს, რაც სამშობლოს ღალატია. თუ ასე გაგრძელდება, საქართველოდან წავალ, ბევრი ასე გააკეთებს“.

 

საქართველოში ოქტომბრის ბოლოს პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. არის იმის ალბათობა, რომ ქვეყნის ახალი მეთაური რუსეთთან დამოკიდებულებას როგორმე დაარეგულირებს. საერთოდ, ჩვენი ურთიერთობა ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი ხანია მოგვარებულია: ტურისტული ბიზნესი ყვავის. სულ რარაც ერთი თვის წინ საკუთარი თვალით ვნახე, რომ თბილისში იმდენი ტურისტია ჩასული რუსეთიდან, რომ ტევა არ არის - როგორც იტყვიან, „ბეწვიც კი არ ჩავარდება“. რუსი ტურისტების მიმართ ქართველთა დამოკიდებულებაც კეთილია, პატივისცემით ეპყრობიან. საქართველოში წასასვლელად არავითარი ვიზა საჭირო არაა. ყველა გრძნობს, რომ რუსი სტუმრები - ეს ფულის ნაკადს ნიშნავს ქვეყნისათვის. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყოფით დონეზე ქართულ-რუსული დაპირისპირება თავისთავად განეიტრალდა.

 

პოლიტიკას რაც შეეხება, არანაირი წინსვლა არ არის.

 

საპარლამენტო უმრავლესობას კვლავ არ სურს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ჩვენს ქვეყანასთან დიალოგს მხოლოდ მცირერიცხოვანი პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აწარმოებს. თუმცა ეს ჯერ-ჯერობით... შემთხვევითი არაა, რომ ვახტანგ კიკაბიძემ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, როგორც ჩანს, არჩევნებში გაიმარჯვებს, „პრორუსი ქალი“ უწოდა. მას წარმატების დიდი შანსები აქვს. ოპონენტები სალომეს „კრემლის აგენტად“ მიიჩნევენ. მათ ავიწყდებათ, რომ 28 ოქტომბერს არჩევნებში პრეზიდენტს ქართველი ხალხი აირჩევს და არა პარლამენტში მჯდომი რუსოფობები ან მხოლოდ ვახტანგ კიკაბიძე. ქართველი ხალხი რუსეთთან მეგობრობის არჩევანს გააკეთებს.

 

რასაკვირველია, ვახტანგ კიკაბიძეს, რომელიც ცნობილია თავისი ანტირუსული გამონათქვამებით, ეს ყველაფერი საშინლად არ მოსწონს, მაგრამ რა ქნას, ისიც არ იცის. მის განცხადებაში საქართველოდან წასვლის თაობაზე სასოწარკვეთა გამოსჭვივის.

 

ან იქნებ ჟურნალისტებმა მას არასწორად გაუგეს? რაღაც მოუგონეს? 

 

„კომსომოლკადან“ ლეგენდარულ მიმინოს დავურეკეთ. ვახტანგ კონსტანტინოვიჩი მოწყენილი იყო:

 

- აბა, მე საქართველოდან სად უნდა წავიდე? აქ ხომ ჩემი სამშობლოა.

 

- საქართველო რომ პრორუსული გახდეს?

 

- შეიძლება გახდეს კიდეც, მაგრამ მე ამქვეყნად უკვე აღარ ვიქნები...

 

„კომსომოლკამ“ ვახტანგ კონსტანტინოვიჩს ჯანმრთელობა უსურვა (იგი ბოლო დროს ავადმყოფობს) და უთხრა, რომ რუსეთში, ყველაფრის მიუხედავად, იგი უბრალო ადამიანებს ძველებურად უყვართ და აფასებენ.

 

წყაო: newspress.ge





მსგავსი სიახლეები
"ეს არის განაჩენი, რომელიც მმართველ გუნდს საკუთარი თავისთვის გამოაქვს... დიდი დღე არ უწერია“
“ივანიშვილი პროცესებს მოწყვეტილია და ხალხის მაჯისცემას ვერ გრძნობს” - არჩილ გამზარდია
რომელი რეკომენდაციები დაუწუნა "ოცნებამ" ვენეციის კომისიას
რომელ მინისტრთან აქვს ივანიშვილს "პატარა კითხვები“ და ვინ დატოვებს მთავრობას
“ბოდიში მოჰყვა კობახიძის ფრაზას -“მე თქვენ ყველას გადაგივლითო” - გედევან ფოფხაძე
დიდი სიძვირე ბაზარზე – სად გაქრა ქართული პროდუქტი?
“ივანიშვილი ნაციონალებს ზუგდიდს არ დაუთმობს, ალასანიას წაგება დღემდე არ აპატია” - სოსო ცინცაძე
"ივანიშვილს ყველა მიატოვებს, ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს"
ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს
"კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება უჭირთ"
“ჩვენი კორპუსის საცხოვრებლები გაზის გამათბობლების და გამაცხელებლების მოხმარებისთვის არ იყო განსაზღვრული”
“ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა”
“ოცნებისთვის” ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება”- ვახტანგ ძაბირაძე
ესპანეთში ქართველი "ქურდების" ეპოქა სრულდება?
უვიზო რეჟიმი საფრთხეშია - “ძალიან ახლოს ვართ შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან”
“აშშ დაინტერესებულია, რომ სამხედრო გემებს ანაკლიის პორტში შესვლა შეეძლოთ”
"ოცნებამ" საარჩევნო კამპანია "მთავარი კოზირით" დაიწყო
“ივანიშვილის ხედვა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია”
"მტკიცე სული“ საზღვაო კომპონენტით - “ნატო ჩვენს დასაცავად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებს”
ფარული კადრებით შანტაჟი გრძელდება - “ეს არის გაფრთხილება სხვა დეპუტატებისთვისაც...”