„მედიაში გასულ ინფორმაციას, თითქოს საუბრები მქონდა გიორგი გახარიასთან, არ ვადასატურებ“

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, 2016 წლის 21-22 აპრილს, მაშინ, როდესაც „თი ბი სი ბანკიდან“ „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა სოლიდური თანხა გაიტანეს, ის პირადად რამდენჯერმე ესაუბრა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და მას თანხის გატანისას დახმარება სთხოვა. თუმცა, ამავე ჩვენებაში ყიფიანი ამბობს, რომ საბოლოოდ, ფარცხალაძის დახმარება მათ არ დასჭირდათ. ასევე ყიფიანი აცხადებს, რომ მას ბანკში ყოფნისას მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

 

„მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა გიორგი გახარიასთან, არ ვადასატურებ; რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი, რომ დაგვხმარებოდა სს „თიბისი ბანკი“-დან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან, დაახლოებით, 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა, ბანკს სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ ამ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარი დაინტერესდა, რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული, ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლოს „თიბისი ბანკის“ მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემა და შესაბამისად, ოთარის დახმარება არ გახდა საჭირო, რის შესახებაც შევატყობინე კიდეც მას. შესაბამისად, არც ოთარ ფარცხალაძე და არც სხვა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დაგვხმარებია, რადგან როგორც აღვნიშნე, დახმარება არც იყო საჭირო - ბანკმა გამოთქვა მზაობა, რომ მოეხდინა ანგარიშზე არსებული თანხის გაცემა ჩვენთვის“, - აღნიშნულია ყიფიანის ჩვენებაში.

 

გამომძიებლის კითხვაზე: 2016 წლის 21-22 აპრილს „თიბისი ბანკიდან“ გატანილი თანხა ხომ არ იყო საერთო ბიზნესის ასაწყობად საჭირო თანხა? ყიფიანი პასუხობს: „როგორც აღვნიშნე, ზაზა ოქუაშვილი საკმაოდ ხშირად ახდენდა მსგავსი მეთოდით თანხის განაღდებას და ფაქტობრივად, ოპერირებდა „ქეში ფულით“, შესაბამისად, ეს შემთხვევაც იყო ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა. მე, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდი, რომ ნაწილი თანხისა მოხმარებოდა საერთო ბიზნესს, თუმცა რაიმე წინასწარი დაპირება არ ყოფილა. იყო მხოლოდ საუბრები ზაზას მხრიდან, რომ თანხას მალე ჩარიცხავდა, თუმცა ის რომ შპს „ოლიმპუსის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩვენს ბიზნესს უნდა მოხმარებოდა, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდა ზაზას პირადი ბიზნესის განვითარებას ე.წ. „შოურუმების“ მშენებლობას და მცხეთაში სასტუმროს მშენებლობას“, - აღნიშნულია ყიფიანის ჩვენებაში.

 

ასევე გამომძიებლის კიხვაზე: კონკრეტულად რა მიზნით და ვისი დავალებით გაყვა ასანიძეს, ქურდაძეს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს 2016 წლის 21-22 აპრილს „თი ბი სი ბანკში“, ყიფიანი პასუხობს: „ზაზა ოქუაშვილი 2016 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა ლონდონში. წასვლამდე მან მთხოვა დავხმარებოდი ბიჭებს (ომეგას თანამშრომლებს) კომპანიის მართვაში, სახელმწიფო და საბანკო სექტორთან ურთიერთობაში, რათა წარმოების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეშლოდა. იმ პერიოდისათვის ზაზას სურვილი იყო მოეხდინა ინვესტირება „ომეგა მოტორსის“ საქმიანობის სფეროში. ამ მიზნით მიმდინარეობდა „მაზერატის შოურუმის“ რემონტი, რომ მომხდარიყო ავტომანქანების ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება. სწორედ ამ საქმიანობისათვის თვალის დევნება მთხოვა ზაზამ, მანვე მითხრა, რომ ინვესტირებისათვის მოახდენდა თანხის ჩარიცხვას და ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხა იყო მთხოვა გავყოლოდი ბიჭებს (ქურდაძეს, ასანიძეს), რომ ბანკში რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ“, - აღნიშნავს ყიფიანი ჩვენებაში. ამავე ჩვენებაში ყიფიანი ამბობს, რომ „თანხა ანგარიშზე იქნა მობილიზებული უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის მიერ“. „რა თანხა იყო და რომელი ბიზნესიდან მიღებული იყო ეს თანხა, ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება თანხის გატანას, როგორც მოგახსენეთ, ბანკმა უზრუნველყო ჩვენთვის თანხის გადმოცემა და ამ პროცესში სხვას არავის, გარდა კომპანიის დირექტორებისა: ხაჩიშვილის და ფანქველაშვილისა, მონაწილეობა არ მიუღია. არავის მხარდაჭერა ამ საკითხში არ გვჭირდებოდა, რადგან კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული და ამ კომპანიის დირექტორები იყვნენ მისულები თანხის წასაღებად. შესაბამისად, თანხის არგაცემის სამართლებრივი საფუძველი ბანკს არ გააჩნდა“, - აღნიშნავს ჩვენებაში ყიფიანი.

 

ამავე ჩვენების თანახმად, ყიფიანს არც ბანკში ყოფნისას და არც მანამდე დასახელებულ პირებთან რაიმე სახის კომუნიკაცია თანხის გატანასთან დაკავშირებით არ ჰქონია. „ომეგას“ წარმომადგენლებს, როგორც ვიცი, არ ჰქონიათ კომუნიკაცია, რადგან ის პირები, ვინც ბანკში ვიყავით, როგორც ვიცი, ხაზარაძეს და ბუცხრიკიძეს არ იცნობენ“, - აღნიშნულია ყიფიანის ჩვენებაში. ყიფიანი ასევე დეტალურად იხსენებს თანხის გატანის პერიოდს და იმ პირებს, რომლებმაც ფული წაიღო.

 

 





მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა მთვარისა ნავერიანის მკვლელობა სცადა
ოპოზიციური გაერთიანების სარჩელი, რომლითაც ისინი სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
წერეთლის გამზირზე, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადასულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა
საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი დააკავეს - აქედან 10 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის, ორი - „კანონიერი ქურდი“
პროკურატურა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძისთვის უვადო პატიმრობის მისჯის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
„ვაკეში, ჭავჭავაძის 20-ში, „ოცნების“ ოფისი გაქურდეს - ოფისში ხელფასების დასარიგებელი ფული იყო და სულ წაიღეს“
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს
ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
„მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, იპოთეკარი კალანდაძე დაკმაყოფილდა სრულად, რაც ბახტაძეების ოჯახის დიდსულოვნებასა და კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს“
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს
მცხეთასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
სკანდალური კადრები - ორმხრივი სროლა კაფე "სტრადაში", პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და დაჭრილი მეგობარი გოგო
არჩილ ტატუნაშვილის მამა იმედოვნებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მისი შვილის მკვლელების მიმართ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს
შსს-მ წელს116 ნარკორეალიზატორი დააკავა - დღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 6:3–ზე და მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე და მანანა კობახიძე წავიდნენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ“
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის შენობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება