„2015 წელს არანაირი პრობლემა არ არსებობდა, პრობლემები დაიწყო 2016 წლიდან“

2015 წელს არანაირი პრობლემა არ არსებობდა, პრობლემები დაიწყო 2016 წლიდან. ბანკიდან ამ თანხის გამოტანა არანაირად არ უკავშირდება თამბაქოს წარმოებას, - ამის შესახებ „ომეგა 2“-ის დირექტორმა გიორგი ქურდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიაში ყოველთვის საბანკო გადარიცხვებით მიმდინარეობდა მუშაობა და მისთვის გაურკვეველია, რატომ მოხდა თანხის ე.წ. ქეშად გამოტანა ბანკიდან 2016 წელს.

 

„ვიდრე ბატონი ლევანი გახდებოდა ჩვენი თანამშრომელი, ძალიან კარგად ფუნქციონირებდა კომპანია, თანხებიც ირიცხებოდა. მშენებლობა მიდიოდა, შენდებოდა „მაზერატის“ შოურუმი. 2015 წელს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ეს პრობლემები დაიწყო 2016 წლიდან. ამ თანხის გამოტანა არანაირად არ უკავშირდება თამბაქოს წარმოებას. თვითონ ლევანი საუბრობს, რომ ეს თანხები საჭირო იყო იმისთვის, რომ მიმდინარეობდა რემონტი „მაზერატის“ შოურუმში და „ჯენერალ მოტორსის“ შოურუმში. ამ მშენებლობას ლევანის მხრიდან არანაირი დახმარება არ სჭირდებოდა, ჩვეულებრივად მუშაობდა კომპანია. თანხა ჩაირიცხა უშუალოს ბატონი ლევანის მოთხოვნით იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიმდინარეობდა. ეს თანხა არ იყო ჩარიცხული მშენებლობისთვის, ეს იყო იმისთვის, რომ ლევანს ეს თანხა წაეღო ქეშად და მიეტანა იქ, სადაც მიიტანა. თან ეს თანხა ირიცხება რაღაც ახალ კომპანიაზე და იქიდან გამოდის ეს თანხა, რატომ, როცა მშენებლობას სხვა კომპანია აწარმოებდა?! თან ჩვენ გადარიცხვის სისტემით ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.





მსგავსი სიახლეები
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიებების გამო ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება
51-ე საჯარო სკოლაში მოზარდები კვლავ დანებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - სისხლიანი ბოლო ზარი
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს
„ვინაიდან „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი საკუთარი ქმედებით ხელს უშლიდა ხმის დათვლის პროცესს, კომისიამ მას უბანი დაატოვებინა“
ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს
„5 პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები - გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე“
„ადმინისტრაციულით გამომიშვეს - წითლიძემაც მომაყენა შეურაცხყოფა და მეც მივაყენე“
ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, მდინარესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტ ლევან თორიას ზუგდიდის სასამართლომ 3000 ლარი გირაო შეუფარდა
პოლიციამ თბილისში ყალბი 500-ევროიანების გასაღების ფაქტზე უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამედიცინო საქმიანობის დროს პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა დაისჯება ათასი ლარით, განმეორებისას - ორი ათასი ლარით
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილობრივი ტელევიზიის წამყვან ლევან თორიასთან ერთად, პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მისცეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს
საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა
ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეფარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა