ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თიბისის მხარდაჭერით, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში" გაიმართა

ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე, თიბისის მხარდაჭერით, ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის - მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi" პრეზენტაცია შედგა.

 

1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი და პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმის" წევრი - მარტინ პარი საქართველოს თბილისის მერიის მოწვევით  2018 წლის ივნისში მესამედ ესტუმრა. წიგნი ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და  ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან - „Prestel Publishing"-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცა. წიგნში ასევე შევიდა პარის 2009 წელს თბლისში გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის. პრეზენტაციის მოდერატორი და წარმდგენი ომის ცნობილი ფოტოგრაფი, „Magnum Photos" პრეზიდენტი - თომას დვორჟაკი იყო.

 

მარტინ პარიმ  ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტო Magnum Photos-ს ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.

 

პარალელურად, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში" გაიხსნა. ექსპოზიცია 71 წლის მანძილზე, მაგნუმის წევრი ისეთი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრენსონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი.  ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო Magnum Photos. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს. მოგვიანებით, აღნიშნული ექსპოზიცია თიბისისა და თბილისის მერიის ინიციატივით თბილისს გადმოეცემა და გამოფენის ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.

 

Magnum Photos ფოტოგრაფიული კოოპერატივია, რომელიც თავად წევრ ფოტოგრაფებს ეკუთვნის. „მაგნუმის" ფოტოგრაფები ძლიერი ინდივიდუალური ხედვით აღწერენ მსოფლიოს, ადამიანებს, მოვლენებსა და პრობლემებს. 4 სარედაქციო ოფისით ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში და 15 ქვესააგენტოს ქსელით, Magnum Photos ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლობებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სააგენტოს ბიბლიოთეკა ცოცხალი არქივია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიწოდებული ნამუშევრებით ყოველდღიურად ახლდება.

 

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პავილიონი 9 ოქტომბერს გაიხსნა. ქართული პროგრამა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით - Georgia Made by Characters – „ანბანით მოთხრობილი საქართველო" წარდგა. კვირეულის ფარგლებში, პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

 

 





მსგავსი სიახლეები
„ორ­მო­ცის გახ­დე­ბა ახლა, ჩემ­ზე ათი წლით უფ­რო­სია - ფან­ტას­ტი­კუ­რი შეგ­რძნე­ბაა, ორი დედა გყავს, გიფრ­თხილ­დე­ბი­ან და ძა­ლი­ან მა­გა­რია“ - გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის ახლი სიყვარული
გათავისუფლებული თანამშრომლები ტელეკომპანია „იბერიასთან“ ხვალ გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ
სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა, ჯამში 180 000 ლარი შესწირეს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თიბისი სტატუსის დახმარებით თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია
ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობა თიბისის თანამშრომლება მიიღეს
"ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეზე - შევაგინე და მერე ხელი დამარტყა... გამლახეს" - რუსთავი 2 ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს
"შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და მისი არსებული დიზაინით დასრულება იყო სრულიად მიუღებელი"
"ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი" - კახა კალაძე
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
რესპუბლიკის მოედანზე საწვავზე ფასების დაკლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი კლდიდან გადმოვარდა
„სიმართლე ღვთისაგან მოდის, ურჯულოება ბოროტისაგან და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივიღებთ, სიმართლეს თუ ურჯულოებას“
რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია
„იცით, რომ ერაყში არის სოფელი რუისი? თუ არ იცოდით, მომისმინეთ“
„გუშინწინ 19 წლის ბიჭი მოიყანეს მკვდარი, სავარაუდოდ, ნარკოკომით, გუშინ - 35 წლის ბიჭი, თითქმის მკვდარი და ნამდვილად ნარკოკომით! გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ“
ძველ თბილისსა და საბურთალოზე პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმის განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესება ძლიერ სტრესს უკავშირდება
„მისი დამსახურებით ხარ ცოცხალი შენც და ის 200 000 ადამიანიც, რომლებიც დაავადებულები იყავით და ხართ ც ჰეპატიტით და გადაგარჩინათ ამ ახალგაზრდა კაცის გურულმა გამჭრიახობამ“