დღეიდან ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი

მომსახურების სააგენტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის წესში ცვლილება განახორციელა. ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში.

 

ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებელია, რომ იგი მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, 1 წლის განმავლობაში.

 

აღნიშნული რეგულაცია შეესაბამება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს (2006/126/EC) დირექტივას და იგი ხელს შეუწყობს ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის პროცესში თანაბარი მიდგომის ჩამოყალიბებას.

 

საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს:

 

• განცხადება

• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

• უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა

• კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის არარსებობის ფაქტს)

• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

• მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა





მსგავსი სიახლეები
„საკონცერტო დარბაზი თქვენ არ გინდათ! დენდროპარკი თქვენ არ გინდათ! უნივერსიტეტი თქვენ არ გინდათ! ხაჭაპური გინდათ?! “
ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა და ქვები გზის სავალ ნაწილზე ჩამოიყარა
"ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ"
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს
სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ
"მინდა, აღსაზრდელების მშობლებს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს"
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება
„მარგველამ და სალომემ ხომ სულ კალთები დაგახიეს, არიქა, დაგვკიდეთ კაბინეტებშიო - ჩვენსას არ ვიმჩნევთ, სამაგიეროდ, დავინახეთ ზელენსკი!“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
"არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს"
NDI კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს
NDI კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს
გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე
საზოგადოება ზარალდება პოლიტიკური ურთიერთბრალდების პროცესით
კალა-უშგულის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
„ბიძინას ხელფასზე შენი ოჯახი იჯდა, შენი ძმის ოპერაციის ფული პრემიერმა ღარიბაშვილმა გადაგიხადა და ვინაა მათხოვარი, ქალოოო“
19 მა­ისს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი თა­მარ ნე­ფა­რი­ძე იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ტრენ­ტო­ში ტბა­ში გა­ყი­ნუ­ლი იპო­ვეს
„შავგულიძე გვერდით უდგას ბოკერიას! ბოკერიამ შექმნა მურუსიძე! მურუსიძე იყო "პეშკა"! ბოკერია იყო სისტემის სათავეებთან! - "პეშკა" მურუსიძე რატომ არის "გველეშაპ" ბოკერიაზე მეტი ბოროტება?“
„რამდენიმე ათწლეული ვმუშაობდი საპასუხისმგებლო ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციაში - მქონდა და მაქვს მაღალი ანაზღაურება და შემიძლია მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა“
თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ