"საქართველოსთვის ახალი დიდგორი იწყება, ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ"

ეს არჩევნები ბრძოლაა არამხოლოდ კონკურენტებს შორის, არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, - ამის შესახებქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ საქართველომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში თავისი ადგილი დაიბრუნოს.

 

„საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რახან საქართველო პატარა ქვეყანაა და მითუმეტეს ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს, ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიც დაფუძნებული არის სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანა შეიძლება გახლიჩოს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის მიუხედავად ადამიანების თანაცხოვრება ისე, რომ შიგნით არასდროს მომხდარა დაპირისპირება. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელზეც მაგალითად, ისრაელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ბოდიში მოსახდელი ისრაელის და ებრაელების მიმართ, ეს არის საქართველო, რადგან დანაშაული ამ კუთხით მას არასდროს ჩაუდენია. ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა მსოფლიოში, რადგან პრაქტიკულად ყველგან იყო ასეთი გამოვლინებები. ასევე, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი ისტორიული განძი, რომლითაც მოვდივართ.


ყველა გამოვლინება, ძალადობის, სიძულვილის, დაპირისპირების არის ამ განძის მიმართ დანაშაული, საქართველოს იდენტობის მიმართ დანაშაული. დღეს ვართ, ადგილზე, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ ერთად. ჩვენ ამით ტოლერანტობის და ერთმანეთის პატივისცემის გზაზე მივდივართ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს. პირიქით, ამაზე უნდა ავაშენოთ მომავალი საქართველო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის იქნება ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი.

 

„მე მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ბრძოლაა არამხოლოდ კონკურენტებს შორის, არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის. ეს არჩევანი ყველას გასაკეთებელია. თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ქვეყანა გინდათ თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. მე ამ სტაბილურობის გარანტი ვიქნები, თუ თქვენს ნდობას დავიმსახურებ, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ერთად საქართველოსთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
როგორ ცდილობდნენ კუდ-ის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრების გადაბირებას - რას ყვებიან მოწმეები
„ლაივი, რა თქმა უნდა, არ იქნება - არ არის ივანიშვილი დიდი ინტერესის სფერო“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს
ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე, სავარაუდოდ, ვერ წავა
რატომ მალავს გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა წარსულს - ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი და პირველი ცოლი
„ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ინფორმაცია "ევროპულ საქართველოს" ან ვერ ექნება, ან უნდა თქვან, რომ რუსეთისგან აქვთ“
„ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ აფარებთ ხელს, რადგან ერთი ოჯახი ხართ“
„არავინ ისე არ ეზიზღებოდა ბიძინა ივანიშვილს და არავისი ისე არ ეშინოდა, როგორც ბადრის - თუ ვინმე ფულის გადამხდელი იყო ბადრის მკვლელობაში, იყო ბიძინა ივანიშვილი“
"თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს, მე პირადად, მეორე დღესვე წავალ საქართველოდან სამუდამოდ!" - ისე, ბიძინ, რამდენს უხდი გვარამიას ამეებში?“
“დღევანდელი დღის ემოცია დიდხანს გამყვება” - „ქართული ოცნების“ ყოფილები და ნინო ანანიაშვილი
პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატმა საკუთარ კანდიდატურა კახა კუკავას სასარგებლოდ მოხსნა
„მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე, ვბრძანებ და ორი წერტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა“
„ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას და ამას უნდა ვუთხრათ არა, რათა არ ვიყოთ ციყვივით, რომელიც ერთ ადგილზე ბორბალს ატრიალებს და ჰგონია, რომ წინ მიდის“
„თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება, შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი“
„ჩართონ რა ვანო მერაბიშვილი ციხიდან პირდაპირ ეთერში, თუ სიცილია, სიცილი იყოს“
„დავით ბაქრაძე ვაზელინის ჩვეული მაკიაჟით - მონის ყურებამდე გაწელილი ღიმილი!“
„თქვენი "როჟები" სანამ იქნება ტელევიზორებში, მანამ "ოცნება" ურყევია - ასეა ეს“
„მიხეილ სააკაშვილი და სერგეი ფესენკო - ФСБ-ს რეზიდენტი კიევში, მეტსახელად "ფრანცუზი" და სერიული მკვლელი“
„მიშას მობრუნების ეშინია ხალხსო, ამას როგორ ამბობ, შე ქოცო?! თუკი ვინმესი ეშინია ხალხს, ეს გიჟთამარას პარტიის იდეოლოგიაა”
„გაძლევთ ბოლო შანსს, რომ დაქოქოთ ეს ქვეყანა, გააქროთ ყოველგვარი კითხვის ნიშანი კორუფციაზე, “ხელშეუხებელ ბიზნესმენებზე”, უნიათობასა და ჯანდაბაზე, კიდევ გაქვთ ამისი რესურსი და გაინძერით!“