25 წლის ვიტალი საფაროვი სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს

ჩართულობის და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სადაც მუშაობდა 30 სექტემბერს მოკლული ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ძალადობა ქსენოფობიურ ნიადაგზე მოხდა.


"ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე. როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად ავრცელებს.

 

ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რადგან "ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო".

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციითვე, საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე პირი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია. მოკლულის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

 

"ამ დროისთვის გამოძიების მიმდინარეობისას არსებობს რიგი გარემოებები, რაც იწვევს შეშფოთებას. კერძოდ, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით. 

 

"მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, თუ რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი, იკვეთება თუ არა სიძულვილის მოტივი. აღნიშნულის დადგენა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

 

25 წლის ვიტალი საფაროვი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობის და განვითარების ცენტრში" მუშაობდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ვიტალი საფაროვი მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 

 

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნავენ შსს-ში.





მსგავსი სიახლეები
„გგონიათ მამუკა ხაზარაძე თავისით გადადგა? აქციონერთა საბჭომ შეწყვიტა სასამართლო დავა და საბჭომვე გამოუცხადა მმართველობას, დაეტოვებინათ პოსტები“
თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზვიად კუპრავას პატიმრობა გირაოს პირობების დარღვევის გამო შეეფარდა
საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
ვერცხლის ქუჩის მკვლელობის ახალი დეტალები - ზვიად ჯაფარიძეს Volkswagen-ის მარკის ავტომობილიდან ალექსანდრე ბიძინაშვილმა 7-ჯერ ესროლა, იმ ადამიანის ძმამ, ვინც მანამდე ჯაფარიძემ დაჭრა
ინგლისის სასამართლოში - “რომან ფიფია BGEO PLC ჯგუფის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
შსს-მ პატრულ-ინსპექტორი დააკავა
„მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება ყველაზე შემზარავი სცენარით - უნდა მოეკლათ პატრიარქი და უნდა დაბრალებოდა შორენას, როგორც შემსრულებელს და ხელისუფლებას - როგორც დამკვეთს“
„ველოდები ზვიად კუპრავას დაკავებას“ - კუპრავა კი გამომძიებელთან მისვლას არ აპირებს
ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი - მას ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული
„არამოსამართლე წევრების ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ყოვლად უსაფუძვლოა“
„ეთიკური და კონსტიტუციური სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, იუსტიციის საბჭო საზოგადოებასთან დიდ კონფლიქტში შევიდა“
„ახლა აღარ მოწონს რუსთავი 2-ად წოდებული ბოროტების ბუდე, მოსამართლე ალანიას - ჯერ სად ხართ, თქვენო ღირსებავ, ჯერ სად ხართ!“
„რომ არ დაგვბრალდეს, სასამართლო თავისუფალი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ ღინისძიებებს ახორციელებს, შესაძლოა, ჩვენ უბრალოდ, დასაბუთებული განცხადებით შემოვიფარგლოთ“
„როგორც პარლამენტარი მივესალმები "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას, ამ პროცესში ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს“
„17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში“ - მოთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თიბისი-ს დამფუძნებლებს წილების დათმობა?
"TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, თბილისში, 1998 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება სისხლის სამართლის წესით დაისჯება
რა ეღირება სავალდებულო დაზღვევის პაკეტები ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით