გამოქვეყნდა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინული მედია აქვეყნებს.

 

„მისი უწმინდესობის, მოსფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 9-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით შეიკრიბა წმინდა სინოდი. წმინდა სინოდმა სრულად და ხანგრძლივად განიხილა უკრაინაში უკრაინის საეკლესიო საქმე, პატრიარქის ეგზარქების, მისი უწმინდესობის, პამფილიის არქიეპისკოპოსი დანიელის და ედმონტონის ეპისკოპოსის, ილარიონის თანდასწრებით და ფართო განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება:

1) დადასტურდეს უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო შეუდგეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.

2) აღდგეს დღეისთვის კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტაუროპეგია, უკრაინაში ერთ-ერთი მრავალი სტაუროპეგია, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა.

3) მივიღოთ და განვიხილოთ აპელაციის შესახებ ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩის და მათი მიმდევრების თხოვნა, რომლებიც აღმოჩნდნენ სქიზმაში არა დოგმატური მიზეზებით. კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური პრეროგატივების შესაბამისად მიღებული იყოს ასეთი მიმართვები იერარქებისგან და სხვა მღვდელმსახურებისგან ყველა ავტოკეფალური ეკლესიებიდან. ამგვარად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგნენ თავის საეპისკოპოსო ან სამღვდელო პატივში, ასევე აღდგა მათივე ერთგული ადამიანების ურთიერთობა ეკლესიასთან.

4) გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის ვალდებულება, რომელიც გაიცა იმ დროისთვის არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც იკონომიით მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას, ხელი დაესხა უკრაინის მიტროპოლიტისთვის, რომელიც აირჩეოდა სასულიერო პირთა და მისი ეპარქიის მორწმუნეთა კრებაზე, რომელსაც უნდა მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი ყველა ღვთისმსახურების დროს, ეღიარებინა და დაედასტურებინა თავისი კანონიკური დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიისადმი.

5) მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ქონების მიტაცებისგან, ასევე სხვა ძალისმიერი ქმედებებისა და შურისძიებისგან, რათა გაიმარჯვოს ქრისტეს სიყვარულმა და მშვიდობამ.





მსგავსი სიახლეები
სტრასბურგის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა
„ერთიანი ადგილობრივი ეკლესია, რომელიც უკრაინაში იქმნება, შეუძლებელია, ღმერთისგან იყოს, რადგან ის ღვარძლსა და სიძულვილზე შენდება“
„ჩვენ გვინდა ტრამპი!” - მიყვარს საფრანგეთი”
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
პარიზში საპროტესტო აქციების დროს შეტაკებისას 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია
94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა
"ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, წარმატებები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში"
"გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან!" - პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს
ავღანეთში აფეთქებისას ნატოს სამი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაიჭრა
"უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის" - ვლადიმერ პუტინი
"მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს..." - უკრაინის პატრიარქი - რუსეთს
"მივმართავ ძმების მკვლელებს, გონს მოეგეთ, დამალეთ ხმლები და სახლებში დაბრუნდით"- უკრაინის პატრიარქი
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მხარი დაუჭირა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას
საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭო შეიკრიბა
რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს
პარიზში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც საწვავის ფასს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
"აშშ ევროპაში რუსეთის საზღვრებთან სახიფათო სამხედრო საქმიანობას აქეზებს"
"ტრამპის პოზიცია, "რაც არ უნდა მოხდეს თვალებს დავხუჭავ", არასწორია, ყველაფერი ფულის მეშვეობით არ წყდება"
ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის ექვსი პირი დააკავეს
"საჭიროა ევროპული არმიის შექმნა"–ემანუელ მაკრონი