ბრიტანული "Fear Group"-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group"-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა. კერძოდ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტივენ ფეარის ინტერესია, ინვესტირება განახორციელოს სამთო-მოპოვებით სექტორში, ასევე საცალო ვაჭრობაში და ადგილობრივ ბაზარზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი შემოიყვანოს.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სტივენ ფეარის შვილი და პარტნიორი ლეონ ფეარი. აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და წიაღის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი.

 

საქართველოში სტივენ ფეარი ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების ასოციაციასა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც 8 – 13 ოქტომბერს გაიმართა.





მსგავსი სიახლეები
სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „დორანი ფერმა“ აშენდა
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები, შესაძლოა, ისევ შეამსუბუქონ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 მარტის 17:00 საათისთვის
„ანაკლიაში ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილიდან, თუმცა პროექტირება 60%-ით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია“
საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მარტის 17:00 საათისთვის
"თქვენ, ორ წელში გზას მიიყვანთ პორტამდე?! რკინიგზას ააშენებთ?"
„ანაკლიის პორტს არ დავთმობთ, ბევრი ბერკეტი გვაქვს და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე“
თბილისში გამოფენა „დამზადებულია ბელარუსში“ და ბიზნეს ფორუმი გაიმართა
ვითიბი ბანკისა და ტოიოტა ცენტრს თბილისის ერთობლივი შეთავაზება
„მთავრობა მაქსიმალურად იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის განხორციელებით - ასე კონკურსს შალიკოც მოიგებდა ხვინგიაძე!“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერა მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება"
"ბელარუსთან ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, საუბარი იმაზეა, როგორ შეიძლება თანამშრომლობა გავამყაროთ" - გიორგი ქობულია
„ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე