მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება

მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის თქმით, როგორც სუბელიანი განმარტავს, მან აღნიშნული დაზიანებები 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია ექიმის ჟურნალშიც და იგი ამ კონკრეტულ ინციდენტში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავს. მისივე ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან საუბარი ასევე შეეხო გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებსაც და აღნიშნავს, რომ სუბელიანი მსგავს საუბრებს უარყოფს.

„მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიის სასუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, ცემა, თუმცა მას აღენიშნება დაზიაენებები ორივე ქვედა კიდურის არეში, იდაყვთან და კისრის მიდამოში, ეს იყო მცირედი სიწითლეები, რაზეც განაცხადა, რომ მან ეს დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც სუიციდის მცდელობა განახორციელა. ასევე შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერს გაკეთებულია 15 ოქტომბერს, როდესაც მან სუიციდის მცდელობა განახორციელა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.





მსგავსი სიახლეები
7 არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე ახალციხეში დააკავეს
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოში გადაიყვანეს
ადვოკატები მალხაზ კობაურის საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას მოითხოვენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა
‘‘სამართლიანი არჩევნები’’ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ 10 დღის ვადაში უნდა დადონ ანგარიში, თუ როგორ ასრულებენ ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს
„ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას - უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება“
სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა
სოფელ აწყურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი პირი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია
„სკანდალებზე მონადირე “ მედიასაშუალებების გასაკვირად უნდა აღინიშნოს, რომ ფარცხალაძის სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად მოსამართლეც და პროცესში მონაწილე სხვა პირები“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა
პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
ირაკლი ფირცხალავამ მსჯავრდებულს ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა
ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა
სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა
ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა
გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლები ბრალდებულის მათთვის გადაცემას და ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ