პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა

პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



"2018 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ლამბალოში 17 წლის ჰ.მ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩატარდა.



17 წლის არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში, დაუყოვნებლივ ჩართული იქნა სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT-ის ფსიქოლოგი, რომლებმაც რეკომენდაცია გასცეს არასრულწლოვნის გამოკითხვის თაობაზე. არასრულწლოვანს, ასევე, გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც გამოძიების ადგილზე იმყოფებოდა.



გამოკითხვა ჩატარდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით.



არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება."- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
7 არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე ახალციხეში დააკავეს
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოში გადაიყვანეს
ადვოკატები მალხაზ კობაურის საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას მოითხოვენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა
‘‘სამართლიანი არჩევნები’’ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ 10 დღის ვადაში უნდა დადონ ანგარიში, თუ როგორ ასრულებენ ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს
„ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას - უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება“
სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა
სოფელ აწყურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი პირი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია
„სკანდალებზე მონადირე “ მედიასაშუალებების გასაკვირად უნდა აღინიშნოს, რომ ფარცხალაძის სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად მოსამართლეც და პროცესში მონაწილე სხვა პირები“
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა
პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
ირაკლი ფირცხალავამ მსჯავრდებულს ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა
ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა
სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა
ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარედგინა
გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლები ბრალდებულის მათთვის გადაცემას და ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ