იტალიაში 71 არალეგალი მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ტალიაში არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ბრალდებული ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს.

 

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, იტალიელმა სამართალდამცველებმა ქართველები მაშინ დააკავეს, როცა 14-მეტრიანი ნავით, იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ლეჩეს პროვინციაში ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისაკენ აიღეს გეზი. ნავში 71 არალეგალი იმყოფებოდა, რომლებიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, პაკისტანელები არიან.

 

როგორც Ambebi.ge წერს, კარაბინერებისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მოხდა ნავის კონფისკაცია და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანა, სადაც ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

 

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, იმ კონკრეტულ მომენტში სანაპიროზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამავე ბრალდებით ეს ქართველების დაკავების მესამე შემთხვევაა.





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლი დაჭრა, დააკავა
ხაშურის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელსაც ქმარმა დანით ჭრილობები მიაყენა
რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაითხოვეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა
ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს
ბრაკონიერებმა გურჯაანში გარემოს დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს
"შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 43% კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა" - აუდიტი
"მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასატარებლად შესყიდული 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება გამოუყენებელია"
„როგორც იქნა, მივაგენი სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორებს - ხოდა, როცა მურუსიძეს იყვირებთ, ეს გვარები არ გამომიტოვოთ!“
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა
ლევან კობერიძემ პარლამენტს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში, შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზოს
"პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს" - ნინო ლომჯარია
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
შსს-მ პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე მამა-შვილი დააკავა
დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძის გამოკითხვა დასრულდა
აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზე ჩაუტარებენ
"ხალხი, ვინც ამ საკითხებს უნდა წყვეტდეს ერთმანეთის წარსულიდან სიბინძურის გამომზეურებით არის დაკავებული"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კომპანია „აიისამ“, პროტესტის ნიშნად, ახლადგამოსულ პრეზერვატივებზე ირაკლი სესიაშვილის ფოტო გამოსახა
შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული