„ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი“

ერთ მხარეს გვაქვს საპარლამენტო კომისიის დასკვნა და მეორე მხარეს გვაქვს პატიმარ მირზა სუბელიანის საუბარი, ფარული ჩანაწერი, საუბრის ფარული ჩანაწერი მის სამ სტუმართან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა გავცეთ ის სამართლებრივი პასუხები, რაც ეკუთვნის ამ ფარულ ჩანაწერებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

 

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმის შესაძლო მოსყიდვაზე, მინისტრის თქმით, თუ იქნება მცირედი დადასტურება მაინც იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, გამოძიება დაიწყება და დამნაშავეები დაისჯებიან.

 

„ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი. ასეთი პრაქტიკა ადრე არ არსებობდა. იქ იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გავაცოცხლეთ. რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამართალდამცავი სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერ რეაგირებას აძლევს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამასთან, შს მინისტრის თქმით, ამოცანაა, რომ იმ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც არსებობს, სამართლებრივი პასუხი გაეცეს, ხოლო შემდგომ მოხდეს მსჯელობა რა დარღვევა განხორციელდა ამა თუ იმ პირისგან. „ერთ მხარეს გვაქვს საპარლამენტო კომისიის დასკვნა და მეორე მხარეს გვაქვს პატიმარ მირზა სუბელიანის საუბარი, ფარული ჩანაწერი. საუბრის ფარული ჩანაწერი მის სამ სტუმართან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ის სამართლებრივი პასუხები, რაც ეკუთვნის ამ ფარულ ჩანაწერს, გავცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, ვიმსჯელოთ, რა ფუნქცია, როლი ან რაიმე დარღვევა განახორციელა ბატონმა შაყულაშვილმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა გუშინ, კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, დავით ცუხიშვილი ამბობს, რომ დეკანოზ შიო მენაბდის შვილის ჩვენების შეცვლა 10 ათასად შეფასდა.





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლი დაჭრა, დააკავა
ხაშურის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელსაც ქმარმა დანით ჭრილობები მიაყენა
რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაითხოვეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა
ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს
ბრაკონიერებმა გურჯაანში გარემოს დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს
"შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 43% კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა" - აუდიტი
"მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასატარებლად შესყიდული 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება გამოუყენებელია"
„როგორც იქნა, მივაგენი სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორებს - ხოდა, როცა მურუსიძეს იყვირებთ, ეს გვარები არ გამომიტოვოთ!“
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა
ლევან კობერიძემ პარლამენტს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში, შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზოს
"პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს" - ნინო ლომჯარია
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
შსს-მ პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე მამა-შვილი დააკავა
დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძის გამოკითხვა დასრულდა
აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზე ჩაუტარებენ
"ხალხი, ვინც ამ საკითხებს უნდა წყვეტდეს ერთმანეთის წარსულიდან სიბინძურის გამომზეურებით არის დაკავებული"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კომპანია „აიისამ“, პროტესტის ნიშნად, ახლადგამოსულ პრეზერვატივებზე ირაკლი სესიაშვილის ფოტო გამოსახა
შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული