"ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეზე - შევაგინე და მერე ხელი დამარტყა... გამლახეს" - რუსთავი 2 ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

რუსთავი 2 "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს.



ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

 

სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და „ომეგას“ სხვა მენეჯერებს უყვება იმასაც, თუ როგორ გაარჩია ეს "ავარია" თავად ბიძინა ივანიშვილმა. ჩანაწერით ირკვევა ისიც, რომ ყიფიანი-ფარცხალაძის კონფლიქტის მოგვარებაში კიდევ არაერთი გავლენიანი პირი იყო ჩართული.

 

ჩანაწერში ლევან ყიფინი დეტალურად ყვება, რომ სარდაფში, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ახლა ოფისი აქვს ის ჩაიყვანეს, მთლაინად გააშიშვლეს და გააკავეს.

 

ყიფიანი ამბობს, რომ ის სცემეს, შემდეგ კი მასთან დაპირისპირების ამბავი ბიძინა ივანიშვილს თავად ფარცხალაძემ უამბო, რის შემდეგაც ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ის ივანიშვილმა დაიბარა და ჰკითხა, რატომ შეაგინა მან ფარცხალაძეს.

 

სრული აუდიო ჩანაწერი:


ლევან ყიფიანი - ხო იცი უკვე ნუ, რო შეატყობს კაცი, აი რაღაც ბოლომდე  აზრი გაიგეს წინასწარ და მაგ იმაზე. იმიტომ გითხარი, რაღაც ძვირი დაგიჯდება-მეთქი ალბათ თქვენც რა ეს ისა რა. რადა, მაგიტომ ვიძახი რა. რაღაცა ჩემ გამო ეხლა რატომ უნდა...

ზაზა ოქუაშვილი -   ლევან მე რა მე,  ვერაფერს  ძვირს  არც ვაპირებ და   ვერც გავქაჩავ

დავით თოლორდავა - არა, ლევან...ძვირი კი არა წესით „ვაფშე“ არაფერი არ უნდა დაუჯდეს, მე ასე ვფიქრობ

ზაზა ოქუაშვილი -  „ვაფშე“ არაფერი არ უნდა დამიჯდეს, გაკეთდეს რესტრუქტურიზაცია,  რაც კანონით, რაც კანონით  ევალებათ და....

დავით თოლორდავა - შენ ალბათ საუბრობ ამ კონკრეტულ ეპიზოდზე, თორემ ვის რა უფლება აქვს შენზე რამე

ზაზა ოქუაშვილი - ეთქვა დათოსთვის ჩარიეო და დაანებოს იმ კაცმა თავიო კაცო, მითხრა ეგ არი, გოგის რომ უთხრა ეგ არი, გასაგებია რომ შენ სხვა ... რაღაცეებია იმის იქით  რა რად უნდა  გოგი,  მაგრამ, იმის იქით არავის პრეტენზია არა აქვს და არავის ის არა აქვს უარყოფითი, მაგ მხრივ მე არავინ მემდურება, რომ

ლევან ყიფიანი - არა, რა არი, იცი? თითქოს რაღაცას აკეთებ, რაღაცა მერე ... მანამდე შარშანაც ვიშრომეთ რაღაცა თუ არ ვიშრომეთ რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცა სიკეთეები გამოიღო და „ვბუქსაობთ“ რა ამ იმაზე, ერთი და იგივეზე. მოდი, რაღაცა დავკეტოთ ეს თემა და რაღაცა ვთქვათ, რომ აი მოდი  კაი მეგობრები დავრჩეთ და

ზაზა ოქუაშვილი - ლევან, ჯერ ადრეა, ადრეა ..  ჯერ ეს    დაკეტვა თუ ადრინდელს​ გულისხმობ, ადრინდელი იცი ხო ძალმომრეობით მოხდა და მილიონები წავიდა...ჩვენგან, ფაქტიურად ყაჩაღობით ხომ?   კაცს დავდევდი, მთელი ღამე ვეძებდით

დავით თოლორდავა - რა? რა სადა, სად,  აზრზე არა ვარ ერთი   დღეს გოგისთან და​ კოკისთან არ ვიკითხე სპეციალურად,  რა ხდება მითხარი, ორი სიტყვით, რა იყო ლევან? რა

ლევან ყიფიანი -  არაფერი, რაღაც უსიამოვნება მომივიდა რა

დავით თოლორდავა - ვისთან?

ლევან ყიფიანი - ფარცხალაძე როა

დავით თოლორდავა - ჰო, ვიცი, ის რომ იყო მინისტრი და მერე რა, რამე ფიზიკური?

ლევან ყიფიანი - ჰო, ფიზიკურად... შევაგინე და მერე ხელი დამარტყა და რაღაცა

დავით თოლორდავა - შეაგინე იმას და იმან ხელი და მერე შენ დაარტყი?

ლევან ყიფიანი -- ვეღარ მოვასწარი

დავით თოლორდავა - ნუ ე.ი. იმის ქვეშ მაინც არა ხარ

ლევან ყიფიანი - ხო, მარა შევრიგდით და

დავით თოლორდავა - სარდაფში რა გინდოდა?

ლევან ყიფიანი - რაღაც ოფისი აქვს რა

ზაზა ოქუაშვილი - სპეციალური ოფისია, თუ ჭკვიანად არ მოიქეცი, შენც მოხვდები იქა

დავით თოლორდავა - ა, მოგიტაცეს?

ლევან ყიფიანი  - არა, ჩემი ფეხით მივედი კაცო, ზაზას რაღაცისთვის, ზაზა ვერ მოდის მეთქი-რა

დავით თოლორდავა - და ჩაგსვეს იქა?

ლევან ყიფიანი - ხოდა, რაღაცა ისე მოხდა, მერე მოვიდა რა ის ბიჭი, ძმაკაცი  მაგისი,  მეო არ ვიცოდიო, რაღაცაო, არ დამიჯერაო რაღაც , შემაგინეო რა, შემაგინეო

დავით თოლორდავა - ფარცხალაძემ? მერე კიდევ შეგეგინებინა

ზაზა ოქუაშვილი - მიზეზი გინება ხომ არ იყო იცი....

დავით თოლორდავა - ჰო რა თქმა უნდა, გავიგე, ეს ისე ხუმრობით ვიძახი

ლევან ყიფიანი - მანამდე ზაზასთან ჰქონდა საუბარი, ზაზა მიხვდა რაღაცას და  აიცილა თავიდან,და მერე მე შევასკდი

დავით თოლორდავა - მოიცა, დაგარტყა თუ მერე გაგაკავეს და გაგლახეს

ლევან ყიფიანი - გამლახეს რა

დავით თოლორდავა - გაგაჩერეს, გაგაკავეს? ვა რა ნაგლი ყოფილა ხედავ ფარცხალაძე

ლევან ყიფიანი - რაც იყო ეხლა ჩხუბში, ცემა...

დავით თოლორდავა - რომ გირტყამდა, არ აგინებდი?

ლევან ყიფიანი - ვაგინებდი, მაგინებდა ------

ზაზა ოქუაშვილი - ეხლა არ გამაგიჟოო, ხო ერთმა თქვა ხო?

დავით თოლორდავა - რაო, რაო?

ზაზა ოქუაშვილი - დავცის წევრმა, გაგიჟდა ეს, ლევანს რეაქცია ჰქონდა და ეხლა ჩვენ არ გაგვაგიჟოო. ცირკი ეგ იყო, პრემიერი ნახა და პრემიერმა გაუკეთა იმას

ლევან ყიფიანი - პრემიერი ვერ არის იმასთან კარგად

დავით თოლორდავა - ფარცხალაძესთან ?                                               

ზაზა ოქუაშვილი - იმასთან ვერ არის, მარა მიდიო უთხრა და წინასწარ ფული მისცა   და ყველაფერი

დავით თოლორდავა - რაც უნდა მომხდარიყო

ზაზა ოქუაშვილი - მაგას არც არავინ აპირებდა, ჩაიწერეო, არც არავინ აპირებდა, მაგან იმან იფიქრა ჩასაწერად მოვიდაო. გაგიჟებული

დავით თოლორდავა - ა, იმან იფიქრა, ხომ? ფარცხალაძემ

ლევან ყიფიანი - ხო

დავით თოლორდავა - უიმე „გაგშმონეს“?

ზაზა ოქუაშვილი -გაშმონეს კი არა გააძრეს აბსოლიტურ..., გახადეს, ეძებდნენ იმას სად ჰქონდა  დამალული მთლიანად, მთელ ტანსაცმელში

დავით თოლორდავა - აპარატურა, ჩამწერი

ლევან ყიფიანი - არც მიფიქრია

ზაზა ოქუაშვილი - გახადეს რა სულ

დავით თოლორდავა - ვააა

დავით თოლორდავა - ძველი ბიჭი ყოფილა

ზაზა ოქუაშვილი - ბიჭო ეხლა აბა, ბიძინასგან თუ მხარდაჭერა გაქვს.... .რა პრობლემაა

დათო თოლორდავა - ხო

ლევან ყიფიანი - ნუ არა, მორჩა

დავით თოლორდავა - შერიგდით მერე?

ლევან ყიფიანი - კი, კი

დავით თოლორდავა-  „ნიჩევო“

ლევან ყიფიანი - ჩაერია, ბიძინა ჩაერია

დავით თოლორდავა - ბიძინამ გაიგო, ხომ ეგ ამბავი?

ლევან ყიფიანი - ბიძინამ ხო, რატომ შეაგინეო?

დავით თოლორდავა - რატომ შეაგინეო?

ზაზა ოქუაშვილი - რატომ შეაგინეო, ამიტომ  გადაიხადეო

დავით თოლორდავა - რატო დაგარტყაო ის არ უთქვია, რატომ შეაგინეო?

ლევან ყიფიანი - არა პირველი რიგში შენ შეაგინეო

დავით თოლორდავა - გიჩივლა იმან შემაგინაო და იმიტოო

 

ლევან ყიფიანი - არა, მერე უსიამოვნება, მე ვერ დავიჯერე, როგორც იმათაც არ ჯეროდათ, რომ ჩვენ  რო...  მე ვიყავი ბიძანა"





მსგავსი სიახლეები
ხვალიდან Tbilisi Open Air იწყება
“Tbilisi Open Air”-ზე დამსწრეთათვის ლისის ტბის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს:
„მახაჩ, წითელი თუ მწვანე? დააკონკრეტე რაზე მეკითხები, თორე ცუდი დროა“
„7 წლის "ტრანსი-ბავშვი" "ღირსების აღლუმზე"?! - ბავშვებით თამაში იდიოტი მშობლების ხელში, რომლებზეც გავლენა მოახდინა ლგბტ-დიქტატურამ, არის და იქნება სახელწიფოს დამარცხება!“
„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა
„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა
„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები" - ლევან ვასაძე
საპატრიარქო LGBT-პრაიდთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება
"მე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება" -ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდზე“
დღეს ლომისობაა
თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს
„მივმართავ ხელისუფლებას - მაქსიმალურად იმუშავეთ დიპლომატიურ მისიებთან, რათა არ ჩაერიონ ამ პროვოკაციაში - მაქსიმალურად იმუშავეთ მთავარი პროვოკატორების გამოსავლენად“
„პრაიდიც და ანტიპრაიდიც გამიზნულია არეულობის შესაქმნელად, საქართველოსთვის სანქციების დასაწესებლად - ეს რუსეთს რომ აწყობს, მესმის, მაგრამ აქაურ პოლიტსპექტრს რომ გაწყობთ, ესაა სამარცხვინო“
19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას უმასპინძლებს
„ნუ გგონია, რომ პიდარასტების თემა უმნიშვნელოა - უმნიშვნელო იქნებოდა ლომჯარია რომ არ ყოფილიყო სახალხო დამცველი, ბოკერიები, გუბაზები და შავგულიძეები კანონმდებლები რომ არ ყოფილიყვნენ“
„ლგბტ-პრაიდი არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“
„ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა თავის საელჩოებს, გააკეთონ "პრაიდის“ ჩატარების მხარდამჭერი განცხადებები“
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა